მარგარეტ ტეტჩერმა ტრაგედიის შემდეგ "ჰილსბოროს" ტრიბუნები თავად დაათვალიერა
"ჰილსბოროს" ტრაგედიაზე იმდენი დაიწერა, რომ ძნელია, რაიმე ახალი სიტყვა თქვა. უბრალოდ, შეგახსენებთ, 1989 წლის 15 აპრილს შეფილდის სტადიონ "ჰილსბოროზე" მაყურებელთა ჭყლეტას ადგილზე 94 ადამიანი შეეწირა.

ტრავმებისგან მოგვიანებით 2 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა. "ლივერპულის" გულშემატკივრებს წლების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ გამოძიების ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც, დამნაშავენი თავად ფანები იყვნენ და რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები 22 წელიწადზე მეტხანს იმეორებდნენ, ყველაზე მეტად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ზეგავლენის "დამსახურება" გახლდათ.

ორშაბათს 87 წლის ასაკში "რკინის ლედი" გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გამოქვეყნდეს დოკუმენტები, თუ რა როლი ჰქონდა ოფიციალური ვერსიის გავრცელებაში მაშინდელ პრემიერს. გასული წლის დეკემბერში დამოუკიდებელმა კომისიამ აღიარა, რომ 96 ადამიანის დაღუპვის მიზეზი პოლიციის უმოქმედობა და არაპროფესიონალიზმი იყო, თუმცა ტეტჩერის როლის შესახებ კომისიის დასკვნაში სიტყვაც არ დაძრულა.

აი, რა თქვა "ლივერპულ ეხოსთან" ინტერვიუში მოძრაობის "სამართლიანობა ჰილსბოროსთვის" ხელმძღვანელმა შეილა კოლმენმა: "ყველაფრის მიუხედავად, პატივს ვცემ გარდაცვლილ ადამიანებს, მაგრამ ქალბატონი ტეტჩერისგან განსხვავებით, მე სიცოცხლესაც ვაფასებ. არ მგონია, რომ მერსისაიდში მისი დაღუპვის შემდეგ ბევრს ეგლოვა.

იმედია, ახლა მაინც გვეღირსება დოკუმენტაციის გამოქვეყნება, თუ ვისი დამსახურება იყო ტრაგედიის დეტალების დამალვა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა და კატასტროფაში დამნაშავე პირებს ხელი დააფარა. მოქმედი მთავრობისგან მოვითხოვთ, ახლა მაინც გვითხრან სრული სიმართლე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა