ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩის წინ

"ბარსელონა" პირველ მატჩამდეც ამ წყვილის აშკარა ფავორიტი იყო და პარიზში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ ნახევარფინალში გასვლის შანსი კიდევ უფრო გაეზარდა, თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდი შანსია, რომ 10 აპრილს კატალონიელებს ლიონელ მესი არ ჰყავდეთ, რაც ტიტო ვილანოვას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება, ფრანგებისთვის კი - კარგი შანსი.

ამრიგად, ლეო მესის თამაში საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში, 25 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს მინიმუმ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახავთ, შეცვლაზე თამაშს კი, ალბათ, მოახერხებს.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" მაინც ფავორიტად რჩება, მესის კი სასტარტოში სავარაუდოდ სესკ ფაბრეგასი შეცვლის.

ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ პარიზული დაპირისპირების შემდეგ თქვა, თუ საპასუხო შეხვედრაში ლეო დაგვაკლდება, ფაბრეგასს ასი პროცენტით ვენდობითო.

მესი სწორედ პარიზში დაშავდა. სამაგიეროდ, კატალონიელებს პედრო გამოუჯანმრთელდათ.

ფაბრეგასი მთლად მესი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაშია, რაც "მალიორკასთან" 5:0-ზე მოგებულ შეხვედრაშიც დაამტკიცა - სესკმა "ბარსას" ფორმით პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

თუკი მესის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხავიერ მასკერანოსა და კარლეს პუიოლის ასპარეზობა გამორიცხულია.

ამრიგად, დაცვის ცენტრში, პიკეს გვერდით ან გამოუცდელი ბარტრა ითამაშებს, ანაც ალექს სონგი.

პარიზელთა უმთავრესი იმედი კი კვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც პირველ მატჩშიც შეძლო "ბარსას" კარის აღება.

აქვე ვთქვათ, რომ კარლო ანჩელოტის ბიჭებმა "რენი" 2:0 დაამარცხეს.

საინტერესოა, ათამაშებს თუ არა ანჩელოტი დევიდ ბექჰემს სასტარტოში. გეხსომებათ, კარლიტომ პირველ შეხვედრაში ვეტერანი ინგლისელი ძირითადში გაამწესა, მაგრამ დევიდმა ისე ვერ იასპარეზა, როგორც მისგან ელიან. მარკო ვერატი კი ძალიან კარგ ფორმაშია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი

ბარსელონა-პსჟ 22:45

პირველი მატჩი: 2:2

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ბექჰემი, ვერატი, პასტორე - ლავეცი, იბრაჰიმოვიჩი.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონთა ლიგა

02.04.2013

პსჟ-ბარსელონა 2:2

გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89-პენ), 2:2 მატუიდი (94)

15.03.1995

პსჟ-ბარსელონა 2:1

01.03.1995

ბარსელონა-პსჟ 1:1

თასების მფლობელთა თასი. ფინალი

14.05.1997

ბარსელონა-პსჟ 1:0

გოლი: 1:0 რონალდო (36-პენ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული

პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა