დღეიდან ჩვენი წყალბურთელები "ევრო 2012"-ის შესარჩევ ტურნირში ჩაებმებიან

დღეიდან საქართველოს წყალბურთელები მნიშვნელოვან შეჯიბრებაში ჩაებმებიან - იწყება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ქვეჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრიტანელები და ბერძნებიც იბრძოლებენ. სასტარტო პაექრობას ჩვენები შინ გამართავენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კუნძულელებს ორჯერ შევხვდით. პირველად 2009 წლის 6 სექტემბერს შვეიცარიული ლუგანოში ევროპის B ჩემპიონატზე. ყველასთვის უცნობმა საქართველოს ნაკრებმა მაშინ ინგლისელებს 10:9 (4:3, 2:2, 2:0, 2:4) მოუგო. მეორედ ჩვენები დღევანდელ მეტოქეს წლეულს 21 მაისს "ოლიმპიკის" განახლებულ აუზში დაუპირისპირდნენ. 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლები სარევანშოდ იყვნენ განწყობილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - 7:10 დამარცხდნენ..

დღეს კი საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება სტუმრებს: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, ამარკო ელეზი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარკო ელაჩა, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.

- ლენ ტროფის პირველ-მეორე საკვალიფიკაციო რაუნდებში მონაწილეობამ დადებითად იმოქმედა ეროვნული გუნდის წევრების მომზადებაზე. მართალია, ინგლისელებს ზედიზედ ორ პაექრობაში ვძლიეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მეტოქე 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია და წყალბურთელებიც აქედანვე ემზადებიან იმ დიდი ფორუმისთვის. რთული თამაში იქნება, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ" - გვითხრა ნაკრების თავკაცმა.

საქართველო-დიდი ბრიტანეთის წყალბურთელთა შეხვედრა "ოლიმპიკის" აუზში დღეს 20.30 საათზე დაიწყება.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე