"...შენგელიას მიეცა თამაშის შესაძლებლობა და დაამტკიცა, რომ იგი თავისი მონაცემებით NBA-ს ეკუთვნის"
"NBA-ში პირველად შევასრულე ორმაგი დუბლი, პირველად მომეცა საკმარისი სათამაშო დრო, 25 წუთი...
როცა ასეთი შესაძლებლობა პირველად გეძლევა და შანსს გამოიყენებ, ცხადია, კმაყოფილი იქნები", - ასეთი იყო 21 წლის თორნიკე შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი "ბრუკლინი"-"ვაშინგტონის" შეხვედრის შემდეგ.
დავესესხოთ გამოცემა "ასოშეიტედ პრესს":
"ბრუკლინელთა ახალწვეულ თორნიკე შენგელიას მთელი სეზონის განმავლობაში 67 წუთი ჰქონდა ნათამაშები; 18 მატჩში საშუალოდ 1.1 ქულას, 0.7 მოხსნას აგროვებდა. "უიზარდსთან" კი მწვრთნელმა 25 წუთი უბოძა და ახალგაზრდა ქართველმა თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 11 ქულა, 13 მოხსნა".
ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ გამოცემა "ასოშეიტედ პრესში" მცირე შეცდომა გაიპარა - თორნიკეს სინამდვილეში არა 13, არამედ 11 მოხსნა ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ ეს ქართველთა 74-ე დაბლ-დაბლია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 63 ორმაგია, ვლადიმერ სტეფანიას ანგარიშზე - 10.
ახლა მატჩის შესახებ:
"რადგან ბრუკლინელებს აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილი განაღდებული აქვთ, მწვრთნელმა პი ჯეი კარლესმომ სასტარტო ხუთეულის რამდენიმე კალათბურთელი (მათ შორის, დერონ უილიამსი) დაასვენა და ვაშინგტონელებთან ბრძოლაში ახალბედებს დაეყრდნო...
ყველაზე უკეთ თავისი შანსი შენგელიამ გამოიყენა.
პირველ ტაიმში 17 ქულით ჩამორჩენის შემდეგ "ბრუკლინმა" თამაში სწორედ ახალგაზრდების წყალობით გამოასწორა. მეორე ნახევარში "ნეთსმა" "ვაშინგტონს" პირველად სირენამდე 4:57 წუთით ადრე გადაასწრო. ეს თოკოს ჩატენვის შემდეგ მოხდა, როცა მან ბურთი საკუთარი ფარიდან მოხსნა, მეტოქის ნახევარზე გადავიდა, საჯარიმოში შეიჭრა და 95:94", - ვკითხულობთ გაზეთ "ჩიკაგო ტრიბუნში".
სტატიას ასეთი სათაური აქვს: "შენგელიამ "ბრუკლინს" ნაპერწკალი შემატა".
ნამატჩევს ახალწვეულთა შესახებ მთავარმა მწვრთნელმა პი ჯეი კარლესმომ ილაპარაკა:
"მათი თამაში ლამაზი სანახავი იყო, შესანიშნავი ინდივიდუალური მონაცემები აქვთ, რაც "ვაშინგტონთან" კარგად გამოჩნდა. დიდებული სამუშაო შეასრულეს, განსაკუთრებით, მეოთხე პერიოდში".
"ბრუკლინის" მოთამაშე ანდრეი ბლატჩე კონკრეტულად თორნიკეს გარჯას შეეხო:
"ყველაფერი დამოკიდებულია შესაძლებლობაზე. შენგელიას მიეცა თამაშის შესაძლებლობა და დაამტკიცა, რომ იგი თავისი მონაცემებით NBA-ს ეკუთვნის".
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]
emigranti
ჯიგარი ხარ.
koki
ნბს მომავალი ვარსკვლავი, თუ უკვე არა!
sss
გაიხარე,მაგრად ვისიამოვნეთ
Babu
მაგარი ხარ თოკო.
Babu
მაგარი ხარ თოკო.
სააკაძე
თორიკე ჯიგარი ხარ!!!
თემური
თოკო, შენი წარმატებით ძალზედ ბედნიერები ვართ,გვახსოვს ბავშვობაში როგორი მშრომელი იყავი,აღტაცებული ვარ შენი თამაშით,მეტს ველოდებით ,იყავი ბედნიერი !
MARADONA
თითქოს ჩემს გულში იჯდა გიორგი რა,ქართველი სპორტსმენების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: დაანებეთ ამ ძირგამომპალ ქართულ მენტალიტეტს თავი.მეტი პროფესიონალიზმი,შრომა,ევროპული მიდგომა საქმისადმი და არა ჩაცუცქული კაცის მენტალიტეტი.წავლენ ყარაგანდი შახტიორში და თავი კიტრად მოაქვთ...ვენაცვალე შენგელიას,საღოლ და გეხუტუნე...
გიორგი
ყოჩაღ თორნიკე, ეს ბიჭი აუცილებლად ითამაშებს დიდ კალათბურთს! და მაგალითი ყველა ქართველს – დაუღალავ შრომას და მოთმინებას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
odala
ohhhhhhh, the Tokomotive hahaha. თოკომოტივი შეარქვეს.
შაკო
საღოლ თოკოოო, გენაცვალე მაგარი ხარ მასე გააგრძელე
ilia
საღოლ თოკო
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე