საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური. 1-6 ადგილები
მატჩის დაწყების წინ ცნობილი იყო "დილა"-"ტორპედოს" შედეგი და "დინამო", ფაქტობრივად, ვალდებული იყო, გორელთა ხელმოცარვით რომ ესარგებლა. ასეც მოხდა, დინამოელებმა ლიდერობა განიმტკიცეს.

საჩხერის გუნდს ძირითადი შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი აკლდა - ედიკ საჯაია, დავით ოდიკაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით დიღმელაშვილი და დათო კირკიტაძე - როცა "დინამო თბილისთან" ნახევარი გუნდი არ გყავს, შანსი იოტისოდენა გაქვს შერჩენილი.

"ჩიხურა" ასეთ შანსსაც ვერ ჩაეჭიდა და დუშან უჰრინის გუნდმაც იოლად დაჯაბნა მეტოქე.

მატჩისწინა მოთელვაზე დაშავდა დინამოელთა გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი და მისი ადგილი მაკედონიელმა მარკო გლიშიჩმა დაიკავა.

Video

06.04.13. დინამო - ჩიხურა 3:0

მასპინძლებმა მყის შეუტიეს, "ჩიხურას" კი ბურთის შენარჩუნება უჭირდა და მთელი სიმძიმე საჩხერელთა დაცვასა და მეკარეს დააწვათ.

სლოვაკი პიტერ გრაიციარის დარტყმა გიორგი სომხიშვილმა მოიგერია. "ჩიხურას" გოლკიპერი ჩისკოს თავურსაც გაუმკლავდა.

მიუხედავად მეკარის კარგი თამაშისა, გოლი სტუმართა კარში მწიფდებოდა და მოსახდენიც მოხდა - მარჯვენა ფლანგიდან კარლეს კოტომ ჩააბზრიალა ბურთი "ჩიხურას" საჯარიმო მოედანში და ჩისკომაც უზადო თავურით დააწინაურა "დინამო".

მასპინძლები არ დაცხრნენ, ზეწოლას განაგრძობდნენ. გრაიციარის ძლიერი დარტყმა ხარიხამ უკუაგდო. "ჩიხურა" უმწეოდ გამოიყურებოდა და მეორე გოლიც გაუშვა - ლევან ხმალაძემ კარგად ისარგებლა სტუმართა უნიათობით და ხელსაყრელი სიტუაციიდან შანსი ხელიდან არ გაუშვია.

პირველ ტაიმში დინამოელებს კიდევ შეეძლოთ გატანა. გიორგი მერებაშვილის ჯარიმა სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია. საგოლე შესაძლებლობა გაანიავა მასპინძელთა ესპანელმა მცველმა უსტარიცმაც - ჩისკოს ჩაწოდებული ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში "ჩიხურა" უკეთ ათამაშდა, "დინამო" კი რამდენიმე წუთი მოდუნებული ჩანდა. ამ ყველაფერს მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა: გაგა ჩხეტიანმა კარგი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. რევაზ გოცირიძის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, ლაშა ჩიკვაიძემ კი ხარიხას შეაწყვიტა ბურთი.

"ჩიხურას" მოიერიშე მუხტი მალევე ჩაცხრა. მერებაშვილმა მარცხენა ფლანგზე იჩაუქა და ჩისკომაც მეკარისგან მიტოვებულ კუთხეში თავურით გაიტანა.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე:

"საკადრო პრობლემები რომ გვქონდა, ფაქტია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ხარ, მეტი სითამამე, უფრო თავისუფლად თამაშია საჭირო, უმაღლესი ლიგისთვის მეტი თავმოყვარეობა გვმართებს. რა თქმა უნდა, ამ წაგების გამო ყურებს არ ჩამოვყრით და ევროტურნირზე გასვლისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ".

დუშან უჰრინი:

"ვიცოდით, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა გორში და რთული თამაში გვქონდა. "ჩიხურა" კარგი გუნდია და თავიდანვე მოვიპოვეთ ინიციატივა. მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, ყველაფრით კმაყოფილი ვარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
მიდი დინამო ჩემპიონები უნდა გახდეთ მიაწექით (რუსთავი)
გიორგი
მაყურებლის რაოდენობას ყოველთვის რატომ აკლებთ დინამოს? რას გვერჩით? თუ თვლა არ იცით თქვენ? მარა სხვა მიზეზი მგონია მე პრესლოჟიდან გამოსვლა გეზარებათ რომ ხალხი დაინახოთ სინამდვილეში გაცილებით მეტი იყო მაყურებელი 3500-მდე და თქვენ ნებისმიერ თამაშზე სამჯერ ნაკლებს გვიწერთ ეს დანაშაული და დიდი ტყუილია როცა უცხოური საიტებიც აქედან იწერენ მაყურებლის რაოდენობას ............ დინამო ჩიხურაზე ეს მარტო ლურჯი ტრიბუნაა ცალკე გლადიატორები და ჩიხურას გულშემატკივრებიც საბოლოო ჯამში 600-ზე მეტი იყო და გაასწორეთ ყველას უმატებთ და მაინცდამაინც დინამოს აკლებთ იმიტომ რომ ერთი ადგილის აწევა გეზარებათ რომ დასავლეთ ტრიბუნას შეხედოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა