მეტოქისთვის ხელის ჩარტყმისთვის "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 500 ლარით დაისაჯა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა 22 აპრილს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში - "ზუგდიდისა" და "დინამო" თბილისის ფეხბურთელებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა.

კონკრეტულად კი, ჩისკოსა და ნიკა აფაქიძეს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა, როცა "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ზუგდიდელ მცველს ხელი ჰკრა და წააქცია.

კომიტეტმა ძალიან დიდხანს იმსჯელა; განიხილეს ვიოდეჩანაწერი, მოუსმინეს მოწმეებს. საბოლოო ვერდიქტი კი, ასეთი გამოიტანეს: ჩისკოს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - 500 ლარი.

სადისციპლინო კომიტეტმა ორივე მხარეს მოსთხოვა, წარმოედგინათ მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი. "ზუგდიდმა" წარმოადგინა, "დინამომ" - არა.

"ჩისკომ არ უარყო, რომ მოწინააღმდეგესთან კონტაქტი ჰქონდა. თუმცა, მან ისიც თქვა, რომ აფაქიძე მას აგინებდა და აფურთხებდა, რის გამოც, პროვოკაციას აჰყვა და ვერ შეიკავა თავი. აი, ეს უკვე სხვა თემაა და "დინამოს" სრული უფლება აქვს ამის თაობაზე პროტესტი გამოხატოს და საჩივარი შეიტანოს ფეხბურთელის წინააღმდეგ" - აღნიშნა სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმშერ ტყებუჩავამ.

"დინამოს" ხელმძღვანელებს (ბუბა ტყავაძეს და სანდრო შახოვს) კომენტარი არ გაუკეთებიათ. მედიის წარმომადგენლებს მათ მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას მოიწვევენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ჩისკომ "ზუგდიდის" ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა [VIDEO]

ჩისკო: ჩემი პროვოცირება მთელი მატჩის განმავლობაში ხდებოდა

ikakos sayuradgebod
დილას ფანებმა ერთი ადგილი გააჩერეთ და თუ ჩემპიონობა გინდათ ნორმალურად ითამაშეთ, მაგრამ ვნახოთ რა ბიჩები ხართ, გამოჩნდება გორში... თუ მაშინ მთელი დინამო უნდა დახოცოთ რო მოიგოთ რამე :D
ikako
რახან ჩისკომ თქვა მართალი ყოფილა რაა. რად უნდა ამას ამდენი ჭორაობა, ის რომ გასაგდები იყო *** , მაგაზე დავა და ორი აზრი იქნება?კიდევ შეიწყალეს ის ს..ი
messi
დათო ნახე შენ კადრი რომ შეაფურთხა აფაქიძემ ჩისკოს? პატარა დაუკვირდი რას წერ.რადგან ჩისკომ თქვა ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმართლეა და ფეხებში ყველა ფეხბურთელს ურტყამენ. შენი კომენტარიდან გამომდინარე დაბალ მენტალობაზე პრობლემა უფრო შენ გაქვს
dato
სხვათაშორის, საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერების უპატივცემლობის ეს პირველ იშემთხვევა არაა, რატომღაც ქართველი ფეხბურთელები თვლიან რომ ჩამოსულ კოლეგას ასე უზრდელურად უნდა მოექცნენ. არაერთხელ დამიფიქსირებია პირადად მე ასეთი ფაქტი და ძალიან საწყენი მგონია, ჩვენს დაბალ მენტალობაზე მიუთითებს. თანაც ვიღაც ჟღვლინტიანი ზუგდიდელი აფაქიძე აძლევს თავს შეაფურთხოს ჩისკოს, რომელსაც ესპანეთის ერთერთ საუკეთესო კლუბში აქვს სერიოზული ფეხბურთი ნათამაშები და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზეც კი თანახმაა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა