ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

როგორც ამბობენ, აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" თავკაცები მზად არიან, გათამაშების საპრიზო ფონდისა და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად 50 მილიონი დოლარი გამოჰყონ
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტზე დაეკითხნენ, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩაატარონ.

"ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ასეც უნდა გაგრძელდეს. პირიქით, შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას ფინანსურადაც და ინფრასტრუქტურის მხრივაც ხელი უნდა შევუწყოთ. სამომავლოდ ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ნიჭიერი ფეხბურთელები ქვეყანაში დარჩნენ და იმის გამო არ დატოვონ ქვეყანა, რომ საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სტადიონები და ხალხს შიდა ჩემპიონატის მიმართ ინტერესი დაკარგული რომ აქვს.

მათ ხელი უნდა შევუწყოთ, საქართველოში მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაინც რომ დარჩნენ. ეს ჩვენი ჩემპიონატის დონეს გაზრდის და ყველასთვის საინტერესო გახდება", - განაცხადა კალაძემ.

"ლელოს" ინფორმაციით, ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას საქართველო და აზერბაიჯანი აპირებენ, ყაზახეთზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა.

როგორც გვითხრეს, გადაწყვეტილია, რომ ტურნირი უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, 2014 წლიდანაც დაიწყოს და მასში ორივე ქვეყნის 8-8 გუნდმა მიიღოს მონაწილეობა. ასევე დადგენილია, თუ როგორ განაწილდება ევროთასების კვოტები. თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებული დეტალები ჩვენთვის უცნობია.

ამავე დროს, გვაცნობეს, რომ პროექტის სპონსორი აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" იქნება. მისი თავკაცები მზად არიან, გათამაშების საპრიზო ფონდისა და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად 50 მილიონი დოლარი გამოჰყონ - ამაზე ინფორმაცია კლუბების მიერ დაფუძნებულ "12-თა საბჭოს" საკოორდინაციო სხდომაზე გაჟღერდა.

იდეა უდავოდ საყურადღებოა. ცხადია, ერთობლივი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო, დაძაბული და მაყურებლისთვის მიმზიდველი გახდება, გამოცოცხლდება მედია, ფეხბურთით ბიზნესი და ტელევიზიები უფრო დაინტერესდებიან, კლუბებიც მეტად იხეირებენ და ა.შ. მაგრამ რატომ არ სურთ ამ მნიშვნელოვანი არჩევანის ავკარგიანობაზე საჯარო მსჯელობა?

უცნობია, რა ბედი ელის საქართველოს ჩემპიონატს და ეროვნული თასის გათამაშებას, კონკრეტულად როდის დაიწყება (თუ დაიწყო) ტურნირი, მას ვინ უხელმძღვანელებს და თანახმა არის თუ არა უეფა?

ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბალკანური ლიგის იდეა პოლიტიკური მოსაზრების გამო მოიწონა.

სხვათა შორის, 2011 წელს კვიპროსში უეფას წევრი ქვეყნების ასოციაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების შეხვედრიდან დაბრუნებულმა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომ პლატინი რეგიონული საკლუბო ლიგების ჩამოყალიბების იდეას სერიოზულად განიხილავს - ამას მეტი შემოსავლის მიღებისა და მაყურებელთა სტადიონზე მიზიდვის საუკეთესო საშუალებად თვლისო.

მაგალითად, ლაპარაკი ყოფილა კავკასიის ქვეყნების: საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი ლიგის დაარსებაზე და ყველაზე მთავარი: ამ საკითხებზე სამუშაოდ უეფაში სპეციალური ჯგუფი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია. თუმცა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო ამ იდეის განხორციელება გამორიცხული გვეგონა.

ახლა გაჟღერებული პროექტის მინუსებზე ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი (რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა) "ლელოს" ელაპარაკა:

"რეგიონული ტურნირი ძალიან კარგია, მაგრამ ხომ არ განმეორდება საბჭოთა კავშირის II ლიგის ამბები?

მაშინ I ლიგაში გადასვლისთვის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კლუბები ერთდროულად თუ იბრძოდნენ, მონაწილეები ნაციონალური პრინციპით თამაშებს თავისიანებს უთმობდნენ და სპორტული პრინციპი დაიკარგა.

ამან მოსპო და შეჭამა საბჭოთა ფეხბურთი და იმავე გზის გავლა საქართველოს რას არგებს?"

"ლელო" ამ თემას აუცილებლად გააშუქებს. შევეცდებით, შემოგთავაზოთ სპეციალისტების, ფეხბურთელების, გულშემატკივრების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებები, რათა ერთობლივი ჩემპიონატის პლუს-მინუსები საზოგადოებამ შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ 2001 წელს კავკასიის ერთიანი ლიგის პროექტი ცნობილმა ქართველმა ტელეკომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა წამოაყენა. 2007 წელს ათენში შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფლიგების ხელმძღვანელთა შეკრებაზე ლიგების ასოციაცია ჩამოაყალიბეს, რომლის გენერალურ მდივნად ქართული პროფლიგის მაშინდელი თავკაცი დიმიტრი რამიშვილი აირჩიეს. სურდათ შავი ზღვის ქვეყნების ერთიანი ლიგის ჩამოყალიბება (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საბერძნეთი; აგრეთვე, აზერბაიჯანი, სომხეთი), მაგრამ ეს შესანიშნავი იდეაც ისტორიის საკუთრება გახდა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივ ლიგაზე კი პირველად 2009 წელს ლევან ყიფიანმა ილაპარაკა. იდეა აზიელებმა და აზერბაიჯანელებმა აიტაცეს, მაგრამ ესეც განუხორციელებელი დარჩა.

უეფას ინიციატივა დროს არ გვიტოვებს. ევროპის გაერთიანების პარალელურად, ინტეგრაცია სხვა სფეროებშიც შეუქცევად სახეს იღებს, მაგრამ რომელი პროცესის მონაწილე გახდება საქართველო?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi 75

ჩემი აზრით უფრო საინტერესო იქნება. როგორც გავიგე რუსული და უკრაინული კლუბებიც აპირებენ მსგავსი ჩემპიონატების შედგენას. მთავარია ფინანსურად სწორად წარიმართოს ყველაფერი.

• deli

როგორ იფრენს , მაგალითად ჭიათურის მაღაროელი ან ბოლნისის სიონი 5000 კილომეტრს წინ და უკან ასტანაში ან ალმა ათაში , ჰააააა?

• zid-ანი

სისულელეა დიდი. თუ რამეში ფულის ჩადება უნდათ ჩადონ ჩვენი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და ტვინი გაანძრიონ ცოტა. სიჭინავას ახლა სკამის შესანარჩუნებლად რამდენია ხალი იდეა მოუვა, ყვლას განხორციელება ხომ რ შეიძლება? ეროვნული ჩემპონატი მინდა მე. ვერაფერი ხარისხი ვერ ამაღლდება მაგ სისულელით. პირიქით, ბევრ გუნდს დავკარგავთ.

• aleqsi

ასეთი დიდი სისულელე ჯერ არ მომისმენია...ეგ გამორიცხულია,ამ იდეის ავტორი მაინტერესებს.

• damangreveli

ვერ გავიგე, რა აზრი ექნება ამ ჩემპიონატს? კლასი უნდა ავიმაღლოთ?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა