ქუთაისის "ტორპედოს" მცველმა 10 აპრილს, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში, მოედნის დამცავი ღობის ბოძთან შეჯახებისგან უმძიმესი ტრავმა მიიღო
17 აპრილს გიორგი ონიანი პირველი კლინიკური საავადმყოფოდან გამოწერეს. ქუთაისის "ტორპედოს" მცველი 10 აპრილს, ბოლნისის "სიონთან" თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში დაშავდა - ონიანი ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრის - "ბასას" მოედნის დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა.

29 წლის მცველს კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს.

საბედნიეროდ, მკურნალობა სწრაფი ტემპით წარიმართა და ამჟამად გიორგის მდგომარეობა სტაბილურია.

უკვე მეოთხე დღეა, რაც იგი მცირე ხნით სიარულს ახერხებს, საავადმყოფოდან გაწერეს და მალე სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.

ონიანის ამბავმა ერთგვარად დაჩრდილა "ტორპედოს" კიდევ ერთი დანაკლისი - ქუთაისელთა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვალერი ბოლქვაძე ტრავმირებულია. 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველიც "სიონთან" შეხვედრაში დაშავდა.

"ვალერი ბოლქვაძემ მუხლის ტრავმა მიიღო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას წინა ჯვარედინი იოგები და ლატერალური მენისკი დაუზიანდა, რაც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში თამაშს ვერც გიორგი ონიანი შეძლებს და ვერც ბოლქვაძე", - ვკითხულობთ ქუთაისური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!

ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო

გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა