დაჩი ხუციშვილი: "ინტერნეტში საქართველოს ჩემპიონატის ლიდერების თამაშს ვუყურე და ლამის დამეძინა"
ფეხბურთი კახელების თამაში არ არისო და აგერ, ბატონო, მაგალითი, თუ არ არის. მას შემდეგ, რაც ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისიდან წამოვიდა, ბრიტანეთის სამეფოში ქართველი მოთამაშე აღარ დარჩა - ყოველ შემთხვევაში, მაღალი რანგის ტურნირებში. ახლახან კი შოტლანდიაში დაჩი ხუციშვილი გამოჩნდა.

სქოთების პრემიერლიგის გუნდში ქართველი რომ თამაშობდა, მცირე ხნის წინ შევიტყვეთ. დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ ხუციშვილი "ინვერნესის" დუბლშემადგენლობაში ირიცხება.

"ინვერნესი" ახალი კლუბია, რომელიც 1994 წელს "კალედონიასა" და "ინვერნეს ტისტლის" შერწყმის შედეგად დაფუძნდა. შოტლანდიის პრემიერლიგაში პირველად 2004 წელს გადავიდა და მისი საუკეთესო შედეგი მე-7 ადგილი იყო. თუმცა ახლა პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა და გლაზგოს "სელტიკსა" და "მოზერველს" ჩამორჩება.

დაჩის შოტლანდიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- საქართველოში არ გიცნობენ და კარგი იქნება, თავი რომ გაგვაცნო...

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ვვარჯიშობდი თბილისის "ლოკომოტივსა" და თბილისის "დინამოს" აკადემიაში.

- შოტლანდიაში როგორ მოხვდი?

- ჩემი ოჯახის წევრები ინგლისში ცხოვრობდნენ და მეც წავედი. რამდენიმე თვე "ბარნსლის" აკადემიასა და მის სარეზერვო გუნდში გამოვდიოდი. ოქტომბრიდან კარიერის გასაგრძელებლად შოტლანდიაში გადავედი. იქ თამაშზე ერთმა აგენტმა შემნიშნა და შოტლანდიაში გადასვლა შემომთავაზა. მირჩია, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და გასაზრდელად იქ გამოსვლა გიჯობსო.

თავიდან "ჰართსის" სარეზერვო გუნდში თამაში შემომთავაზა, მაგრამ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თავი "ინვერნესში" ამოვყავი.

- კონტრაქტი როგორ გააფორმე, როდესაც ბრიტანეთის სამეფოში ქართველის დასაქმება ეროვნული ნაკრების წევრებსაც გადაულახავ ბარიერად ექცათ?

- ამ საქმეში გამიმართლა, რადგან ბრიტანეთის სამეფოში ცხოვრების უფლება მქონდა და კლუბში ჩარიცხვისას პრობლემა არ შემქმნია.

ფოტოზე: მარჯვნივ დაჩი ხუციშვილი

- შოტლანდიურ ფეხბურთში ქართველებს თავის დამკვიდრება არ უჭირდათ - შოთა არველაძე, ნემსაძე, ხიზანიშვილი და ქეცბაია გამორჩეულ მოთამაშეთა შორის იყვნენ. ამ ქვეყნის ფეხბურთს როგორ შეეგუე?

- თავიდან გაუცხოების გრძნობა მქონდა, რადგან ძალიან სწრაფად თამაშობენ და ფიზიკურად ძლიერები არიან. თუმცა მალე ტემპსაც შევეგუე და ჩემთვის უცხო სტილსაც. ახლა სარეზერვო გუნდში სისტემატურად ვთამაშობ და რამდენჯერმე გოლიც გავიტანე.

- შენი ამბავი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა იციან?

- ალბათ, იციან, რადგან 3 წლის წინ ვიყავი საქართველოს 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრი, რომელსაც გიორგი დევდარიანი ავარჯიშებდა. გუნდს ვახლდი იტალიურ და ჩეხურ შეკრებებზე და საერთაშორისო ტურნირებზეც მითამაშია.

პალანგის ტურნირამდე მოწყობილ შეკრებაზეც წამიყვანეს. სიმართლე გითხრათ, ვეღარ გავძელი, რადგან "დინამოში" მთელი სეზონის განმავლობაში ყველა თამაში თავიდან ბოლომდე ვითამაშე, შეკრებაზე გადაღლილი წავედი და დატვირთვას ვეღარ გავუძელი.

ნაკრებში კანდიდატების სიმცირე არ იყო და მერე აღარ მიძახებდნენ. თუმცა, ვიმეორებ, იმ დროს გადაღლილი ვიყავი. ახლა კი კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხომ დაფიქსირდა და ჩემს ამბავს გაიგებდნენ.

- "ინვერნესთან" რამდენწლიანი ხელშეკრულება გაკავშირებს?

- კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს მთავრდება.

- ასეთი ხანმოკლე ურთიერთობა თავად ამჯობინე?

- უბრალოდ, ჩემი ასაკის მოთამაშეებთან ხანგრძლივ კონტრაქტებს არც აფორმებენ.

- კლუბმა თანამშრომლობის გახანგრძლივება არ შემოგთავაზა?

- ბოლო თამაშების შემდეგ ლაპარაკი იყო, მაგრამ ეს ჯერ ჩემს აგენტთან უნდა გავარკვიო - კონტრაქტის საკითხს მასთან შეუთანხმებლად არ გადავწყვეტ.

- ძირითადში დაწინაურების იმედი არ გაქვს?

- როგორ არა, ძალიანაც დიდი იმედი მაქვს. პირველ გუნდთან ხშირად ვვარჯიშობ, ჩვენი მწვრთნელი დანკან შირერი მენდობა. კარგი ადამიანია და მასთან ვარჯიში მსიამოვნებს.

- სხვა კლუბების შემოთავაზებები თუ მიიღე?

- რაღაც ვარიანტები არის, მაგრამ დაკონკრეტებას მოვერიდები. ჯერ ბოლომდე გაირკვეს და მერე დასამალი არაფერი იქნება. თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია - შოტლანდიაში მხოლოდ "ინვერნესში" ვითამაშებ.

- შოტლანდიური ფეხბურთი ლამაზი სანახავია, გულიანი ბრძოლა და სისწრაფეები გულშემატკივარს მოსწონს, მაგრამ ამბობენ, რომ სქოთების ახალგაზრდები ტექნიკასთან მწყრალად არიანო...

- ასეც ვერ ვიტყვი. სწრაფ ფეხბურთს ტექნიკაც ესაჭიროება. საქართველოში თამაში კი არ მინდა. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ინტერნეტში ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა ვნახე, სადაც ლიდერები თამაშობდნენ და ლამის დამეძინა.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ საფეხბურთო ქვეყანაში მოვხვდი და იმედია, წინსვლას მოვახერხებ. აქ კარგი პირობები აქვთ, ფეხბურთელებს ზრდიან და ტექნიკურ ნაკლსაც ასწორებენ, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ევროპული ფეხბურთი არ აინტერესებთ. საერთოდ, შოტლანდია ისეთი ქვეყანაა, საკუთარზე წინ არავის აყენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ghjkl
წარმატებებს გისუტვებ ისეტ ქვეყანასჰიმხარ სადაც ფეხბურტს აფასებენ და ფეხბურტელებს ასე რომ აბა სჰენ იცი
lasha
მისმინეთ,საქარტველოში რომ ფეხბურთელის დაუფასებლობაა ესე არცერტ ქვეყანასჰი არაა წავიდა და სწორი ქნა გაუმარჯოს გმერტმა კარგ ქვეყანასჰია და მანდ დააფასებენ.რა საქარტველო რა არასწორი ტქვა რამე უეფას კიგაზე გასვლს იტხოვტ როცა დადიხარტ მინდორზე და არა დარბიხარტ.სჰეხედეტ ბავსჰვტა ფეხბურტს რა დგესჰია სკოლები რამდენ ატყუებენ აქ წაგიყვან იქ წაგიყვან და ფულს არტმევენ.ასე არსად ხდება გარდა საქარტველოსი
papuna piralishvili
აუ რა ფეხბურთელი დაგვიკაგრავს :) ერთინ კითხეთ ამ პელეს, რომელი დინამოელის დონეზე უთამაშია? აქ რო აზზრზე არ იყო იმიტომაც წავიდა ჭ დონის დუბლებში, 17 წლისა გადაგლილობაზე ლაპარაკობს და არც ცხვენია, მაგ ასაკში ვინმემ დაღლა იცოდით?! სამშობლოზე ლაპარაკის უფლება არ გაქვს საერთოდ, გრენლანდიის მოქალაქეობას გჩუქნი საჯაროდ !!!
Geo
ამას საერთოდ რა უნდა საქართველოში, ტიპი დაბოღმილია. დაეტიე რა მანდ და ითამაშე დუბლებში, საქართველოში არავინ გეპატიჟება.
malxazi
ინვერნესის დუბლებში კი არა ჭანტურია ბარსელონას დუბლებში თამაშობდა, მაგრამ მერე რა
jondi beridze
მამიკოს ბიჭიიიი დაუკვირდი რეეებს წერ,ჯერ ერთი შეურაწყოფას აყენებ ყველა ფეხბურთელს ვინც საქართველოში თამაშობს,მეორე ის რო ეგეთ გუნდში ყველა ითამაშებს მარა ყველას არ ყავს მამიკოები რო საზღვარგარეთ წაიყვანოს და მესამე შენ ვერც მისუნავ იმ დონემდე რა დონეზეც იმ ბიჭებმა ითამაშეს,ზოგს მესისთან და მსოფლიო ვარსკვლავებთან აქვს ნათამაშები და ეხლა საქართველოში თამაშობენ ხოდა ეხლაა პატივი ეცი შენს ქვეყანას და რამის თავი რო გქონოდა ვინმეს მაინც ეცოდინებოდა შენზე რამე ამიტომ მიდი გაიქეცი და მამიკოს ჩაეხუტე და მადლობა უთხარი რო მოქალაქეობა აქვს
tamaz dvali
ამას შეხედეთ რა ფეხბურთელი დაბვიკარგავს ა? ჯობს ჩვენ თამაშზე კი არა, საერთოდ,უბრალოდ დაიძინე და იქნებ აზრზე მოხვიდე.ჩემი აზრით შენ უკვე დასრულებული გაქვს კარიერა, რომც მოინდომო საქართველოში თამაში,მაინც არავინ აგიყვანს ჭ-კლასშიც კი.
janorhus
დაჩი შემ უკვე თამამად შეგიძლია თქვა რომ კარიერა დაასრულე, რადგან შენ ქართველების პატივისცემა დაკარგე
levani kaxeti
სრულიად ვეთანხმები წინა გამომსვლელებს; შვილო, შენ თუ შენს სამშობლოში თამაში არ გინდა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, სადაც გაგიხარდება იქ ითამაშე, შოტლანდია იქნება, გრელანდია თუ ლაპლანდია. მე პირადად, როგორც ერთ ჩვეულებრივ გულშემატკივარს, და ბოლოსდაბოლოს ქართველს, შენი საფეხბურთო კარიერა კი არ მადარდებს, მე ის მადარდებს, რომ შენი სამშობლოს მიმართ ასე ნიჰილისტურად ხარ განწყობილი; ახლა რაც შეეხება მაგ შენს ე.წ. კარიერას, შენი არც წასვლა გაგვიგია და არც შენი ჩამოუსვლელობით დავიქცევით. შენ კი არა, მესის ერთი დღეც არ უთამაშია თავის სამშობლო არგენტინაში და არ დაქცეულან. ასე, რომ დამშვიდდი და მოთმინებით ხეხე სათადარიგოთა სკამი მაგ საფეხბურთო ქვეყანაში.
დათა
სასაცილო როც ჭ გუნდის შემადგენლობაში რომ იქნები და ისიც დუბლებში აბა როგორ იკადრებს საქართველოში თამაშს...კულტურულად მაინც ილაპარაკე თუ არაფერში გამოადგები საქართველოს
gia
წინა გამომსვლელი სწორს ბრძანებს შენს ფეხბურთელებძე ასე უზრდელურად არ უნდა ილაპარაკო,რა მაგაზე ნაკლები ფეხბურთელები თამაშობენ?თუმცა გასაგებია რა პოლიტიკოსებიც გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც,როცა საკუთარ სახელმწიფოს ასამართლებ რუსუს გასახარად ეს რა გასაკვირია.
balelshiki
ხოდა ითამაშე, უცნობი გუნდის უცნობ დუბლებში, სამშობლოზე როცა ლაპარაკობ ცოტა აზრზე მოდი, ჩვენს გარდა შეიძლება უცხოელებიც კითხულობდნენ, კაი შენ გააღწიე სადგაც დუბლებში მაგრამ სხვებზეც იფიქრე ეგეთი ლაპარაკით როგორ პიარს უკეთებ მშობლიურ ჩემპიონატს !!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა