წლეულს თურქეთში 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება
წლეულს თურქეთში 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება.

იმ შეჯიბრებაში ქართველ ვაჟთაგან საერთაშორისო ოსტატი ზურაბ ჯავახაძე იასპარეზებს. ეს ცნობილი გახდა 9 აპრილს, 20-წლამდელთა საქართველოს პირველობის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე - ჯავახაძემ შავი ფიგურებით მე-8 ტურში გიორგი სიბაშვილს სძლია, მოაგროვა 7,5 ქულა და ქვეყნის ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა.

6 ქულით მეორე ადგილზეა ირაკლი ბერაძე, 5,5-5,5 ქულით გიორგი ნიკოლაშვილი და ნოდარ ლორთქიფანიძე მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ამავე ასაკის გოგონებში 7 ქულით ანა კუჭავა ლიდერობს. ნახევარ-ნახევარი ქულით მერი არაბიძე და ანა შამათავა ჩამორჩებიან.

ოქროს მედლისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ვინაობა ანა კუჭავა-მარიამ ვალიშვილის, მარიამ ჭოლაძე-ანა შამათავას, მერი არაბიძე-ნინო გუმბარიძის ბოლო ტურის პაექრობებში გაირკვევა.

12-წლიან გოგონებში ელენე კოსტავა მეწინავეობს. ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ სალომე სანიკიძე და ლილე ქორიძე, რომლებმაც 6-6 ქულას მოუყარეს თავი.

ბიჭებში კოკა ბუკიამ ნიკა ხვადაგიანი დაამარცხა და 7 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

6,5 ქულით მეორეა ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ხოლო დავით კამკია და მათე თოდაშვილი 6-6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან.

პრიზიორებს 10 აპრილს გამართული მე-9 ტურის შვიდი შეხვედრის შედეგი დაასახელებს: სალომე ხუცურაული (5,5)-ელენე კოსტავა (6,5), სალომე სანიკიძე (6)-ლილე ქორიძე (6), სანდრა კაპანაძე (5,5)-თამარ ესაძე (5); კოკა ბუკია (7)-ლუკა ობოლაძე (5), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (6,5)-ცოტნე ქვარცხავა (5), ლუკა შამუგია (5)-დავით კამკია (6), ანტონ ნადირაძე (5)-მათე თოდაშვილი (6).

სოფიკო ნიკოლაძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა