საფრანგეთის თასი. 1/4-ფინალი
საფრანგეთის თასზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა და ამჯერად ტურნირს "პარი სენ ჟერმენი" დაემშვიდობა. პარიზელები ლიგა 1-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ევიანთან", რა თქმა უნდა, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და კარლო ანჩელოტის შეგირდებმა სტატუსის გამართლება თავიდანვე დაიწყეს - მატჩის მეცხრე წუთზე ხავიერ პასტორემ კრისტოფ ჟალეს გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

საინტერესოა, რომ საგოლე შეტევა დევიდ ბექჰემის შესანიშნავი გადაცემით დაიწყო. ამის შემდეგ სტუმრებს ანგარიშის გაზრდის შანსები ჰქონდათ, მაგრამ ტიაგო სილვამ და ალექსმა ვერ ივარგეს; მასპინძლებისგან კი ყველაზე სახიფათო საბერ ხელიფა იყო, თუმცა ტუნისელს პირველ ტაიმში არ გაუმართლა.

სამაგიეროდ, ხელიფას გაუმართლა მეორე ტაიმში, როდესაც საგბოს ჩაწოდებულს შორეულ ძელთან დახვდა და ნიკოლა დუშეზის კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების საჩემპიონატო შეხვედრა პსჟ-მ შინ 4:0 მოიგო, ამჯერად კი ძალიან გაუჭირდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საჭირო გახდა დამატებითი დრო, სადაც გუნდები მეტწილად ფრთხილობდნენ. შეხვედრის 118-ე წუთზე მოედნიდან ტიაგო მოტა გააძევეს და სტუმრებმა მატჩი 10 კაცით დაასრულეს.

120 წუთი ფრედ დასრულდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც გაცილებით უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს. "პარი სენ ჟერმენის" მხრიდან 11-მეტრიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მეკარე ბერტრან ლაკემ აუღო) და ტიაგო სილვამ (ხარიხა) ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, 4:1 პენალტების სერიაში და 1/2-ფინალში "ევიანი" გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ლიგის თასზეც 11-მეტრიანების სერიაში წააგო ("სენტ ეტიენთან"), ხოლო თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგაში პარიზელები "ბარსელონასთან" არ დამარცხებულან (2:2 შინ და 1:1 გასვლაზე), აღმოვაჩენთ, რომ სამივე სათასო ტურნირიდან კარლო ანჩელოტის გუნდი ისე გავარდა, რომ ძირითად დროში თამაში არ წაუგია.

სხვათა შორის, "ევიანთან" გამართული მატჩი პსჟ-ის ისტორიაში თასზე ჩატარებული მე-200 შეხვედრა იყო. კარლო ანჩელოტი კი მატჩის შემდეგ ძალიან უკმაყოფილო იყო:

"ძალიან გაბრაზებული ვარ. თამაში შეიძლება წააგო, მაგრამ ჩვენ დღეს არ გვიბრძოლია. ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობდა და არა გუნდისთვის. ბურთს ძალიან იოლად ვკარგავდით და ბევრ არაზუსტ გადაცემას ვაკეთებდით. დღეს ჩვენ ნამდვილი კატასტროფა შეგვემთხვა და ჩემი აზრით, ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი," - განაცხადა იტალიელმა.

მეორე მეოთხედფინალში ლიგა 2-ის "ლანსი" "ბორდოს" მასპინძლობდა და თავიდან უგებდა კიდეც, თუმცა გრეგორი სერტიჩმა და შეიკ დიაბატემ (დუბლი) ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. საბოლოოდ, ფრანსის ჟიოს ამჟამინდელმა გუნდმა მისი ყოფილი კლუბი დაამარცხა და თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თამაშების დასრულების შემდეგ ნახევარფინალის კენჭისყრა გაიმართა. მატჩები 7 მაისს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

"ტრუა"-"ბორდო", "ევიანი"-"ლორიანი".

აქვე ვთქვათ, რომ შემორჩენილ გუნდთაგან თასი "ბორდოს" (3-ჯერ, ბოლოს 1987 წელს) და "ლორიანს" (2002 წელს) აქვთ მოგებული. "ტრუა" ერთხელ იყო ფინალში (1956 წელს), "ევიანს" კი ფინალში არასდროს უთამაშია.

საფრანგეთის თასი. 1/4-ფინალი

ლანსი-ბორდო 2:3

გოლები: 1:0 კარასო (11-საკ. კარში), 1:1 სერტიჩი (59), 1:2 დიაბატე (81), 1:3 დიაბატე (85), 2:3 ბერგდიხი (90).

ევიანი-პსჟ 1:1 პენ. 4:1

გოლები: 0:1 პასტორე (9), 1:1 ხელიფა (44).

გაძევება: ტიაგო მოტა (118. პარი სენ ჟერმენი).

პენალტების სერია: 1:0 სორლენი, 1:0 იბრაჰიმოვიჩი (მეკარე), 2:0 საგბო, 2:0 ტიაგო სილვა (ხარიხა), 3:0 ხელიფა, 3:1 ლავეცი, 4:1 ბარბოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"სენტ ეტიენის" წლის პირველი მარცხი

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა