კავშირის ორგანიზებით თბილისის მასშტაბით ჩატარდება ასაკობრივი - 18, 16, 14 და 13-წლამდელთა ჩემპიონატები
ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც განვითარების კავშირს შემდეგი უფლებამოსილება მიენიჭება:

კავშირის ორგანიზებით თბილისის მასშტაბით ჩატარდება ასაკობრივი - 18, 16, 14 და 13-წლამდელთა ჩემპიონატები.

ყველა ასაკში გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებით ჩატარებული ჩემპიონატებიდან შეივსება ის 8-გუნდიანი კვოტა, რომელსაც კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატისთვის თბილისს უწესებს.

თბილისის განვითარების კავშირი იმ ვეტერანი კალათბურთელების გაერთიანებაა, რომლებიც წლების მანძილზე თამაშობდნენ, შემდეგ კი საქმიანობდნენ ქართულ კალათბურთში.

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირში შემავალი წევრების პროფესიონალიზმი და მათ მიერ წარმოდგენილი ტურნირების ორგანიზების გეგმა მისაღები აღმოჩნდა კალათბურთის ფედერაციისთვის, რის შემდეგაც გადაწყდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

სპორტკომპლექს "არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში 22 აპრილს აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. მხარეებმა შემდეგი განცხადებები გააკეთეს:

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

"თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღნიშნულ კავშირში ვეტერანი კალათბურთელები, გამოცდილი ადამიანები შედიან და ვფიქრობ, ისინი სწორედ ისე წარმართავენ საქმიანობას, რაც კალათბურთის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

განვითარების კავშირი თბილისის მასშტაბით საკალათბურთო პირველობის ჩატარებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც შეირჩევა ის 8 გუნდი, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

კარგი იქნება, თუკი თბილისის მაგალითს სხვა რეგიონებიც მიმართავენ. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა".

პაატა გურასპაული, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი:

"კალათბურთის განვითარება ბავშვთა სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს. დაგეგმილი გვაქვს, ჩავატაროთ რაიონული, საქალაქო პირველობები სხვადასხვა ასაკში, ხოლო გამარჯვებულები უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პირველობა სერიოზული ტურნირია და მასში მონაწილეობა რჩეულმა გუნდებმა უნდა მიიღონ.

თბილისში საკმაოდ ბევრი გუნდია. ასე არაა რეგიონებში, მაგრამ ვფიქრობ, ასეთივე პრინციპით უნდა მოხდეს ეროვნული ჩემპიონატებისთვის გუნდების შერჩევა".

gbf.ge

dato
წარმატებებს გისურვებთ..... :)
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა