თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12 და 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობები დამთავრდა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა 12 და 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობები, რომლებშიც სხვადასხვა კუთხის 100 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

უკვე გაუწყეთ, რომ 20-წლიან ვაჟებში ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა ზურაბ ჯავახაძემ. 10 აპრილს მან ბოლო ტურში ნოე თუთისანს მოუგო და 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულით (!) პირველი ადგილი დაიკავა.

7 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა ირაკლი ბერაძე, რომელმაც საბა ბიბიჩაძე დაამარცხა. 6-6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები, შესაბამისად, ნოდარ ლორთქიფანიძემ და გიორგი ნიკოლაშვილმა გაინაწილეს.

წლეულს თურქეთში, 20-წლიანთა მსოფლიოს პირველობაზე, ჯავახაძესთან ერთად გაემგზავრება ანა კუჭავა.

ბოლო ტურებში მან შესანიშნავად ითამაშა, 10 აპრილს მარიამ ვალიშვილს აჯობა და 9 შესაძლებლიდან 8 ქულით ოქროს მედალი დაიმსახურა.

7,5 ქულით მეორე ადგილზე ნინო გუმბერიძის მძლეველი, თანატოლებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული მერი არაბიძე გავიდა. მართალია, ანა შამათავამ მარიამ ჭოლაძესთან წააგო, მაგრამ 6,5 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა და ბრინჯაოს მედალი ერგო.

12-წლიან გოგონებში ბოლო ტურის წინ რამდენიმე მოჭადრაკე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს, მაგრამ ისინი ზედმეტ რისკს მოერიდნენ და სამივე გადამწყვეტი პარტია ყაიმით დასრულდა.

დაზავდნენ: სალომე ხუცურაული - ელენე კოსტავა, სალომე სანიკიძე - ლილე ქორიძე, სანდრა კაპანაძე - თამარ ესაძე. ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულით ჩემპიონობა ელენე კოსტავამ მოიპოვა, 6,5-6,5 ქულა მოაგროვეს ლილე ქორიძემ და სალომე სანიკიძემ. უკეთესი კოეფიციენტით მე-2 ადგილი ქორიძეს ხვდა.

ბიჭებში 8 ტურის შემდეგ კოკა ბუკია მეწინავეობდა. 10 აპრილს იგი ლუკა ობოლაძეს დაუზავდა, სამაგიეროდ, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ცოტნე ქვარცხავას მოუგო. ორივე მოჭადრაკემ 7,5-7,5 ქულას მოუყარა თავი.

უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზე პეტრიაშვილი გავიდა, მეორე იყო ბუკია. 7 ქულით მესამე ადგილი მათე თოდაშვილმა დაიკავა.

ჩემპიონები - ელენე კოსტავა და ნიკოლოზ პეტრიაშვილი ელ-აინში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) მსოფლიოს პირველობაზე გაემგზავრებიან, ხოლო ვერცხლისპრიზიორები - ლილე ქორიძე და კოკა ბუკია ბუდვაში (ჩერნოგორია) ევროპელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე