კლუბი პრემიერლიგას სასამართლოში უჩივლებს
მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერლიგის კლუბები (ლაპარაკია მთლიანად პროფესიულ ლიგაზე და არა ელიტურ დივიზიონზე) ჩემპიონატის ახალ ფინანსურ წესრიგზე შეთანხმდნენ.

უმაღლესი ლიგის 20-დან 15-მა წარმომადგენელმა და პროფესიული სტატუსის მქონე კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იდეას, რომ 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, თუკი რომელიმე ორგანიზაცია წლის განმავლობაში 105 მილიონის ან მეტ წლიურ ზარალს ნახავს, ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს, მათ შორის, ქულების დაკლებითაც. ამას გარდა, იმ კლუბებს, რომელთა ფეხბურთელების წლიური ხელფასი ჯამში 52 მილიონ ფუნტს აღემატება (ამ კატეგორიაში ხვდება პრემიერლიგის 20-ივე წარმომადგენელი), ეკრძალებათ სახელფასო ფონდის გაზრდა წელიწადში არა უმეტეს 4 მილიონი ფუნტისა.

"მანჩესტერ სიტის" მესაკუთრე ყატარელ შეიხებს მიაჩნიათ, რომ საკითხის ასე დასმა არასამართლიანია და "სიტის" იურისტებს უკვე დაავალეს სარჩელის მომზადება, რათა პრემიერლიგის გადაწყვეტილება სასამართლოს გზით გაუქმდეს.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ იმ კლუბების წარმომადგენელთა დახურული შეკრება გაიმართა, რომლებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ფინანსურ რეგულაციებს. ესენი არიან: "უოტფორდი", "ვესტ ბრომვიჩი", "ასტონ ვილა", "ფულჰემი", "საუთჰემპტონი" და რაც მთავარია, "მანჩესტერ სიტი". ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმოქმედებენ მიზნის მისაღწევად. პროცესის უმთავრესი კურატორი "ქალაქელების" აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გარი ნევილი: "სიტი" ვერ შეძლებს გუნდის აშენებას აკადემიის აღზრდილების გარეშე

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა