ფრანგული "მასის" ქართველი მწვრთნელი კლუბში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საფრანგეთში ქართველი მორაგბეების მასობრივი მიგრაცია გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო.

საქართველოს უძველესი სარაგბო გუნდის, თბილისის "ყოჩების" აღზრდილი ვიქტორ დიდებულიძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ფრანგულ სარაგბო სივრცეში გზის გაკვალვა სცადა.

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა, რომელმაც თავის კარიერაში მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში გამოსვლა მოასწრო, 1999 წელს მოისხა ლეგიონერის "მანტია".

სამი კლუბის გამოცვლის შემდეგ ვიქტორი პარიზის გარეუბნის გუნდ "მასიში" დამკვიდრდა და იქვე სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი.

საგულისხმოა, რომ სარაგბო კლუბი "მასი" 1971 წელს დაარსდა. ამავე წელს თბილისში ვიქტორ დიდებულიძე დაიბადა.

საფრანგეთში მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა რამდენიმე ქართველმა მორაგბემ მოინდომა, თუმცა მათ შორის ყველაზე წარმატებული ვიქტორ დიდებულიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც "მასიმ" სამწლიანი ეპოპეის შემდეგ, ელიტურ მეორე დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დიდებულიძეს საფრანგეთში დავუკავშირდით და კლუბში მიმდინარე მოვლენებსა

და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

დოსიე

ვიქტორ დიდებულიძე

დაიბადა: 04.11.1971 წელი

კარიერა

თბილისის "ყოჩები"

"ტარბი" - 1999-2000

"ნიმი" - 2001-2002

"კანი" - 2003-2004

"მასი" - 2005-2007

მწვრთნელი: 2008 წლიდან (მასი).

ნაკრებში: 45 კეპი, 4 ლელო (20 ქულა).

2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე

- სამწვრთნელო ასპარეზზე ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. "მასის" 2008 წლიდან ვხელმძღვანელობ.

შარშან, ბევრი ბრძოლისა და მრავალი იმედგაცრუების შემდეგ, მაინც შევძელით ფედერალ 1 დივიზიონიდან ელიტურ მეორე დივიზიონში გადასვლა. ამჟამად, მართალია, ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. დანებებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოვა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბში მუშაობის პარალელურად, სამწვრთნელო კურსებსაც ინტენსიურად გადიოდით. ამჟამად სწავლის რა ეტაპზე ხართ?

- სამწვრთნელო სკოლას ზაფხულში ვამთავრებ. თუ გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ, უმაღლესი ხარისხის დიპლომს მივიღებ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება მექნება, ეროვნული ნაკრებისა და ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდების მთავარი მწვრთნელი გავხდე. აქამდე ყველა საფეხური გავიარე და ვფიქრობ, გამოცდის ჩაბარება არ უნდა გამიჭირდეს.

- "მასიში" მთავარი მწვრთნელი ხართ?

- არა, გუნდს ორნი ვხელმძღვანელობთ, მე და ჟან-ფრედერიკ დუბუა. ის უკანა ხაზის მწვრთნელია, მე შერკინებას ვავარჯიშებ.

ამასთან ერთად, "მასის" სარაგბო სკოლის მწვრთნელებიც ვართ. ჩვენთან მუშაობდა ასევე ოლივიე მანე, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ მან იმედები ვერ გაამართლა და მომავალი წლიდან ორნი დავრჩებით.

- გუნდს საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ მეორე დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას?

- ამისთვის კლუბი მზად არის. თუ ვერ შევძელით მეორე დივიზიონში დარჩენა, ვეცდებით, ძირითადი ბირთვი - 25-30 პროფესიონალი მორაგბე შევინარჩუნოთ და მომავალი სეზონიდან ისევ ელიტაში დაბრუნებისთვის ვიბრძოლოთ.

- შარშან, ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას, საფრანგეთის ნაკრებმა "მასისთან" ერთობლივი წვრთნები გამართა...

- მაშინ ფედერალ 1-ში, ანუ სამოყვარულო დივიზიონში ვიყავით. საფრანგეთის ნაკრებს პროფესიულ გუნდებთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს.

იმ დროს ისე მოხდა, რომ ვლიდერობდით, შერკინება სხვებთან შედარებით უკეთესი გვყავდა; ამას დაუმატეთ ისიც, რომ ნაკრების შერკინების მწვრთნელი იანიკ ბრუ და ჩვენი უკანა ხაზის მწვრთნელი ჟან-ფრედერიკ დუბუა ყოფილი თანაგუნდელები არიან. ერთმანეთს კარგად იცნობენ და ამანაც განაპირობა ის, რომ საფრანგეთის ნაკრები ბაზაზე გვეწვია.

- "მასიში" ქართველი მორაგბეები ყოველთვის მრავლად იყვნენ. ისიც კარგად გვახსოვს, 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისას, ქალაქ ლანსში ნამიბიის ნაკრებთან მატჩის დროს "მასის" გულშემატკივრები რა გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამჟამად გუნდში რამდენი ქართველი მორაგბეა?

- დღეს "მასის" ღირსებას სამი ქართველი იცავს: პირველხაზელი დავით აშვეთია და მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი ძირითადი გუნდის მოთამაშეები არიან. კიდევ ერთი პირველხაზელი, შერკინების კვაჭი არჩილ კობაური სათადარიგო გუნდში ასპარეზობს.

მეორე დივიზიონში თუ დავრჩით, გვინდა ორი ან სამი ახალგაზრდა ქართველი მორაგბის დამატება - ისეთების, მომავალში რომ გამოგვადგებიან.

- თუ მეორე დივიზიონში ვერ დარჩით, ქართველ მორაგბეებს გუნდის დატოვება მოუწევთ?

- არა, რატომ? ჩვენ გვინდა, რომ ისინი გუნდში დარჩნენ. აშვეთია ასაკით ოდნავ დიდია და, ალბათ, "მასიში" დარჩება.

სუთიაშვილი შედარებით ახალგაზრდაა და უკეთესი გუნდის პოვნის მეტი შანსი აქვს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესამე ხაზში საფრანგეთში დიდი კონკურენციაა. მოკლედ, მისი გადასაწყვეტი იქნება - დარჩება თუ არა.

ჩვენ მომავლის გუნდი გვინდა ავაშენოთ და მასში შალვასაც მოვიაზრებთ.

- სხვა კლუბებიდან არ გქონიათ შემოთავაზება? თუ "მასის" ერთგულებას აპირებთ?

- შემოთავაზება მქონდა, მაგრამ აქ სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე დარჩენა გადავწყვიტე. ვნახოთ, ჯერ დიპლომი ავიღო, მერე უკვე სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდებზეც შესაძლებელი იქნება ფიქრი.

- მცირე ხნით თქვენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ტიმ ლეინის ასისტენტიც იყავით...

- ნაკრების წარმატებებს შორიდან ვადევნებ თვალს. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ნაკრების ამჟამინდელი თავკაციც თავისებურად ამზადებს გუნდს.

რაიმე კრიტიკული რომ თქვა, შიგნით მიმდინარე მოვლენებს უნდა იცნობდე, ამიტომ არაფერს ვიტყვი. ერთი სიტყვით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

ფოტოზე: ვიქტორ დიდებულიძე მარჯვნივ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
იცი რა მაინტერესებს იმ ჯურლასიტს ვეკიტხები ვინც ეს სტატია დაწერა,ესეტ ინტრიგულ სატაურს რატო ადებს სჰე გახარებულო კაცმა ტქვა,ნაკრებჰსი არ ვიცი რა მდგიმარეობაა და ნაკრების წარმატებას სჰოროდან ვადევნებ ტვალსო..შენ რა დაწერე ნაკრებში ყველამ ტავის საქმეს უნდა მიხედოსო ესე როგოე სჰეიზლება რა ინტროგობაა
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე