თბილისის "დინამო" და ჩისკო - რეკორდების დევნაში
თბილისის "დინამომ" უახლოეს მდევართან სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა, "ტორპედომ" მესამე ადგილი დაიბრუნა, "ზესტაფონის" საევროპე შანსები კიდევ უფრო შემცირდა, ქვედა ექვსეულში დაქვეითების საფრთხე ერთდროულად ხუთ გუნდს ემუქრება, - აი, ასეთი სიტუაცია დაგვიტოვა გასულმა ტურმა.

ისე, ერთი შეხედვით, უხვგოლიანი ტური არ ყოფილა: ორივე ექვსეულში 6 მატჩი ჩატარდა და მხოლოდ 10 გოლი გავიდა, თუმცა ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე სუპერშედეგიანობა უფრო იქნებოდა გასაკვირი.

ჰო, ახლა ხომ გუნდების უმრავლესობისათვის უმთავრესი შედეგზე თამაშია, თუმცა თბილისის "დინამო" და ამ გუნდის ესპანელი ლიდერი ჩისკო ახალ-ახალ რეკორდებს უტევენ და XXVI ტურის მიმოხილვაც სწორედ ამით გვინდა დავიწყოთ.

დაუნდობელი მასპინძელი

ამ ჩემპიონატში "დინამომ" 18 მატჩი მოიგო და აქედან ნახევარზე მეტი - დიდი ანგარიშით! ჰო, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში გუნდი 11-ჯერ გაიმარჯვებს 3 და მეტი ბურთის სხვაობით. თანაც, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დუშან უჰრინის გუნდს "ნამეტნავად უყვარს" 3:0-ით გამარჯვება - ასეთი ანგარიშით "დინამომ" ჩემპიონატში უკვე 6 მატჩი მოიგო!

აქვე ბარემ ისიც ვახსენოთ, რომ "დინამომ" სამჯერ მოიგო ბევრად უფრო შთამბეჭდავი სხვაობით (5:0), თითო-თითოჯერ კი 5:2 და 7:2...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: საშინაო მატჩებში "დინამოს" თითქმის 100-პროცენტიანი შედეგი აქვს (13 მოგება, 1 ფრე და არცერთი წაგება) და სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს კიდეც მნიშვნელოვნად ამ გუნდის ლიდერობას.

აი, რაც შეეხება საგარეო შეხვედრებს, ამ მხრივ "დინამოს" სატრაბახო არაფერი აქვს და ერთდროულად სამ გუნდს ჩამორჩება: "დილას", "ტორპედოსა" და "ჩიხურას".

შთამბეჭდავი ჩისკო

ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში გამორჩეულ ბომბარდირებზე ვისაუბრეთ და ის ტენდენციაც ვახსენეთ, წლიდან წლამდე რომ კლებულობს ჩვენთან საშუალო შედეგიანობა. არც ის დაგვვიწყებია, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას 20 ან ოდნავ მეტი გოლი რომ ჰყოფნის ხოლმე.

არადა, დრო იყო, მერაბ მეგრელაძე და ოთარ კორღალიძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები შესაბამისად, 41 და 40 გოლით ხდებოდნენ! ეგ კი არა, 1994 წლის მერე ჩვენს ჩემპიონატში 30 გოლი აღარავის გაუტანია (1993-94 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირი მერაბ მეგრელაძე გახდა 31 გოლით) და აი, ამხელა პაუზის მერე კვლავ გაჩნდა ამ მართლაც დიდოსტატური მაჩვენებლის გამეორების (იქნებ - გაუმჯობესებისაც) შანსი!

ხვდებით, ალბათ, რომ ჩისკოზე ვსაუბრობთ - თბილისის "დინამოს" 32 წლის შემტევს ამ ტურში შესრულებული "დუბლით" უკვე 21 გოლი დაუგროვდა და დარჩენილ ექვს მატჩში კიდევ შეეცდება თავისი "მონაგარის" გაზრდას.

30-გოლიანი ნიშნულის თუ არა, ჩისკოს სხვა მაჩვენებლის გაუმჯობესება რეალურად ხელეწიფება: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთადერთხელ იყო, საუკეთესო ბომბარდირი ლეგიონერი რომ გახდა; რუსთავის "ოლიმპის" ("მეტალურგის") ბრაზილიელმა შემტევმა აკინომ 2009/10 წლების სეზონში 26 გოლი გაიტანა...

და ისევ ჩისკოზე: ესპანელმა შემტევმა ამ სეზონში უკვე... მეხუთე "დუბლი" შეასრულა (ერთხელ - "ჰეთ თრიქი"), 13-ჯერ (ყველაზე მეტჯერ) მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ სეზონის ნომერ პირველ ფეხბურთელად მისი აღიარება, ფაქტობრივად, უკვე ახლავე შეიძლება!..

სხვა გოლეადორები

გასულ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მატჩის პირველ ოთხ წუთში "მოახერხა" და "დილას" კარში ორი გოლი გაიტანა!

26 წლის ბერიაშვილის ეს გოლები "ტორპედოსთვის" უმნიშვნელოვანესი გამოდგა: გია გეგუჩაძის გუნდმა მესამე ადგილი ხომ დაიბრუნა, ამას გარდა, "დილასთან" სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.

ძალიან დიდი ალბათობით, "ტორპედო" თასის ნახევარფინალშიც უნდა ვიხილოთ, ანუ, ქუთათურებს წლეულსაც რომ ევროტურნირებზე ვიხილავთ, ესეც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "ლელო" ამპლუების მიხედვით საუკეთესოებს რომ გამოავლენს, "სეზონის აღმოჩენის" ყველაზე რეალური კანდიდატი, რაღა თქმა უნდა, საბა ლომია იქნება: მარტვილის "მერანის" 21 წლის თავდამსხმელმა უპრინციპულეს მატჩში ("ვიტ ჯორჯიასთან") "დუბლი" (ამ სეზონში - მესამედ!) შეასრულა და ჩემპიონატში უკვე 15 გოლი დაუგროვდა.

ეგ კი არა, საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლომია მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორ გამორჩეულ გოლეადორს, ჩისკოს და ჯაბა დვალს ჩამორჩება!

ორი გუნდის მაისურით

24 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ ზამთრის პაუზის დროს გუნდი შეიცვალა და ამიერიდან უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ ბათუმის "დინამოს" ეხმარება; თავის ახალ გუნდში ჩიმაკაძემ 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ყოფილი კლუბის ("ვიტ ჯორჯია") მაისურით კი პირველ ეტაპზე 5 ბურთი აქვს გატანილი (დღესაც საუკეთესო მაჩვენებელია).

ანუ დიდია იმის შანსი, რომ სეზონის ბოლოს ჩიმაკაძე ერთდროულად ორი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს!

სხვათა შორის, ჩიმაკაძის გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გოლების გატანა: 32 წლის რომან ახალკაცმა ("დილა", "მეტალურგი") და 28 წლის სანდრო გურულმა ("დილა", ბათუმის "დინამო").

სადებიუტო მატჩები, გოლები...

გასული ტური რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: ფოთის "კოლხეთის" 21 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 23 წლის გიორგი ბიბილეიშვილმა ("სიონი"), 19 წლის ნოდარ იაშვილმა ("ვიტ ჯორჯია") და 16 წლის ზურაბ მალანიამ უმაღლეს ლიგაში სულაც სადებიუტო მატჩები ჩაატარეს!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური

დილა-ტორპედო 1:2 - ოთხ წუთში წაგებული თამაში [VIDEO]

დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 - ლიდერის იოლი გამარჯვება [VIDEO]

ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0 - ლოგიკური, დასაფასებელი, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი

მერანი-ვიტ ჯორჯია 2:0 - კანონზომიერებას სად წაუხვალ...

კოლხეთი-დინამო ბთ 1:1 - ზღვისპირული სერია(ლი)

მეტალურგი-სიონი 0:0 - ღირსების საქმე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
1995–96 წ. ზვიად ენდელაძემ 41 გოლი გაიტანა და გახდა ოქროს ბუცის მფლობელი , რატომღაც ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს
დათო
1995–96 წ. ზვიად ენდელაძემ 41 გოლი გაიტანა და გახდა ოქროს ბუცის მფლობელი , რატომღაც ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს
1223
40 გოლი 1995-1996 წლების სეზონში ზვიად ენდელაძემ გაიტანა ზესტაფონის მარგვეთის შემადგენლობაში.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა