უზბეკურ ნამანგანში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი
უზბეკურ ნამანგანში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი.

თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, როგორც გაუწყეთ, მე-2 წრეში უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკს სძლია - პირველი ხელი 6:4 მოუგო; მეორეში 3:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

მსგავსი სცენარით წარიმართა 18 აპრილს მეოთხედფინალური პაექრობაც: მე-3 ნომრად განთესილ ეკატერინა ბიჩკოვასთან (რუსეთი) პირველი სეტი დაძაბულად წარიმართა და ჩვენებურმა 7:6 მოიგო.

მეორეში 2:0 დაწინაურდა და თამაშიც შეწყდა - მეტოქემ ტრავმა მიიღო და კორტს ვერ დაუბრუნდა.

ნახევარფინალში კალაშნიკოვა ტურნირის მე-2 ნომერ კაგლა ბუიუკაკჩაისთან (თურქეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

მეშვიდე ნომერმა სოფიო შაფათავამ მეოთხე ნომერ ნადია კიჩენოკს (უკრაინა) ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა და სამ სეტში დამარცხდა - 0:6, 7:6, 2:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც წყვილებში იყოჩაღა - მასპინძელ ნიგინა აბდურაიმოვასთან ერთად ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) და ალბინა ხაბიბულინას (უზბეკეთი) დუეტს დანებდა - 6:4, 2:6, 0:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე