ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცრუისა

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცრუისა

პაულა, რუნი, მედვედევი და შესანიშნავი ქართველი ბიჭები
საბუკმეკერო კანტორები "უილიამ ჰილი", "ევრობეთი" და "ბეთენდვინი", ვაჟაზე რომ რაღაც პატარა ტოტალიზატორია ის, ხელზე მოთამაშეები - თენგო და "იქსდვა" უდიდესი სიხარულით იუწყებიან, რომ გერმანიაში გარდაიცვალა რვაფეხა პაულა და სამძიმარს უცხადებენ ცხოველთა დაცვის საზოგადოებასა და ცრუმორწმუნე მაზავიკებს.

ვერ დაგვემართა კაი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენს ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს მივხედოთ, სანამ ცოცხალია. წინა სვეტში ვწერდი, ევროპას ვუახლოვდებით - მეთქი და აგერ, კიდევ ერთი საბუთი მაქვს სამაგისო. წლეულს საკმაოდ დაბალანსებული პირველობა გვაქვს ფეხბურთში. შუა კვირაში გამართულ ხუთ შეხვედრაში თუ 15 გოლი გავიდა, გასულ შაბათ-კვირას სულ სამი გოლის გატანა მოახერხა ათმა გუნდმა, მაგრამ სანახაობრივი არ იყოო, ვერავინ იტყვის. მეტიც, გოლები ვის რაში სჭირდებოდა, ისეთი სანახაობა გაიმართა ფოთში. თუმცა, ვეჭვობ, იმ შეხვედრის არბიტრებს ის დღე დადებითი ემოციებით დაამახსოვრდეთ. ისე რომ, ვატყობ, დაძაბული ჩემპიონატი სულ სხვანაირად ესმით ჩვენს ქვეყანაში.

ასევე წინა შაბათს იყო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შესანიშნავი შედეგით რომ დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ძალიან სასიამოვნო იყო ძლიერი ქართული გუნდის ყურება. აბა, რამდენმა ადამიანმა თქვა და როგორღა გავიმეორო, რომ ახლაა მთავარი ამ ბავშვების მიხედვა და ასე შემდეგ... თორემ, შვედების მწვრთნელის ნაწინასწარმეტყველები, რომ ჩვენი ბიჭებიც მალე უმაღლეს დონეზე ითამაშებენ, ქართულ საფეხბურთო მეურნეობაში ჩაუხედავი კაცის აზრად დარჩება. არადა, მართლა სასიხარულოა, რომ იზრდებიან შესანიშნავი ბიჭები - თებიძე, სანდოხაძე, ჰუფნაგელი, არაბული, სამუშია... სტერლინგი... ა, თუ თქვენ "ლივერპულს" არ ქომაგობთ?

ამასობაში სულ უფრო მძაფრდება ბრძოლა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის. ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, ინგლისია და ამაზე ისე გამწარებულ-გაშმაგებულ-გაგიჟებულები არიან რუსები, რომ რას ლაპარაკობენ, თვითონაც აღარ იციან. მათმა ერთ-ერთმა ჩინოსანმა ამას წინათ განაცხადა, ლონდონი ყველაზე კრიმინალური ქალაქია მსოფლიოში და საერთოდაც, ინგლისელებს ალკოჰოლიზმთან პრობლემები აქვთო. დააკვირდით, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს ამას - რომლის ყოფილი პრეზიდენტიც დღედაღამ გალეშილი დადიოდა და კონცერტებს აწყობდა აეროპორტებსა თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, რომლის ახლანდელი პრეზიდენტიც (ნუ, ასე ჰქვია ოფიციალურად მედვედევს) გასულ წელს ნიკოლა სარკოზის იღლიაში ამოდებული დაჰყავდა აქეთ-იქით, თავისით რომ ვეღარ აგნებდა გზას და რომლის მოსახლეობის ძლიერი სქესი ორიოდ ჭიქის დალევის შემდეგ ეგრევე ხდება ამავე ქვეყნის მოსახლეობის სუსტი სქესი.

ინგლისში კი, რაც სეზონი დაიწყო, მგონი, ყველა ლიგის ფეხბურთელი იმდენჯერ არ შეხებია ფეხით ბურთს, რამდენი სტატიაც უეინ რუნიზე დაიწერა. ბოლო ამბები ის არის, რომ მისმა შანტაჟმა, მანიუდან წასვლა მინდაო, შედეგი გამოიღო და ხელფასი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაეზარდა. რუნის ჭირვეულობამ ძალიან გააბრაზა სერ ალექს ფერგიუსონი და დაუფარავად განაცხადა, უეინმა ძალიან მაწყენინაო. ბევრ ვარსკვლავს უწყენინებია სერ ალექსისთვის და კარგ დღეში არ ჩავარდნილან. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ფერგიუსონს არ ეთმობა რუნი და დათმობაზე თვითონ წავიდა. ამის სანაცვლოდ რა ელის ფეხბურთელს, ჯერ არავინ იცის. მაგრამ, ათმაგად რომ ამოადენს ამ კაპრიზებს სერ ალექსი, აშკარაა, რადგან ის მანჩესტერულ კლუბში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. როგორც ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ინგლისური ანეკდოტი ღაღადებს, სერ ალექსსა და ღმერთს შორის ის განსხვავებაა, რომ ღმერთი სულაც არ ფიქრობს, რომ ის ალექს ფერგიუსონია.

რუნის პრობლემები კი ცოლთან სკანდალით დაიწყო და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. იქნებ ამიტომაცაა, რომ ღრმად პატივცემული და ერთობ სოლიდური მწვრთნელი ჟერარ ულიე ფეხბურთელებს ურჩევს, ცოლების მოყვანისგან თავი შეიკავონ. თქვენო, ბიძიკოებო, პატარები ხართო, ამ ბურთის გორებით ჭამთ პურსო, ცოლები რომ მოიყვანოთ, ისინი გეტყვიან, რესტორანში წავიდეთო, თქვენ კიდევ ამ დროს ფეხები მაღალზე უნდა გქონდეთ შემოწყობილი და ტელევიზორს უყურებდეთო, თორემ მერე ვეღარ ითამაშებთო და ის ცოლებიც შეიძლება გაგიფრინდნენო. მართალია ეს კაცი. მაგრამ გამოსავალიც არსებობს. ამხელა ინგლისში ერთი რესტორანი როგორ ვერ გააკეთეს, რომ ფეხების მაღალზე შემოსაწყობი ჰქონდეს? აბა, მთლად ისეც არ შეიძლება, რომ ფეხბურთელებმა ცოლები ვერ მოიყვანონ, თორემ, აგერ, ~ბოლტონის" ფეხბურთელი კლასნიჩი, ეტყობა, ისე გაბეზრდა ფეხების შემოწყობით, სულ გადარეულა და 17 წლის გოგოს გაუპატიურებას აბრალებენ.

ფეხბურთელებსა და ცოლებზე სადაც სიტყვა ჩამოვარდება, იქ დევიდ ბექჰემი რომ არ ახსენო, კლავიატურა უნდა დაგემტვრეს კაცს. ჰოდა, ამ პოპწყვილის პირველმა ნაშიერმა უკვე მიბაძა მამიკოს და მარჯვენა ხელზე ტატუ გაიკეთა ჩინური იეროგლიფით- "ველური". ეს ტატუ ხალხმა პირველად "ლოს ანჯელეს გალაქსისა" და "დალასის" თამაშისას იხილა. მაგრამ ეგ ისეთი არაფერი, რაც მანამდე მოხდა. ბექზმა იქვე მინდორზე სტრიპტიზი მოაწყო და დასვრილი ტრუს-მაისური სუფთათი შეცვალა. ქალები თურმე სურათებს უღებდნენ და ისიც შეამჩნიეს, რომ არმანის საცვალი ეცვაო. ბექჰემისგან კი არ ველოდი ამას. მაგის გამო იხდიდა? მაშინვე ის გამახსენდა, ერთხელაც ერთმა ჩემმა კლასელმა ახალი ფეხსაცმელები რომ იყიდა და კლასში დილით ყველაზე ადრე მოვიდა და მაგიდაზე შემოაწყო ფეხები. ჰო, ისე, იმასაც იუწყებიან გაკვრით, რომ ბექჰემმა იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და თავის გუნდს მოაგებიანო.

ბოლოსკენ კი ფორმულა 1-ს მინდა შევეხო. შოტლანდიელი ქალი სიუზი სტოდარტი სამეფო რბოლებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ უნდა დართონ ნება და ეს სხვა პილოტებისთვის საშიში არანაირად იქნება. "ზადნით" სიარული იმას არ მოუწევს, ციმციმა მაგას არ ექნება ჩასართველი, ბოლიდებს სარკეები არა აქვს, რომ ქალმა მუდმივად მასში იყუროს, პარკინგი მაგას არ სჭირდება და ერთადერთი პრობლემა ისღა რჩება, ვინმეს თუ დაეჯახა, გადმოხტა მანქანიდან და ქმართან დაიწყო რეკვა, მოდი დაუნგრიე თავ-პირი ამას, ვიღაცამ დამარტყაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...

პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება