რამდენ ცნობილ ფორვარდზე უკეთესი სტატისტიკა აქვს ესპანელს სინამდვილეში, რომელიც ხშირად ხდება დაცინვის ობიექტი სოციალურ მედიასა და ფანებს შორის
2011 წლის 31 იანვარს "ჩელსიმ" "ლივერპულისგან" 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესი და ამის მერე მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ფორვარდის საქმეები აირია.

ახლა ტორესი 29 წლისაა და ხშირად ისმენს თავისი მისამართით კრიტიკას. "ელ ნინიო" ხშირად ხდება დაცინვის ობიექტი სოციალურ მედიასა და ფანებს შორის. თუმცა ეს უფრო ჩამოყალიბებული სტერეოტიპია, ვიდრე რეალობა.

ფიქრობთ, ის მართლა ცუდად თამაშობს? კარგი, მოდი, შევადაროთ "ელ ნინიოს" მონაგარი პრემიერლიგის სხვა ფორვარდებისას. და საერთოდაც, ვინ ლიდერობს "ვერგამტან" თავდამსხმელთა შორის?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდმა დენი უელბეკმა პრემიერლიგის სეზონში ერთხელ გაიტანა - თავურით ოქტომბერში, "სტოკის" წინააღმდეგ 4:2 დასრულებულ მატჩში. ჯამში მან მოედანზე 1 204 წუთი გაატარა და მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. გაგიგიათ უელბეკის კრიტიკა?

არადა, პრემიერლიგის ცნობილ ფორვარდთა რეიტინგში, რომელიც ნათამაშები წუთებისა და გოლების მიხედვით არის დალაგებული, "ვერგამტანთა" ლიდერი სწორედ უელბეკია.

კრიტიკა არა და მისი ქება კი გვახსოვს, თუნდაც "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ. უელბეკი სერ ალექს ფერგიუსონმა ცამდე აქო.

სხვათა შორის, ყველაზე "გამოჩენილი" "ვერგამტანები" არიან ინგლისელები: უელბეკი, კარლტონ კოული, ჯონათან უოლტერსი, დენი გრემი, გრანტ ჰოლტი.

ტორესმა მოედანზე 2 194 წუთი დაჰყო და 7 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა "ჩელსის" მთავარი ფორვარდისთვის და ცოტაა "ძველი ტორესის" კლასისთვისაც - ესპანელს ყოველ 313 წუთში ერთი გოლი გააქვს, მაგრამ, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, "ელ ნინიოს" უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ემანუელ ადებაიორს (408 წუთი/გოლი), პიტერ კრაუჩს (384), ჯიბრილ სისეს (368), პაველ პოგრებნიაკს (335), კევინ მირალიაშს (327), ნიკიცა იელავიჩს (321) და პაპის სისეს (319).

დაგვეთანხმებით, არც ისე ცოტაა.

"სანდერლენდის" მაშინდელმა შეფმა მარტინ ონილმა იანვარში გრემში არ დაიშურა კლუბის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ფორვარდს კი ყოველ 469 წუთში ერთი გოლი ძლივს გააქვს.

გამტანები

უკეთესი კუთხიდან კი "ჩელსის" სხვა ფორვარდი ჩანს, რომელიც "ვესტ ბრომვიჩშია" განათხოვრებული - ახალგაზრდა რომელუ ლუკაკუმ 13 გოლი გაიტანა. მას ყოველ 119 წუთში გააქვს.

მართალია, ამ შედეგით ბელგიელი ახლოსაც ვერ მივა ლეო მესისთან და კრიშტიანო რონალდოსთან, მაგრამ მათთან შედარება ევროპაში არავის შეუძლია.

ლუკაკუს უფრო ხშირად გააქვს, ვიდრე მომდევნო ადგილებზე მყოფებს: ედინ ჯეკოს (119), რობინ ვან პერსის (129) და ლუის სუარესს (129).

ზოგჯერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ხელს გვიშლის ობიექტური რეალობის სწორად აღქმაში. ასე რომ, "ელ ნინიო" არც ისეთი ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ტორესი: ეროვნულ გუნდში დაბრუნებას შევძლებ

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს