ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ისევ ყურადღების ცენტრშია

ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. უკვე გაცნობეთ, რომ ჯანოს გადაბირების სურვილი სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" გამოთქვა და ნევისპირელები 15 მილიონ ევროსაც ჩამოდიან ქართველის სანაცვლოდ. "ზენიტამდე" კი ანანიძეს "სევილიამ", "იუვენტუსმა", "მილანტმა", "არსენალმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" დაადგეს თვალი. ერთი სიტყვით, ანანიძეზე დიდი მოთხოვნაა და ყველას აინტერესებს, როდის ეწურება ჯანოს საკონტრაქტო ვადა, რა პოზიცია უჭირავს "სპარტაკს" ჩვენებურთან მიმართებაში.

მომდევნო სეზონის ბოლოს, ანუ 2011 წლის დეკემბერში ანანიძეს "სპარტაკთან"საკონტრაქტო ვადა უმთავრდება. მოსკოველთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს ქართველი არ ეთმობა და კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციაც იგივეა. "სპარტაკისა" და ანანიძის ინტერესი ემთხვევა, ჯანო ჯერ არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლას. მეტიც, ანანიძეს "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა და მისმა აგენტმა, ჯანოს მამასთან ერთად უკვე შეადგინა ახალი ხელშეკრულება, რომელშიც ფეხბურთელს გაორმაგებული ფინანსური პირობები აქვს.

რუსულ ვებგვერდ Tden.ru-ს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ჯანო თვეში 100 ათას დოლარს მიიღებს გასამრჯელოდ. თუ "სპარტაკი" ამ პირობებს არ დათანხმდება და ქართველთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, მაშინ გაისად დეკემბერში ჯანო თავისუფალი აგენტი გახდება. ანანიძეზე ისედაც დიდი მოთხოვნაა და მით უმეტეს, თუ ის თავისუფალი აგენტი გახდება ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებენ. ლოგიკურად, "სპარტაკი" ჯანოს აგენტის მიერ შემუშავებული ახალი კონტრაქტის პირობებს უნდა დათანხმდეს და ანანიძესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

madridista
ჯამელ რატოა რეგიონალური შოვინიზმი თუკი ადამიანი თავის რეგიონს ასახელებს?? მაშინ ვაჟა ნამდვილი შოვინისტი ყოფილა "ფშაველა" ქონდა ფსევდონიმი!!! უბრალოდ, კაცმა თქვა რო რეგიონებში ფეხბურთს მეტი ყურადღება უნდა მიექცესო და ასიანი მართალი თქვა რა!! და საერთოდაც, ჯანო შეაფასე და არა სხვების კომენტარები ჯობია!!!
jamel
არ გვინდა ეს რეგიონალური შოვინიზმი... აჭარას დაწერილი კომენტარი ჭეშმარიტი პროვინციალის კომპლექსის გამოვლინებაა. ჯანოს წარმატებები...
adjara
ყოჩაღ ჯანო. შენით მთელი აჭარა და საქართველო ამაყობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონებში უფრო მეტი ტალანტია, ვიდრე მის დედაქალაქში და ალბათ ეს ფაქტი გახდება სავიზიტო ბარათი იმისა, რომ ბავშვთა ფეხბურთს რეგიონებშიც მიექცეს ყურადღება.
sasha
იმ მილიონ 200 ათასიდან აგენტი ალბათ 30% აახავეს მთავრობა 50% დხგ ს ანანიძე "საღოლ" არის თავისი შრომის გამო ჯანმრთელობა და წარმატებები ახალგაზრდა სპორცმენს,,ყველაფერი ფული ხომ მართლა არ უნდა იყოს???
iman
100 ათასი სწორი ინფოა? ანუ წელიწადში მილიონზე მეტი ექნება შემოსავალი? :O :O საღოლ ძმაო მაგას....
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე