ბაზაძისა და რუს კამილ იბრაგიმოვს დაპირისპირება ევროპის პირველობის ფინალში ქართველის გამარჯვებით დასრულდა
წლეულს ახალგაზრდა მოხმალავეთა მსოფლიოს თასზე რვა ეტაპი გაიმართა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპისა და მსოფლიოს პირველობები იყო.

სწორედ ამ ორ შეჯიბრებას უნდა გამოევლინა ქართველ სანდრო ბაზაძესა და რუს კამილ იბრაგიმოვს შორის უძლიერესი.

ევროპის პირველობის ფინალში მათი დაპირისპირება ბაზაძის გამარჯვებით დამთავრდა. ამჟამად ხორვატიულ პორეცში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბაზაძე მეოთხედფინალში უნგრელ ანდრაშ სზატმართან დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა, იბრაგიმოვმა კი გადამწყვეტ პაექრობაში სწორედ ამ უნგრელს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა, მსოფლიოს თასზე 157 ქულა დააგროვა და მთავარი პრიზი დაისაკუთრა, ბაზაძე რუსეთელს 10 ქულით ჩამორჩა და მეორეზე გავიდა...

12 აპრილს პორეცში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე გუნდური შეჯიბრებებიც დაიწყო.

სანდრომ და მისმა თანაგუნდელებმა ხმალში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაჯაბნეს 45:14 და დღეს დიდი ბრიტანელების მძლეველ (45:36) უკრაინელებს დაუპირისპირდებიან.

- ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ სამხრეთაფრიკელებს იოლად მოვუგეთ, - გვითხრა საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ, რომელსაც ხორვატიაში შევეხმიანეთ. - დღეს უკრაინელებს შევხვდებით.

ეს გუნდი არაერთხელ დაგვიმარცხებია, მათ შორის შარშან თბილისში ევროპის თასის ეტაპზე. თუმცა უწინდელი დადებითი ბალანსი უნდა დავივიწყოთ. ეს მსოფლიოს პირველობაა და ფსიქოლოგიური წნეხი ორმაგადაა გაზრდილი. ბიჭები იმედიანად არიან, განწყობა კარგია, დანარჩენს პაექრობა გვიჩვენებს.

- მსოფლიოს თასზე სანდროს მეორე ადგილს გილოცავთ...

- გმადლობთ.

- გვითხარით, პირად პირველობაში უნგრელთან შეხვედრისას რა მოხდა?

- ალბათ, ნახეთ, რომ არბიტრებმა სანდროს უსამართლოდ ქულა წაართვეს და მეტოქეს მისცეს, რასაც სპორტსმენის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მსაჯებმაც არ დააყოვნეს - ორჯერ წითელი ბარათი უჩვენეს, რამაც მუქთად უნგრელის მარაგის ორი ქულით გაამდიდრა.

მართალია, სანდროს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ზომიერების გრძნობა არბიტრებსაც მოეთხოვებათ, მით უმეტეს - მსოფლიოს ჩემპიონატზე...

აქვე გაცნობებთ, რომ გუშინ პაექრობები დაასრულეს რაპირით მოფარიკავეებმა. წინა დღით, როგორც გაუწყეთ, ლუკა ღაღანიძემ ჯგუფში ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, მერე პლეი ოფის პირველ შეხვედრაში უკრაინელ ანდრეი პოდშივალოვს (15:10) აჯობა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ტეფიკ ბურაკ ბაბაოღლუს დანებდა 11:15 და 25-ე ადგილს დასჯერდა. არჩილ უგულავა 79-ე იყო.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. ალექსანდრ მასიალასი (აშშ), 2. ლორენცო ნისტა (იტალია), 3. ალექსანდრ ჩოუპენიტჩი (ჩეხეთი), კირილ ლიჩაგინი (რუსეთი).

ხმალში ცდიდა ძალებს ქრისტინე ნოზაძე. მან ჯგუფში მხოლოდ ერთადერთ გამარჯვებას მიაღწია ბრაზილიელ გაბრიელა ალგაზართან (5:3), მაგრამ პლეი ოფში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა