შტუტგარტელები გერმანიის თასის ფინალში გასვლას ზეიმობენ
გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგის" დამარცხებით (2:1) "შტუტგარტმა" ორი კურდღელი დაიჭირა: ბრუნო ლაბადიას გუნდმა, ერთი მხრივ, გერმანიის თასის ფინალში თამაში გაინაღდა და 1 ივნისს ბერლინში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, მეორე მხრივ კი, შვაბებმა ევროპალიგის საგზური მოიპოვეს.

"ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის თასის მფლობელისთვის გამოყოფილი საგზური სწორედ "შტუტგარტს" დარჩა. შეგახსენებთ, რომ ლაბადიას გუნდს ბუნდესლიგიდან ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ "შტუტგარტი" არსებობის ისტორიაში მეექვსედ გავიდა თასის ფინალში. აქედან სამჯერ (1954, 1958, 1997) ფინალი მოგებული აქვს, ორჯერ კი (1986, 2007) ხელცარიელი დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ მარტო გერმანიის თასის ფინალში გასვლით შვაბენლანდელებმა გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან 3.8 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავეს. თუ ფინალსაც მოიგებენ, ამ თანხას კიდევ 2.5 მილიონი დაემატება, წაგების შემთხვევაში კი - მხოლოდ 2 მილიონი.

ფინალში საუკეთესო შტუტგარტელი 22 წლის გამთამაშებელი ალექსანდრუ მაქსიმი გახლდათ, რომელიც შვაბებმა იანვარში გადაიბირეს და სხვათა შორის, მისი ყიდვა "ფრაიბურგსაც" სურდა. "შტუტგარტს" მისი ტრანსფერი რუმინული "პანდურიდან" 1.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიჭიერი რუმინელი გამთამაშებელი ბოლო დროს "შტუტგარტის" ნატვრისთვლად იქცა და მწვრთნელ ბრუნო ლაბადიასაც მასზე აბოდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის თასი. ნახევარფინალი: ბავარიული ექსპრესი ბერლინს მიადგა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა