კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
წინა ორი ტურისგან განსხვავებით, რეგულარული ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღემ უინტერესოდ ჩაიარა. ასე მაგალითად, რთული შესაფასებელი გახდა დრაფტის პირველი ნომრის ჯონ უოლის დებიუტი, რადგან მისმა გუნდმა ფაქტობრივად პირველ მეოთხედში წააგო შეხვედრა. ახალგაზრდა მცველი უბრალოდ დაიკარგა ორლანდოელი ვარსკვლავების ფონზე.

"ორლანდომ" ძალიან მალე გადაწყვიტა "ვაშინგტონთან" მატჩის ბედი და მეორე ტაიმი ფორმალობად აქცია. არც ერთ ფლორიდელს ამ მატჩში ნახევარ საათზე მეტი არ გაუტარებია მოედანზე - ამის საჭიროება არ არსებობდა. რაც შეეხება უოლს, ასეთ თამაშში მისთვის ძალიან რთული იყო საჭირო რითმის დაჭერა, მაგრამ ტყორცნების რეალიზაციის საშინელი პროცენტის მიუხედავად, ჯონმა მაინც დააგროვა 14 ქულა და ამას ცხრა შედეგიანი პასიც დაუმატა. ამ შეხვედრით ცხადი გახდა, რომ "ორლანდო" და "ვაშინგტონი" სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოთამაშეები არიან.

წესით, დღის მეორე მატჩი უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. დენვერში განადგურების შემდეგ, "იუტამ" საკუთარ მოედანზე "ფინიქსის" წინააღმდეგ სცადა პირველი გამარჯვების მოპოვებ, მაგრამ მცდელობაზე შორს საქმე არ წასულა. ჯერჯერობით რთულია სეზონის სტარტზე "ჯაზმენების" სუსტი თამაშის ახსნა, არადა, გუნდმა ყველა წინასასეზონო მატჩი მოიგო. უკვე პირველი წუთებიდან გამოიხატა სტივ ნეშისა და კომპანიის უპირატესობა. ამარე სტაუდმაიერის გარეშეც "სანზი" ჩვეულ სტილში უტევდა და მეტოქისგან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უგრძვნია.

"იუტას" საერთოდ არ გამოსდიოდა თამაში. პირველ რიგში, ეს დაცვას ეხება. პირველი ტაიმის შემდეგ "ჯაზმენები" მაყურებლის გამაყრუებელი სტვენის ფონზე ტოვებდნენ მოედანს. ეს გუნდი კარგა ხანია საკუთარ არენაზე ასე არ შერცხვენილა.

ორლანდო-ვაშინგტონი 112:83

29:15, 29:19, 32:25, 22:24

ო: ჰოვარდი (23+10 მოხსნა), კარტერი (18+5 მოხსნა), ნელსონი (16+6 პასი), ლუისი (13+7 მოხსნა).

ვ: მარტინი (17), უოლი (14+9 პასი), ჰაინრიხი (12).

იუტა-ფინიქსი 94:110

22:27, 20:31, 30:26, 22:26

ი: ჯეფერსონი (20+9 მოხსნა), მილსეპი (19+13 მოხსნა), კირილენკო (19), უილიამსი (13+6 პასი).

ფ: უორიკი (18+11 მოხსნა), ნეში (18+5 პასი), ფრაი (14), თურქოგლუ (13), დრაგიჩი (11+6 პასი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე