რობინ ვან პერსიზე ამბობენ, გოლები ვერ გააქვსო. ჰოლანდიელი გაბრაზდა და "ასტონ ვილას" ერთბაშად სამი გოლი გაუტანა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოცედ მოიპოვა. აქედან 13-ჯერ "ეშმაკებმა" ოქროს მედლები ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით დაიმსახურეს.
ამდენივე ტიტული აქვს უკვე მანკუნიანელთა ლეგენდა რაიან გიგზსაც. საჩემპიონო მატჩები საერთოდ იოლი იშვიათად გამოდის ხოლმე.
ანგარიშის მიუხედავად, იმის თქმაც შეიძლება, რომ სტუმრები მთლად უშანსოდ არ ყოფილან. განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმზე ითქმის.
"იუნაიტედი" მთელი მეორე ტაიმი მხოლოდ ენტონი ტეილორის საფინალო სასტვენს ელოდებოდა. ვილაპარკელებმა კი ამით ისარგებლეს და ბურთზე კონტროლი დააწესეს.
რობინ ვან პერსიზე ბევრს ლაპარაკობდნენ, გოლები ვერ გააქვსო. ჰოლანდიელი გაბრაზდა და პოლ ლამბერტის გუნდს ერთბაშად 3 გოლი გაუტანა. მისთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-2 ჰეთ თრიქია. პირველად მან მე-3 ტურში "საუთჰემპტონი" არ დაინდო. 2 ბურთი რობინმა მოხუცი გიგზის გადაცემით გაიტანა.
ულამაზესი იყო 2:0-ზე უეინ რუნის 50-მეტრიანი პასიც. ერთი სიტყვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ჩემპიონატის უმთავრეს ინტრიგას წერტილი დაესვა. ჩემპიონი ცნობილია. "იუნაიტედმა" ტიტული სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშით 100%-ით დაიმსახურა. მატჩის უმთავრესმა გმირმა 9-წლიანი პრემიერლიგური კარიერის განმავლობაში ჩემპიონობა პირველად დააგემოვნა.
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 3-0 23042013
პრემიერლიგა. XXXIV ტური
იუნაიტედი-ასტონ ვილა 3:0
გოლები: 1:0 ვან პერსი (2), 2:0 ვან პერსი (13), 3:0 ვან პერსი (33)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ჯონსი, ევანსი, ევრა - კერიკი, გიგზი, კაგავა, ვალენსია - რუნი (72. უელბეკი), ვან პერსი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი (80. კ. კლარკი) - ვესტვუდი, დელფი - ნზოგბია (46. ელ აჰმადი), აგბონლაჰორი, ვაიმანი - ბენტეკე
გაფრთხილება: ევრა
კარში დარტყმა: 8-8 (4-4) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 10-6 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 75 591
სატურნირო მდგომარეობა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXIV ტური: 23 აპრილს "იუნაიტედს" ტიტულის განაღდება შეუძლია [VIDEO]
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო