ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა
გასულ კვირას მამაკაცთა და ქალთა პროფესიულ ტურში სამი ტურნირი გაიმართა. ისტორიაში პირველად ჩატარდა ქალთა შეჯიბრი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში. აქ განთესვის უმაღლესი ნომრები ჰქონდათ პეტრა კვიტოვასა და რობერტა ვინჩის. საბოლოოდ სწორედ პირველმა და მეორე ნომრებმა მიაღწიეს ფინალურ მატჩამდე. გადამწყვეტ შეხვედრაში რობერტამ მოიგო ურთულესი პირველი სეტი, მეორეში კი უფრო ლაღად ათამაშდა და გაცილებით იოლად სძლია მეტოქეს - 7:6, 6:1. იტალიელმა სეზონში პირველი და კარიერაში მერვე ტიტული მოიგო. გარდა ამისა, მან პირადი რეკორდი განაახლა WTA-ს ტურში - პირველად აღმოჩნდა მე-12 პოზიციაზე.

ჯონ ისნერმა შეწყვიტა ამ სეზონში თავისი წარუმატებელი სერია. აქამდე ამერიკელი სხვადასხვა ტურნირის პირველ ან მეორე წრეში ეთიშებოდა ბრძოლას და თანდათან კარგავდა პოზიციებს რეიტინგში. და აი, სრულიად მოულოდნელად, წარმატება გრუნტის სეზონის სტარტზე მოვიდა.

ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ ჰიუსტონში ისნერმა იოლად გაიმარჯვა. ჯონმა მეორე წრეში მხოლოდ გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე დაძლია ჯეკ სოკის წინააღმდეგობა, შემდეგი ორი მატჩიც სამ სეტში მოიგო და მხოლოდ ფინალში ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ იკმარა ორი სეტი - 6:3, 7:5. ისნერისთვის ეს არის კარიერაში მეექვსე ტიტული და პირველი გრუნტის კორტზე.

ტომი რობრედო დიდ ჩოგბურთში დაბრუნდა. ესპანელი ბოლო დროს იშვიათად ჩნდებოდა დიდ ტურნირებში. თავიდან მან ბევრი დაკარგა რეიტინგში ტრავმის გამო, შემდეგ კი დიდი ხანი მოუნდა ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას. ახლა ATP-ის ტურნირში გამარჯვებამ მას მეტი თავდაჯერებულობა უნდა შესძინოს. ესპანელსაც ასევე დიდი ბრძოლა მოუწია კასაბლანკაში გამარჯვებისთვის. ბოლო სამი შეხვედრა მან სამ სეტში მოიგო და სამივეში TOP50-ის წარმომადგენელი დაამარცხა - ბენუა პერი, სტანისლას ვავრინკა და ფინალში კევინ ანდერსონი - 7:6, 4:6, 6:3.

ტომისთვის ეს იყო მე-11 ტიტული კარიერაში და ამით მან დაიბრუნა ადგილი კლასიფიკაციის საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის - ახლა ის 43-ე ადგილზეა რეიტინგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მასტერსის წინ: რაფა ნადალი მეცხრეს უმიზნებს

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა