საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა?!
"გუშინ ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ნოდარ აკობიას ფეხბურთელები გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ.

თურქეთთან პირველი შეხვედრა პენალტების სერიაში მოვიგეთ. მეორე მატჩში ბულგარელებთან მარცხის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მესამე შეხვედრაში გიორგი არაბიძის გოლით კვიპროსელები დაამარცხა და სხვა შედეგების გათვალისწინებით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ აკობიას გუნდი შემოდგომაზე თბილისში გასამართი ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მანამდე 17-წლამდელებს წინ არაერთი ტურნირი ელით. მომდევნო ასეთი ტურნირი კი მაისშია დაგეგმილი".

ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

გაგიკვირდებათ და, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ ქვეყანაში ჩატარებული ოთხთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული მათი 17-წლამდელთა ნაკრები გახდა.

რაც ყველაზე გამაოგნებელია, ოთხთა ტურნირის პირველობის პრეტენზია თურქეთსაც აქვს.

ჩუმად მხოლოდ კვიპროსელები არიან, რომელთა ნაკრებმაც სამივე მატჩი წააგო. საქართველომ, ბულგარეთმა და თურქეთმა კი ერთმანეთთან თითო გამარჯვება და თითო მარცხი მიითვალეს.

დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პირველი ადგილი ქართველებს ეკუთვნით და სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა მეტოქეთა ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილი ინფორმაციები.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელთა ზეიმი თასით ხელში.

საქმეში გასარკვევად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მენეჯერ გიორგი კაციტაძეს მივმართეთ, რომელიც ჩვენს გუნდს ბულგარეთში ახლდა.

"ამ ტურნირს უეფას განვითარების თასი ჰქვია და მის შედეგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არავინ ანიჭებს. უეფა თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ტურნირზე ქულათა დარიცხვისა და გამარჯვებულის გამოვლენის. უბრალოდ, ოთხ გუნდს ერთმანეთში უნდა ეთამაშა.

მასპინძელმა მხარემ მაინც გადაწყვიტა, შეჯიბრებისთვის სატურნირო ინტრიგა შეემატებინა, თუმცა ტურნირი რეგულაციის გარეშე ჩატარდა.

რაც შეეხება თასს, დაჯილდოების ცერემონიაზე თასი ოთხივე მონაწილე გუნდს გადაეცა და იქ გამარჯვებულისთვის ხაზგასმას ადგილი არ ჰქონია. თუმცა რაკი ბულგარელებს თავი პირველადგილოსნებად მიაჩნიათ, გეტყვით, რომ 17-წლამდელთა რეგულაციის მიხედვით, ტურნირის გამარჯვებული სწორედ საქართველოს ნაკრებია.

როცა სამი გუნდი თანაბარი რაოდენობის ქულებს აგროვებს, ბოლოადგილოსანთან ნათამაშები მატჩები მხედველობაში არ მიიღება. სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში ჩვენ, ბულგარელებსა და თურქებს 3-3 ქულა მოგვიგროვდა, თუმცა ბურთების შეფარდებით მეტოქეებს ვაჯობეთ და სწორედ ამიტომ ვართ პირველ ადგილზე.

თურქებს გატანილ-მიღებული გოლების სხვაობა 1-1-ზე აქვთ, ბულგარელებს 3-3-ზე, ჩვენ კი 4-4-ზე", - გვითხრა კაციტაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 17-წლამდელები ბულგარეთიდან დაბრუნდნენ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთს პენალტებით აჯობა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა