ერთეულთა თანრიგში ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ 17 აპრილს სამ სეტში აჯობა პოლინა ვინოგრადოვას
უზბეკურ მანანგანში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ასპარეზობენ თბილისელი სპორტსმენები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა.

ერთეულთა თანრიგში ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ 17 აპრილს სამ სეტში აჯობა პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) - 6:1, 2:6, 7:6. ნახევარფინალში იგი მე-4 ნომრად განთესილ ნადია კიჩენოკს (უკრაინა) დაუპირისპირდება.

კალაშნიკოვამ 17 აპრილს ნადიას დას - მე-5 ნომერ ლუდმილა კიჩენოკს პირველი ხელი 6:4 მოუგო. მეორეში, როცა ჩვენებური 3:0 დაწინაურდა, უკრაინელმა ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ნახევარფინალში კალაშნიკოვა ტურნირის მესამე ნომერ ეკატერინე ბიჩკოვასთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში შაფათავას და უზბეკი ნიგინა აბდურაიმოვას დუეტი, რადგან პირველ ნომრად განთესილმა კიჩენოკებმა ლუდმილას ტრავმის გამო კორტზე გასვლა ვერ შეძლეს.

შაფათავა და აბდურაიმოვა ნახევარფინალში ალბინა ხაბიბულინას (უზბეკეთი) და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ვალენტინა ივანჩენკო (უკრაინა)/ქსენია პალკინა (ყირგიზეთი) და სამანტა მარეი/ემილი ვებლი-სმიტი (ორივე - დიდი ბრიტანეთი) ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა