გორის "დილას" სპორტული დირექტორი "დინამო თბილისის" პრეზიდენტის მიერ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
ურთიერთბრალდებები, პირდაპირ თუ ირიბად დადანაშაულება მაქინაციებში - ქართულ კლუბებს შორის ასეთი რაღაცები ბოლო დროს გახშირდა.

რამდენიმე დღის წინ "ლელოში" "დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გორის "დილაზეც" (იხილეთ ვრცლად).

ამ ყოველივესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება "დილამაც" მოისურვა.

ჩვენი რესპონდენტი "დილას" სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი გახლავთ. ის 90-იან წლებში "დილას" თავდამსხმელი იყო, მცირე ხნით თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა. ერთი სიტყვით, საფეხბურთო სამყაროში მას ყველა იცნობს.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ხორგუაშვილი პასუხობს...

- ჯერ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გააკეთა თქვენი კლუბისთვის არასასიამოვნო განცხადება: "დილა" -"ზესტაფონის" შედეგი გაუქმდეს და გორის "დილას" ქმედებები პროკურატურამ გამოიძიოსო (იხილეთ ვრცლად). მერე კი "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ილაპარაკა "დილაზე". როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

- "დილამ" შარშან მოიგო საქართველოს თასი, რიგიანად ითამაშა ევროპალიგაზე, ახლაც მოწინავეთა შორისაა და ჩემპიონობისთვის იბრძვის - არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი არ სიამოვნებთ.

შარშან "დილა" ევროპალიგის ჯგუფში რომ ვერ მოხვდა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ "დინამომ" და "ზესტაფონმა" უარი თქვეს ჩვენი მატჩების გადატანაზე. არადა, "დილა" რომ ევროპალიგის ჯგუფში გასულიყო, ეს ხომ მთლიანად ქართული საკლუბო ფეხბურთის წარმატებაც იქნებოდა.

რაც შეეხება კონკრეტულად "ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადებას, შეგვიძლია ყველაფერი სამსჯავროზე გამოვიტანოთ - ნახოს ყველამ "დილა"-"ზესტაფონის" მატჩის ჩანაწერი, რომელიც 2:1 მოვიგეთ და მერე ვილაპარაკოთ.

დინამოელთა პრეზიდენტის ინტერვიუს რაც შეეხება, ამასწინანდელი "ტორპედო"-"დინამო" ერთხელაც ნახოს ყველამ და დასკვნები მერე გამოვიტანოთ.

მიგვაჩნია, რომ რადგან საფეხბურთო ოჯახი გვქვია, რაღაც საკითხების მოგვარება ჩვენ თვითონაც შეგვიძლია, მაგრამ თუ მაინცდამაინც პროკურატურა გახდება საჭირო, მზად ვართ სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვისაც.

- კონკრეტულად რას მოითხოვთ?

- მოვითხოვთ, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია დაისაჯოს იმ ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას აქვს შემუშავებული; დაჯარიმდეს და ბოდიშიც მოგვიხადოს. "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თუ გადაიხადა ჯარიმა მსაჯების მისამართით არაკორექტული განცხადების გამო, კოკაია ვინ არის, რომ პასუხი არ მოეთხოვოს?

- რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს? კოკაია და ფიფია არაფრის გამო ხომ არ გააკეთებდნენ განცხადებას?

- კოკაიას და ფიფიას ერთი რამ ამოძრავებთ - მათ საერთო ბიზნესი, საერთო ინტერესები აქვთ და გორის "დილას" მსგავსი გუნდის წარმატება ხელს არ აძლევთ.

- გორის "დილას" მსგავსი გუნდი - რას გულისხმობთ?

- ჩვენ ხომ საბიუჯეტო გუნდი ვართ და დაფინანსების წყაროც შესაბამისი გვაქვს.

- ფაქტია, რომ სახელმწიფო ეხმარება "დილას" და სხვა რეგიონების საფეხბურთო გუნდებს. კერძო კლუბებს კი სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, არანაირი დახმარება და წახალისება არ აქვთ...

- რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგი არ ვართ, რომ კერძო კლუბებს ხელშეწყობა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფიფიას და კოკაიას, შესაბამისად, რუსთავსა და ზესტაფონში, გადაეცათ მძლავრი ქარხნები და ეს არ არის დახმარება სახელმწიფოსგან? თუ "დილასაც" გადასცემენ ასეთ ქარხანას, ისიც თვითონ შეინახავს საკუთარ თავს.

- ამონარიდი ფიფიას ინტერვიუდან: "ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მონაწილეობით საქართველოს ჩემპიონატისა თუ თასის მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს". ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

- გორის "დილას" არანაირი კავშირი არ აქვს ტოტალიზატორებთან. ფიფიამ ბევრი რამ გააკეთა "დინამოსთვის" ინფრასტრუქტურის მხრივ, მაგრამ რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ასეთი შესაძლებლობების მქონე კლუბის გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს. "დინამოსთვის" სირცხვილია ის შედეგები, რაც ბოლო პერიოდში ჰქონდა და ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის არაეთიკური კამპანია, რაც "დინამოს" პრეზიდენტმა წამოიწყო ჩვენ მიმართ.

ტოტალიზატორებს რაც შეეხება, "დინამო"-"გურიას" სათასო მატჩიც იყო ამოღებული.

ჩვენ ერთ რამეს ვითხოვთ - ფიფიამ ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოიხადოს. "დინამოს" აღორძინება და პროგრესი კი ნამდვილად არ გვაღიზიანებს, "დინამო" ისეთი კლუბია, უკეთესი გუნდის ყოლას რომ იმსახურებს და ფიფიამ საკუთარი გუნდის მდგომარეობა იმას უნდა მოჰკითხოს, ვისაც უჯერებს.

ფიფიას ინტერვიუ, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა "ლელოში", ფიფიას ერთ-ერთი მრჩეველის აზრებს უფრო ჰგავს, ვიდრე თვითონ ფიფიას პოზიციას.

- "ფეხბურთელს მაქინაციებისთვის იჭერ, მერე უშვებ და საკუთარ კლუბში ასაქმებ - ყოველივე ამას განა რაიმე კომენტარი სჭირდება?" - ესეც ფიფიას ამ ინტერვიუდანაა ამოღებული და როგორ ფიქრობთ, ფიფია "დილას" ფეხბურთელ გიგა ბეჭვაიას გულისხმობდა?

- ამნისტირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, კაცს იმის მორალი უნდა ჰქონდეს, ადამიანს რომ აპატიებენ და ნდობას გამოუცხადებენ, მერე მას წარსული აღარ უნდა გაახსენოს.

- როცა კულუარებში "დილას" რეპუტაციაზე საუბრობენ, დასამალი არ უნდა იყოს, რომ მამუკა ჯუღელსაც ახსენებენ - ამაზე რას იტყოდით?

- ჯუღელი "დილას" დირექტორატის წევრი გახლდათ, იანვრიდან კი დატოვა ჩვენი კლუბი და მასთან ახლა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ქართველი ლეგიონერების ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება, მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ჩამოყვანა, ახალგაზრდა ფეხბურთელების - გვალიას, ილურიძის, გორელიშვილის - აღმოჩენა... ამდენად, ვფიქრობ, ჯუღელს ქართული ფეხბურთისთვის იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც მასზე აუგს ამბობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზუგდიდი" რომან ფიფიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გორის "დილა" "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა

versia
ისე, ფიფია თუ ფინეთის ჩემპიონატიდან გამოძევებულ ძმებ ხორგუაშვილებზეც იტყოდა რამეს, რომელიც "დილაში" ახლახანს დაასაქმეს, ალბათ ბატონ ხორგუაშვილს უფრო გულიანი პასუხის გაცემა შეეძლებოდა. ეს ბიჭები ხომ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს იქ და ისე გამოუშვეს. ასე რომ, ფიფიას ბეჭვაიასთან ერთად ხორგუაშვილებიც უნდა ეხსენებინა.
დუდუ
წუმპეა ეს ქართული ფეხბურთი თავიან-ფეხებიანად. დიდი წმენდაა ჩასატარებელი.
adama
ერთი მაკვირვბს მადენი გარეწარი როგორ შეიკრიბა გორში. შარშან ამდენი თამაში ჩააწყვეს, დარეასელია გამოიყვანეს საუკუნის მწვრთნელად. გორის დილას საერთოდ არ უნდა ქონდეს ხმა ამოსაღები, ნადვილად. ფული არ ქონდათ თამაშებს პირველი მაგენი ყიდინენ, ფული გაუჩდათ ყიდულობდნენ. შარშან რომელი თამაში მოიგო პატიოასნად დარასელიას ხემძღვანელობით, ტორპედო და დინამო ვერ გაქაჩა და იქ გამოჩდა რა არის დილა .
daviti
ხორგუაშვილო წაიკითხე ბეჭვაიას ინტერვიუ შეწყალების მერე,კითხვაზე ამდენი თვის უთამაშებელი როგორ ფორმაში ხარო,ფორმაში ვარო,იმედი მქონდა და არ გამიწყვეტია ვარჯიშიო უპასუხა.ვინმეს გჯერათ აქ რომ,ეს ფეხბურთელი ვარჯიშს გააგრძელებდა ისე თუ,პირობა არ ექნებოდა მიცემული შეწყალებაზე?რამოდენიმე წლის წინ ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება რომ,არ მიცეს ქუთაისს და ტორპედო გავარდა უმაღლესი ლიგიდან,ასევე გავარდა სამტრედია და კიდევ ბევრი სხვა კლუბი,იმავე ბიუჯეტიდან ამ დოზით ერთი ქალაქის გუნდის დაფინანსება ნორმალურია?რა,კოკაიას და ფიფიას აჩუქეს ის ქარხნები?დაუშვათ ასე იყო,ფხაკაძეს და ვისოლს რა აჩუქეს?ეს კაცი ტორპედოში საკუთარ ფულს ხარჯავს,გადასახადებს იხდის პატიოსნად და ბიუჯეტში შეტანილი ამ ფულით სახელმწიფო,სერიოზულ კონკურენტ რომ,უფინანსებს სადაური წესია?ვის რა ნამუსით ეკითხება ეს კაცი რომელიმე თამაშის პატიოსნებაზე?ბრმაა და ყრუა რა ხდებოდა გორის თამაშებზე არ იცის და არ უნახავს?
bibo
ვახო მართალია ნუ შეჭამეთ ტვინი თქვენი დინამოთი, თუუუუ ეგ არის თქვენი ქართული ფხბურთი შეეტყობა რას იზავენ ევრო ტურნირზე. დილააა შეეშვით თავის ტავი გასჭირვებია გუნდს სპონსორი არ ყავს.
Ludwig
ჟურნალისტო, რატომ არ კითხე ამ კაცს, ახსოვს თუ არა, როგორ მოიგო დილამ თასი, ან ის რატომ არ კითხე, რომ დილას მონაწილეობით საკმარისზე მეტი თამაში იწვევს ეჭვს და არა ერთი ან ორი, ან რატომ გონია, რომ მაგალითად კახელი გლეხის გადახდილი გადასახადი გორის დილას საზრდოობას უნდა მოხმარდერს და არა მის სოფელში ვთქვათ - გზის გაყვანას.
vaxo
შეაჩერეთ ფიფია და კოკაია, ეგენი ურევენ ქართულ ფეხბურთს, ხორგუაშვილი ყველაფერს მართალს ამბობს, აბა ვნახოთ ზესტაფონი დინამოს ქულებს თუ არ მისცემს.თვითონ არიან ჩამწყობებიც და გადამწყობებიც.
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა