საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთიანი ჩემპიონატის შექმნის იდეას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთიანი ჩემპიონატის შექმნის იდეას გამოეხმაურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე თათბირობს, რის შესახებაც სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს.

"ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ეს უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას, იქნება ეს ფინანსების კუთხით და სამომავლოდ ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, თუ იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ქვეყანაში დარჩნენ და იმის გამო არ უნდა დატოვონ ქვეყანა, რომ საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სტადიონები და ხალხს შიდა ჩემპიონატის მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს.

"ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაინც დარჩნენ საქართველოში. ეს მოახდენს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე აიწევა და საინტერესო გახდება ყველასთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

პაატა
კახა მართალია, ჩვენს ჩემპიონატს უნდა მივხედოთ, რაც შეეხება დომენტის, ყაზახეთში მრჩევლად გავუშვათ ფეხბურთის.
messi10
კახა ეგ შენი საქმე არ არის. მაშინ ჩადეთ დიდი ფული ქართულ ფეხბურთში. ხომ ხედავთ ხალხი საერთოდ არ დადის და უკან-უკან მივდივართ
დუდუ
იმის მაგივრად, რო საქმე აკეთონ, ღობე-ყორეს ედებიან. შემოაგდებენ რამე ეგეთ თემას, აყვება ხალხი, არჩევს მერე ყველა ათას სისულელეს. არადა, რეალური მძიმე პრობლემები გვაქვს უამრავი. დასცინიან ხალხს.
Saba
მე ვეთანხმები კაცო, ბევრად საინტერესო სანახავი იქნება, ხალხიც მეტად ივლის სტადიონზე და მოტივაციაც მეტი იქნება ...
besarioni
ისეტი სისულელე რაც იმედის დიკტორმა ტკვა არ მომისმენია,ტურმე ჩემპიონტა ლიგაში იტამაშებს ის ვინც ქარტულ გუნდებში საუკეთესო ადგილს დაიკავებს.ვის აბოლებენ ,ნაშინ რა აზრი აკ ამ ჩემპიონატს.მაშინ ნახავტ ჩაცკობებს ტუ ნახავტ.ვაი ამატ ატრონს ფუ ტკვენი.....
irakli
სიჭინავას რო დაერიეთ.... ყიფიანმაც ისაუბრა ამ საკითხზე სპორტის მინისტრმა და თქვა რომ თვითონ მუშაობდა მაგ საკითხზე და მომხრეაა...... ეხლა რას იტყვით ერთი მაინტერესებს??:))) ყიფიანმაც თავი მიარტყა???? რამეს....
1223
სწორია კახა. დომენტა მთლად არაადეკვატური გახდა.
giorgi
მერე მიხედოს კალაძემ,გადადგეს ენერგეტიკიდან(შუქი მაინც აღარა გვაქვს რაც ეგ მოვიდა)გახდეს სპორტის მინისტრი,ხო იძახდა რა უნდა სპორტის მინისტრად სტაიანჩიკსო,თვითონ ხო ესმის ენერგეტიკა ეხლა.
besarioni
ტუ ფედერაციის მოვლის თავი არა გაკ თვითონ მოუსვი ყაზახეტსჰი ბატონო დომენტი.
bessala
სიჩინავა ვერ ხარ მტლად კარგად.რას დაარკმევტ მაგ ჩემპიონატს საინტერესოა.
besarioni
სიჩინავას ტავი ხო არ მიურტყია რამეზე. რა კაზახეტი რი კაზახეტი ავად არი ეგ დაუნი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა