ზაზა ზამთარაძე: "თუ მაიმუნობა აღარ იქნება, მაგარ ჩემპიონატს ჩავატარებთ"
შარშან, როცა სეზონის პირველი ეტაპის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე საკუთარი ნებით წამოვიდნენ "ზესტაფონიდან", რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ მათთან კონსულტაციის გარეშე გამოუწერა ფეხბურთელებს საჯარიმო სანქციები.

მწვრთნელთა ეს დუეტი შემდეგ კახა კაჭარავამ შეცვალა "ზესტაფონში".

ზამთარაძეს მანამდეც გაუწვრთნია უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გიორგი კიკნაძესთან ერთად. ახლა კი ჯერჯერობით არც ერთ გუნდში არ მუშაობს მწვრთნელად.

ზამთარაძეს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ...

- ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, სწორი იყო "ზესტაფონიდან" წამოსვლის გადაწყვეტილება? დამეთანხმებით, საქართველოში მწვრთნელისთვის იდეალური გარემო ძნელად მოსაძებნია...

- "ზესტაფონიდან" იმიტომ წამოვედი, რომ იმ კონკრეტულ ვითარებაში ფეხბურთისთვის ასე იყო საჭირო. აქ ლაპარაკი იყო საქმისადმი მიდგომაზე, მწვრთნელს სიტყვა უნდა ეთქმოდეს, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელებთან. მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის განსხვავებული ხედვა შეიქმნა და ჩემი და დათო მუჯირის "ზესტაფონიდან" წამოსვლის მიზეზიც ეს გახდა.

- მას შემდეგ უმუშევარი ხართ თქვენც და დავით მუჯირიც....

- ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ ჩემთვის ზიანიც მოიტანა, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. თბილისის "ლოკომოტივს" რომ ვწვრთნიდით მე და გიორგი კიკნაძე, მაშინაც საკუთარი ნებით დავტოვეთ გუნდი, რადგან კლუბში ფინანსური სიტუაცია გაუარესდა და "ლოკომოტივს" აღარ შეეძლო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან, თანამოაზრეები ვიყავით და მასთან ახლაც ვმეგობრობთ.

- კლუბი, მენეჯმენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები - ამ მხრივ ყველაზე კარგად რომელ კლუბს აქვს საქმე აწყობილი საქართველოში? რომელ გუნდს ეტყობა საქმისადმი კონცეპტუალური მიდგომა, ყველაზე უფრო რომელი ქართული კლუბის მიმართულებაა საინტერესო?

- ქუთაისის "ტორპედოს" ეტყობა მწვრთნელის ხელი, საკუთარი ხელწერა, თამაშის ხარისხი... რაც შეეხება შედეგს, ესეც მოვა, თუ შესაბამისი ფინანსური ზურგიც იქნება, ანუ თუ მოხერხდება ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერება, რომ გუნდმა ევროსარბიელზეც ღირსეულად წარმოაჩინოს თავი.

აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი ონიანს, როგორც ადამიანსა და სპორტსმენს, თანადგომა გამოვუცხადო.

- საინტერესო ძვრები სხვა გუნდებშიც შეინიშნება...

- თბილისის "დინამო" მიმდინარე ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, მაგრამ რა ფინანსური და ინფრასტრუქტურული პირობებიც აქვს ამ კლუბს, გაცილებით წინ უნდა იყოს ქულებითაც და თამაშის ხარისხითაც. ყოველ შემთხვევაში, მე გაცილებით მეტს ველოდი "დინამოსგან".

- უნდა იყოს თუ არა ლიმიტი ლეგიონერთა რაოდენობაზე საქართველოში - ამ საკითხზე როგორია თქვენი პოზიცია? ფაქტია, არაერთ ქართულ გუნდში ლეგიონერები სათადარიგოთა სკამზე სხედან...

- ქართულ კლუბს თუ ლეგიონერი ჩამოჰყავს, ის აქაურებზე ათი თავით მაღლა უნდა იდგეს. უცხოელი ფეხბურთელები ქართულმა კლუბმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის ჯგუფში გასვლაში მოეხმაროს. როცა ლეგიონერი იმისთვის მოგყავს, რომ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდე, არ ვიცი, რამდენად გამართლებულია ასეთი ნაბიჯი...

- ჩისკოს გარდა, კიდევ ვის ხედავთ ისეთ ლეგიონერს, ქართულ გუნდს ევროსარბიელზე მნიშვნელოვნად რომ დაეხმარება?

- ჩისკო "დინამოში" მართლაც საკვანძო ფეხბურთელია. მისი დონის სხვა ლეგიონერს მე საქართველოში ვერ ვხედავ.

- ჩემპიონობას ვის უწინასწარმეტყველებთ?

- გადამწყვეტი "დილა"-"დინამოს" მატჩი იქნება, თუმცა, ვფიქრობ, როგორც უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, ჩემპიონი მაინც "დინამო" გახდება. არ დავმალავ, "დინამოს" ვგულშემატკივრობ, "დინამო" ჩემში მართლაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.

- გაერთიანებული ჩემპიონატი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან - ამ იდეაზე რას ფიქრობთ?

- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გაერთიანებული ჩემპიონატის. თუ იქნება სახელმწიფოს დახმარება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, თუ გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, თუ უფრო მეტი ფული გაუჩნდებათ ქართულ კლუბებს და აღარ იქნება აღებ-მიცემობა, მსაჯზე გასვლა და სხვა მაიმუნობა, გარწმუნებთ, რომ მალე ძალიან მაგარ ჩემპიონატს ჩავატარებთ.

- ეროვნულ ნაკრებზე იმასღა გკითხავთ, თუ ხედავთ საშუალებას, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად გამოკეთდეს საქართველოს უპირველესი გუნდის თამაში?

- ბოლო განცხადებებიდან ჩანს, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილნი არიან გუნდში მიმდინარე პროცესებით. მწვრთნელმაც გვითხრა, თუ შემდეგ შესარჩევში ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი არ გვექნება, გადავდგებიო. მოკლედ, ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს მიაჩნიათ, რომ სწორი გზით მიდიან და ღმერთმა ქნას, ასე იყოს სინამდვილეშიც.

- ორი შესარჩევი ციკლი არის იმის სამზადისი, რომ მესამეში ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ვიბრძოლოთ - ეს გამართლებული პოლიტიკაა?

- ვინც არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ვაცალოთ მათ მუშაობა. ხელს ნუ შევუშლით, დაველოდით, რა შედეგამდე მივალთ ამ გზით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ზამთარაძე: გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში ლევან ყენია ძალიან დიდი ძალაა

მოთამაშეთა პროფკავშირები: დროა, საქმეს მივხედოთ

კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?

ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ

Walkabout
ამის ლოგიკით ის ბრიტანული, გერმანული, ესპანური, ჰოლანდიური და მთელი მსოფლიოს კლუბები, რომლებსაც ლეგიონერები ჰყავთ და თავიანთ ჩემპიონატებში არგავარდნისთვის იბრძვიან აზრზე არ ყოფილან საფეხბურთო მენეჯმენტის... იმათ არ იციან, ამან იცის...
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები