მარკესი არ მიდის და ტიტულს უმიზნებს
მრავალი შეზღუდვის მიუხედავად, უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი, სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო მაინც აპირებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას.

უმცროსმა კლიჩკომ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება სურს, მაგრამ სულ მალე, გერმანიის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა იურგენ კიასმა ჩააცხრო უკრაინელის მონდომება. მისი თქმით, კლიჩკოს არ შეუძლია ოლიმპიადაზე გამოსვლა, პირველ რიგში, პროფესიულ დონეზე ბრძოლების რიცხვის შეზღუდვის გამო. რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს, ვლადიმერის ანგარიშზე კი უკვე 62 შეხვედრაა.

და მაინც, კლიჩკოს ჯერ არ გადაუფიქრებია რიოში გამოსვლა. ის სამი წლის შემდეგ აპირებს პროფესიული კარიერის შეწყვეტას ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამო.

"ვოცნებობ რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლასა და იქ გამარჯვებაზე. ეს იყო ჩემი და აწ უკვე გარდაცვლილი მწვრთნელის ემანუელ სტიუარდის ერთობლივი ოცნება. იმედია, ამ ოცნების ასრულების საშუალება მექნება", - განაცხადა ვლადიმერმა.

შეგახსენებთ, რომ თავის მორიგ ორთაბრძოლას უმცროსი კლიჩკო იტალიელი ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ ჩაატარებს.

მარკესი არ მიდის და ტიტულს უმიზნებს

მექსიკელმა ხუან მანუელ მარკესმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და უკვე გაარკვია თავისი მორიგი მეტოქის ვინაობა. 39 წლის ვეტერანი 14 სექტემბერს, ლას ვეგასში შეხვდება ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონს, ამერიკელ ტიმოტი ბრედლის.

"ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე. ეს იმით არის განპირობებული, რომ თავს ჯერ ისევ შესანიშნავად ვგრძნობ, - აღიარებს მარკესი. - ჩემი აზრით, კარიერის დასრულებამდე შევძლებ კიდევ ორი-სამი ბრძოლის ჩატარებას".

"14 სექტემბერის ბრძოლისთვის ორ კანდიდატურას განვიხილავდით - ტიმოტი ბრედლისა და მაიკ ალვარადოს, - აგრძელებს მარკესი. - მოხარული ვარ ახალი გამოწვევის მიღებით. ბრედლისთან ბრძოლა იოლი გასეირნება არ იქნება. ჩემთვის დიდი პატივია შანსი - გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთე წონით კატეგორიაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ კლიჩკოს და ჰაიდენ პანეტიერის საიდუმლო ნიშნობა

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა