რობერტო მანჩინი მომდევნო სეზონში ისევ ოქროს უმიზნებს
"მანჩესტერ სიტიმ" "ოლდ ტრეფორდზე" მოგებით გარკვეულწილად რეაბილიტაცია გაიარა. რობერტო მანჩინის გუნდმა პრინციპულ მეტოქეზე უკეთ ითამაშა და 3 ქულა ალალად დაიმსახურა.

თამაშის ხასიათი ჩვეულებრივი იყო, როგორც ეს პრემიერლიგაში დერბის შეხვედრებს ახასიათებს. გუნდებმა თავიდანვე უარი თქვეს ერთი მტკაველი მიწის დათმობაზეც კი. ხისტი თამაში ერთია, მაგრამ, ყვითელი ბარათების სიმრავლის მიუხედავად, როგორც მაღალი კლასის გუნდებს შეჰფერით, უხეშობას ადგილი არ ჰქონია. სტუმართა უპირატესობა კი იყო გამოკვეთილი, მაგრამ 100%-იან საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მეორე ტაიმში ბრძოლამ და ტემპმა იმატა. "იუნაიტედმა" ის იყო, მცირე უპირატესობა მოიპოვა, რომ "სიტიმ" ანგარიში გახსნა. ყველაფერი რაიან გიგზის მიერ უდროო დროს დაკარგული ბურთის შემდეგ დაიწყო. უელსელის არაზუსტი გადაცემა გარეთ ბარის ფეხებში მოხვდა, ვინც წინ დაიძრა და სამირ ნასრი ცენტრში მონახა. ფრანგმა ოდნავ უკან ჯეიმს მილნერს დაუგორა, ვისი ძლიერი დარტყმაც ფილ ჯონსს შეეხო და ბადეში გაეხვია.

"იუნაიტედმა" მალევე უპასუხა. რობინ ვან პერსის საჯარიმოს შემდეგ ჯონსის თავური ვენსან კომპანის ზურგში მოხვდა. ეს რომ არა, გოლი ნამდვილად არ გავიდოდა. მატჩს წერტილი სერხიო აგუერომ დაუსვა. არგენტინელს სამი "ეშმაკი" ფეხზე დააჯდა, მაგრამ მან მაინც მოახერხა და დავიდ დე ხეას ახლო მაღალ კუთხეში გაუტანა.

მატჩის შემდგომ

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ჩვენ შეგვიძლია მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ ამისთვის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები გვჭირდება. ამისთვის წინ 2-3 თვე გვაქვს. წელს "იუნაიტედმა" ტიტული აშკარად დაიმსახურა. ის ჩვენზე სტაბილურად თამაშობდა. ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით. უკანასკნელი მარცხი მას ნოემბერში ჰქონდა.

ჩვენი წარუმატებლობის რაღაც წილი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების დამსახურებაა. გარკვეულწილად თავად ვართ დამნაშავენი, როცა ისეთ თამაშებს ვერ ვიგებდით, სადაც ულაპარაკოდ უნდა აგვეღო სამი ქულა. დღევანდელმა თამაშმა დაადასტურა, რომ არ ვიმსახურებთ ჩემპიონატში 15-ქულიან ჩამორჩენას. ეს გამარჯვება მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა მთავარია, დარჩენილ თამაშებშიც წარმატებით ვითამაშოთ, წინ ხომ კიდევ 7 შეხვედრა გველის."

ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ნორმალურად ვითამაშეთ, დროდადრო კი, უბრალოდ, კარგად გამოვიყურებოდით. ამ ფონზე განსაკუთრებით გულსატკენია ჩემპიონატში 18-თამაშიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა და თანაც დერბიში, სადაც წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი უპირატესობით ვლიდერობთ, მაგრამ გუნდში არავინ ფიქრობს, რომ ეს ფორა საკმარისია და დანარჩენი ყველაფერი თავისით მოვა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "სტოკ სიტისთან" მომდევნო თამაშის მოგება.

უშუალოდ თამაშზე კი იმას ვიტყვი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში პირველი გოლი, როგორც წესი, ძალიან ბევრს წყვეტს ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. არადა, მოედანზე კონტროლი უკვე დაწესებული გვქონდა და თამაშის ლოგიკიდან გოლი ამოვარდნილი იყო. მეორე ბურთზე კი სერხიო აგუეროს მეტისმეტად დიდი სივრცე მივეცით დასარტყმელად, რითაც მან ისარგებლა კიდეც. სერხიოს შეტევების დასრულება ხომ ისედაც მშვენივრად ეხერხება".

სილვას გასაჭირი

ორშაბათს, XXXII ტურის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ სიტის" 27 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. მისდა სამწუხაროდ, შეხვედრის ბოლო წუთებზე მან მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც რობერტო მანჩინი იძულებული გახდა, მის ნაცვლად მინდორზე ჯოლეონ ლესკოტი გამოეყვანა.

ფეხბურთელი გასახდელისკენ კოჭლობით გაემართა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დავიდს მუხლის მყესები აქვს დაჭიმული. მას მინიმუმ ერთი კვირა მოუწევს დასვენება, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 აპრილს "უემბლიზე", ასოციაციის თასის 1/2-ფინალში, "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

დავიდის ტრავმა "ქალაქელებისთვის" უზარმაზარი დანაკლისია. ესპანელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 41 თამაშში 5 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სამაგიეროდ, მანჩინის შეუძლია გული იმით დაიმშვიდოს, რომ მალე მწყობრში ჩადგებიან და მოედანზე გასვლას შეძლებენ მაიკონი და მიკა რიჩარდსი. პირველს თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ არ უთამაშია, მეორე კი 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მკურნალობს. ამ ფეხბურთელებმა ორშაბათს დუბლების შემადგენლობაში ითამაშეს. შესაბამისად, მზად არიან, პირველ გუნდსაც დაეხმარონ.

დერბის კიდევ ერთი მსხვერპლი

"იუნაიტედი"-"სიტის" თემატიკას ვერა და ვერ ვცილდებით. "ოლდ ტრეფორდზე", დავიდ სილვას გარდა, უკანასკნელ წუთებზე ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდი უფეხბურთოდ მოუწევს ცხოვრება "ეშმაკების" განაპირა ნახევარმცველს, 27 წლის ეშლი იანგს. თითქმის გარკვეულია, რომ 14 აპრილს, კვირას, "სტოკ სიტისთან" გასვლით შეხვედრაში ის თამაშს ვერ შეძლებს. ტრავმის მიზეზი პაბლო საბალეტასთან შეჯახება გახდა. ერთი თამაშის გამოტოვებას კიდევ რა უშავს? პირველადი პროგნოზი ხომ ბევრად უფრო პესიმისტური იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანჩესტერული დერბი "სიტიმ" მოიგო - რობერტო მანჩინი აგუერომ გადაარჩინა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის