ხურციძემ მეტოქეს სისხლი კი ადინა, მაგრამ ქულებით წაგება ჩაუთვალეს
შაბათს, პარიზის სპორტის სასახლეში, რომელიც ვერსალში მდებარეობს, ქართველი მოკრივე პირველად იბრძოდა WBA-ს (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის) მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის - 31 წლის ავთანდილ ხურციძე საშუალედო მსოფლიოს ჩემპიონის სარტყლისთვის კამერუნელ ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამს ხვდებოდა. მატჩის ფავორიტი აფრიკელი სპორტსმენი იყო, რომელიც საფრანგეთში ვარჯიშობს და ცხოვრობს, ის მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა და აქამდე 24-ვე ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული. ხურციძის ანგარიშზე კი 25-დან 22 მოგება (2 ფრე, 1 წაგება) იყო. შეხვედრას 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჰასან ნ'დამი ქართველს ურჩევდა, რომ ბრძოლის წინ სარკეში საკუთარ სახეს გამომშვიდობებოდა. პირიქით კი მოხდა, ქართველმა ორჯერ გაუხეთქა წარბი მეტოქეს, რომელსაც 12 რაუნდის განმავლობაში ვერ უჩერებდნენ სისხლდენას. "ცემით" კი სცემა ხურციძემ მეტოქეს, მაგრამ ქულები მხოლოდ "სუფთა" დარტყმებისთვის იწერება, ამ მხრივ კი, თითქოს, ძალთა თანაფარდობა იყო - "ჩაქუჩა" მუდამ ჯიქურ მიდიოდა წინ, მეტოქე კი შორი დისტანციიდან ცდილობდა მორტყმას. აფრიკელი უფრო უკეთ გადაადგილდებოდა რინგზე, მის არსენალში მეტი ტექნიკური ელემენტი იყო, თუმცა ინიციატივას მუდამ ქართველი ფლობდა.

მორჩა 12 რაუნდი და სამმა რეფერიმ მაყურებელი გააოცა - სამივემ ქულებით გამარჯვება ხურციძის მოწინააღმდეგეს მიანიჭა: 111:117 (მსაჯი მიკაელ ჰუკი), 114:115 (პიერლუიჯი პოპი), 114:115 (ერკი მერონენი).

"ბრძოლა ავთანდილის აგრესიული კრივის გამო ფანებისთვის კარგი საყურებელი გამოდგა. ის უტევდა, ურტყამდა და სჯობდა ნ'დამს, მაგრამ ნოკაუტამდე საქმე ვერ მიიყვანა. ჰასანის საუკეთესო რაუნდები ბოლოსკენ იყო, თუმცა მისთვის შინაურ ქალაქშიც კი უსტვინეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა", - წერს "ფაითნიუსი", რომელთაც დამოუკიდებლად დაითვალეს ქულები და, აღმოჩნდა, ხურციძეს 116-112 მოუგია.

"ის ძალიან კარგი ოპონენტია, აქ მოსაგებად ჩამოვიდა. ხურციძე ტანით პატარაა, ამიტომ თავით რამდენიმე დარტყმა მომაყენა, მაგრამ მე ჩემი საქმე შევასრულე, ეს იყო ბრძოლა ხარსა და მატადორს შორის", - განაცხადა "გამარჯვებულმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tbiliseli
წააგებინეს აბა რა ქნეს,შეგეხედათ ბრძოლის მერე ვინ გავდა ნაცემს,ვის სდიოდა სისხლი,ორივე თვალიდან.
Paata
ავთო კაცურად იბრძოდა და ჩვენთვის მაინც ავთოა გამარჯვებულია. ყველამ ნახა რაც უქნა იმ მაიმუნს, მაგრად დაჩაგრეს მსაჯებმა.
anna
ამ სტატიის ვერა გავიგე, ტან წერეთ აღმოჩნდა რომაო ხურციძეს 116-112 მოუგია ო, და თუ მოუგია ქულებით მაშ როგორღა წაუგია?
karatekid
ავთანდილი უპირატესობით სარგებლობდა, დარბაზში ვიყავი და ფრანგებმავე გააპროტესტეს რომ ჰასანმა მოიგო, უსინდისოდ მიითვისა ჩემპიონის ტიტული, შედეგის გამოცხადების შემდეგ მაყურებელმა დაუსტვინა და უკმაყოფილება ოვაციური შეძახილებით გამოხატა:"არ იმსახურებს ეს დებილი ,ქალაჩუნასავით იბრძოდა, ავთანდილია გამარჟვებულიო" ბრძოლა გაყიდული იყო, დამპალი არბიტრები უსამართლოები იყვნენ.კიდევ ვაზუსტებ ავთანდილი გაცილებით უკეთესად იბრძოდა და ყველა მისი სახელის გამოცხადებას ელოდებოდა, ფრანგები ძალიან მალე ავთანდილს ბალეშჩიკობდნენ და ფრანგმა Kომენტატორებმა ავთანდილი ასე შეაფასეს:"გასაოცარი ქართველი ბოქსიორი, რომლიც უმაღლესი რანგის ბრძოლას აჩვენებდა და რომელიც ათი თავით მაღლა იდგა ჰასანზე."ფრანგებმა ასევე ხაზი გაუსვეს კავკასიურ ცხელ სისხლს და ბრძოლის გასაოცარ ტაქტიკას ეს კი ფრანგებისთვის: Hassan n'est qu'un connard, il n'a pas mérité la victoire!!!!
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის