"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ "ქალაქელთა" ლიდერი ინგლისის თასის ნახევარფინალისთვის ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ "ქალაქელთა" ლიდერი დავიდ სილვა, ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის თასის ნახევარფინალისთვის ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს.

"ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის" შეხვედრა "უემბლიზე" 14 აპრილს გაიმართება. თუკი ლონდონელები ევროპალიგაზე ასპარეზობას აგრძელებენ, წელს "სიტისთვის" ასოციაციის თასი ტიტულის მოპოვების ბოლო შანსია.

კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ შეხვედრაში დავიდ სილვას მონაწილეობა, რომელმაც დაზიანება "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშში მიიღო.

"ამ თამაშში სილვას მონაწილეობის საკითხს კვირას დილით გადავწყვეტთ. ჯერჯერობით კი არ ვიცით, მისი ჯანმრთელობისთვის სარისკოა თუ არა თამაში.

მას აქვს შანსი "უემბლიზე" გამოვიდეს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის სრულებით გამოჯანმრთელებას მოასწრებს", - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს "სიტის" ოფიციალური გვერდი.

"ჩელსის" ევროპალიგის ბოლო მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა ეყოლება. შესაძლოა გუნდში სამი-ოთხი ფეხბურთელი იყოს იმათგან, ვინც "რუბინთან" ითამაშა, სხვებს კი დასვენების საშუალება ექნებათ. ასე რომ, დაღლილობაზე საუბარი არ იქნება.

დღეს "ჩელსი" ძალიან კარგად თამაშობს. მოუთმენლად ველით მომავალ მატჩს. ინგლისის თასი - ჩვენი მთავარი მიზანია სეზონის დარჩენილ ნაწილში", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

ინგლისის თასის ფინალის მეორე საგზურისთვის ერთმანეთს "უიგანი" და "მილუოლი" შეეცილებიან.

ასევე იხილეთ:

ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასიდან გააგდო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა