ქართველ სამბისტთა ასაკობრივმა გუნდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს კვიპროსში, ლიმასოლში ჩატარებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე
ქართველ სამბისტთა ასაკობრივმა გუნდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს კვიპროსში, ლიმასოლში ჩატარებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე.

განსაკუთრებით კარგად ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომლებმაც ათივე წონაში მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 4-4 ოქრო-ბრინჯაო და 2 ვერცხლი, რითაც გუნდური პირველობაც მოიგეს.

1995-96 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მონაგარი 2 ოქრო, 6 ბრინჯაო და გუნდური ვერცხლია.

აღსანიშნავია, რომ შარშან გუნდური პირველობა ჭაბუკებმა მოიგეს, ახალგაზრდები კი მეორეზე გავიდნენ, ანუ წლევანდელის საპირისპირო შედეგი ჰქონდათ.

ამჯერად ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (62), ბექა ტუღუში (68), მიხეილ მეზურნიშვილი (74) და უშანგი მარგიანი (82) გახდნენ, გიორგი მელქუაშვილმა (48) და გუგა კიბორძალიძემ (+100) მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმეს, მესამე საპრიზო ადგილზე კი ლერი ბედინაძე (52), თორნიკე მეზურნიშვილი (57), ილია მალვენიშვილი (90) და თორნიკე ოთინაშვილი (100) გავიდნენ.

ჭაბუკებში ოქროს მედლები თორნიკე ნაგლიაშვილმა (48) და თორნიკე ჭოველიძემ (60) მოიპოვეს, ბრინჯაოსი - სოლომონ თედიაშვილმა (56), გიგა ნოზაძემ (70), აპოლონ ზურაბიანმა (76), ირაკლი გოგიამ (81), ჯონი ჭითანავამ (87) და ჯემალ დაბრუნდაშვილმა (+87).

აღსანიშნავია, რომ ნაგლიაშვილი შარშან ჭაბუკთა უმცროს ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ახალგაზრდებში მარგიანია ერთადერთი შარშანდელიდან შემორჩენილი გამარჯვებული, სხვები კი წლეულს გადმოვიდნენ ჭაბუკებიდან.

ასევე, შევნიშნავთ იმასაც, რომ მელქუაშვილი მწვრთნელებმა საქართველოს პირველობის მედალოსნებს არჩიეს და კვიპროსში პირადი პასუხისმგებლობით წაიყვანეს.

დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ ეს ტურნირი სადებიუტო შეჯიბრება იყო როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელი ავთანდილ ცინცაძის, ასევე ჭაბუკთა დამრიგებელი მირიან პავლიაშვილისთვის.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე