ახალი შეთანხმების თანახმად, თბილისის "დინამო" მეკარეს მილიონად დათმობს
გიორგი ლორია ის იშვიათი ქართველია, რომელსაც ფასიც საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლის დროს დაედო და ახლა ეს ღირებულება ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ: ცოტა ხნის წინათ 26 წლის მეკარემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ჩვენი ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია კონტრაქტის გაწყვეტა, თუ მისი მსურველი კლუბი მინიმუმ მილიონ დოლარს გადაიხდის.

გერმანული ინტერნეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, ამჟამად "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარის ღირებულება 1 200 000 ევროა.

2009 წელს ლორიას ტრანსფერს გერმანული სააგენტო 250 ათას ევროდ აფასებდა, 2011 წლის თებერვალში თანხა 500 ათასამდე გაიზარდა, სექტემბერში - 750 ათასამდე, წლეულს, 2013 წლის იანვარ-თებერვალში კი 1,2 მილიონს მიაღწია, რაც ქართველი მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ამ ზღვარს მხოლოდ ნუკრი რევიშვილმა მიაღწია - ეს 2011 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრემიერლიგაში სისტემატური თამაშის შედეგი გახლდათ.

მაგრამ საქართველოსთვის ეს სარეკორდო ნიშნულია, რადგან ჩვენს უმაღლეს ლიგაში ჩამოსულ ლეგიონერებს ფასი ავტომატურად უმცირდებათ. მაგალითად, "დინამოს" და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირის, ჩისკოს გრაფაში მილიონი ევრო ეწერა, ახლა კი - 750 ათასად არის შეფასებული, მიუხედავად იმისა, რომ 54 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა.

ორი მილიონიდან ერთ მილიონამდე დაეცა გოგიტა გოგუას ღირებულება.

ესპანეთთან ჩატარებული მშვენიერი სანაკრებო შეხვედრის შემდეგ პირინეულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ "დინამოს" მეკარით ესპანური გრანდები, "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ.

გავიდა დრო და ინფორმაცია არ დადასტურდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი იმედს იტოვებდა, რომ ასეთი დონის მეკარეს ძლიერი ლიგის კლუბები საქართველოში დიდხანს არ გააჩერებდნენ.

"ლელოსთან" ინტერვიუში თბილისის "დინამოს" მეპატრონემ, რომან ფიფიამ ლორიას კონტრაქტში მილიონიანი გამოსასყიდის შესახებ პუნქტის არსებობა დაადასტურა.

მაგრამ რატომ არ მიდის ლორია უცხოეთში?

"უცნაური არაა, რომ ლორიას ფასი იზრდება, მაგრამ, როდესაც კლუბი მეკარის ტრანსფერში მილიონს ან მეტს იხდის, ამ შემთხვევაში აუცილებლად აკვირდება მის სტაბილურობას.

ლორია ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ეტყობა, საქართველოდან მეკარის აყვანას მაინც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.

გულახდილად ვამბობ, რომ ჯერ ლორიაზე სერიოზული წინადადება არ გვქონია. ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" მისი წაყვანა მზესუმზირის ფასად სურდა.

ლორია ჩვენი გაზრდილია, ნაკრებში გზა "დინამოდან" გაიკვალა და მიზერულ ფასში გაყიდვას არც მას ვაკადრებდით და არც "დინამოს" - ფეხბურთელებს ასე იოლად რომ ვუშვებდეთ, მაშინ დინამოელების ფასი მკვეთრად დაეცემა და გაუფასურდება.

ლორიას ვუთხარით, რომ ღირსეული წინადადების შემთხვევაში გავუშვებთ. ჯერ ასეთი არ მიგვიღია, მაგრამ იმედია, გამოჩნდება.

"დინამოსაც" სურს, რომ მისი კაპიტანი რომელიმე ძლიერ ევროპულ ლიგაში მოხვდეს", - ამბობს ფიფია.

დაბოლოს, საინტერესო ამბავი, რაც მეკარის მამამ - ნუგზარ ლორიამ მოგვითხრო. ჯერ იმას გეტყვით, რომ ბატონი ნუგზარი რეჟისორია, მუშაობდა ფილმებზე "მაცივარში ვიღაც იჯდა", "ეს პელეა" და ა.შ.

უფროსი ლორია 22 მარტს, პარიზში "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთი-საქართველოს მატჩის დროს მომხდარ საინტერესო ამბავს იხსენებს:

"სტადიონზე დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი საქართველოს დროშებს აფრიალებდა და რაღაცას გაჰყვიროდა. მივედი, მივესალმე, ვიფიქრე, ემიგრანტები არიან-მეთქი, მაგრამ ქართულ ლაპარაკზე გაოცებულებმა შემომხედეს.

აღმოჩნდა, რომ გიორგი ლორიას ფან-კლუბის წევრები იყვნენ (?!).

მამის ამბავი ხომ იცით, უზომოდ გამიხარდა, თან გამიკვირდა და ამბები გამოვკითხე. პარიზის გარეუბნიდან იყვნენ, ესპანეთთან თქვენი მატჩი ვნახეთ და გიორგის თამაში ისე მოგვეწონა, ფან-კლუბის ჩამოყალიბება ამის შემდეგ გადავწყვიტეთო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ველოდები

აკაკი დევაძე: გიორგი ლორია დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზად არის

ჰოლანდიურმა "ტვენტემ" თვალი გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას დაადგა

ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გეგმებში გიორგი ლორიას გაყიდვა არ შედის

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

dato
რატო გგონიათ თავი ასეთი ჭკვიანები?! თუ გვინდა სულ შორიდან ვუყუროთ ფეხბურთს და ნაკრების წელიწადში ერთ გამონათებას ველოდოთ, ამის იმედად კარგი გავუშვათ ყველა ვინც აქ ორ თამაშს ზედიზედ კარგად ჩაატარებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს უნდა მივხედოთ და ვეცადოთ საშუალო დონის გუნდებში არ გავუშვათ კარგი მოთამაშეები, რადგან მინიმუმ საშუალო დონის გუნდები ჩვენ ჩემპიონატშიც გვყავდეს! რა უბედური დამოკიდებულებაა
givi
ფან კლუბი არა იხვის კოტლეტი. კარგით რაა ხალხო.
Zuras
გაიხარე, მართალი ხარ, საშუალო დონის ევროპულ კლუბში ნახევარფასადაც უნდა გაუშვან, თუ უნდათ რომ სიკეთე გაუკეთონ და დრო არ დააკარგვინონ და საერთოდ თვითონ დინამო უნდა ეძებდეს ასეთ კლუბს. ან მისი აგენტი უნდა აქტიურობდეს.
Zura
ჩამოთვლილ ფეხბურთელებზე ფასების დაცემას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონეს ვერ დავაბრალებთ... ჩისკოს ფასი იმიტომ დაეცა რომ ასაკში შევიდა... გოგუას ფასი იმიტომ დაეცა რომ ვერ ითამაშა და მოუკლო... ლორიას საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელების განმსაზღვრელი კიდევ მარტო ფასი არ უნდა იყოს... მილიონად კი არა, პოსტსაბჭოეთში 3 და 4 მილიონადაც არ უნდა გაუშვან თუ მისთვის სიკეთე უნდათ, ნორმალურ ევროპულ კლუბში კი შეიძლება ნახევარ მილიონადაც შეელიონ... კარგია თუ დინამოც ამას ცდილობს...
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!