12 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალების წილისყრა გაიმართა
12 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალების წილისყრა გაიმართა.

წილისყრას ნახევარფინალში გასული ოთხივე კლუბის - თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გუნდები წილისყრაზე გამოვიდნენ ამ დროისათვის ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით.

საბოლოოდ, საქართველოს თასის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

მეტალურგი-დინამო თბილისი

ჩიხურა-სიონი

პირველი მატჩები გაიმართება 23 აპრილს, განმეორებითი კი - 8 მაისს. მატჩების დასაწყისი - 16:00 საათზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული თასის ნახევარფინალების წილისყრაზე გადაწყდა, რომ მაისში, თასის ფინალური მატჩის თარიღი შეიცვლება.

ცვლილება განაპირობა უეფას კონგრესმა, რომელიც 23-25 მაისს ლონდონში უნდა გაიმართოს და მას აუცილებლად უნდა დაესწრონ სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

ამის გამო, ზვიად სიჭინავამ თხოვნით მიმართა ოთხივე კლუბის ხელმძღვანელს, გაეთვალისწინებინათ ეს შემთხვევა და ვინაიდან, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი 23 მაისს უნდა გაემგზავრონ, საქართველოს თასის ფინალი გაიმართოს 22 მაისს.

კლუბების ხელმძღვანელები შემოთავაზებულ წინადადებას დაეთანხმნენ. ამრიგად, 8 მაისს, ნახევარფინალების განმეორებითი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუ რომელი ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს ფინალში - 22 მაისს.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე