"მანჩესტერ იუნაიტედი" მე-20 ჩემპიონობას ზეიმობს
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრის დეტალებზე წერა ნამდვილად ზედმეტია. "ეშმაკებმა" პრემიერლიგა დამაჯერებლად მოიგეს. ამის დასტურია ისიც, რომ აქამდე ჩატარებულ 34 ტურში გუნდმა 24 ცხრილის სათავეში გაატარა. მე-13 ტურიდან მოყოლებული კი (გარკვეულწილად, ესეც სიმბოლურია), მწვერვალიდან ფეხი არ მოუცვლიათ.

სერ ალექს ფერგიუსონის ანგარიშზე უკვე მე-13 ოქროს მედალია (1992/93, 1993/94, 1995/96, 1996/97, 1998/99, 1999/2000, 2000/01, 2002/03, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11, 2012/13). ერთადერთი, ვისაც ყველა ამ ტიტულისთვის ოფლი უღვრია, ეს რაიან გიგზია. ამ სეზონში "ეშმაკების" განკარგულებაში იყო ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი თავდასხმა და ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა. ენტონი ტეილორის საფინალო სასტვენის შემდეგ "ოლდ ტრეფორდზე" გულწრფელი ემოციები გადმოიღვარა. გთავაზობთ "იუნაიტედის" წარმომადგენელთა მატჩისშემდგომ კომენტარებს.

ალექს ფერგიუსონი:

"ამ სეზონში ფეხბურთელების კონცენტრაცია შედეგის მისაღწევად ფანტასტიკური იყო. ისინი იმანაც კი ვერ გატეხა, რაც წინა სეზონში მოხდა. მას შემდეგ გუნდების უმრავლესობას ძალიან გაუჭირდებოდა ძალების მოკრება. ჩემმა ბიჭებმა კი ბევრად უფრო მაღალი თამასა დააწესეს და საკუთარ თავს გადაახტნენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანმიმართული საქმიანობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, უბრალოდ, დაუჯერებელია.

ფეხბურთელებს ზაფხულში ერთადერთი რამე ვუთხარი, ისე მოიქეცით, რომ ტიტული ხელახლა ბურთების უარესი ბალანსის წყალობით არ წავაგოთ-მეთქი. შარშან ჩვენთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთგვარი აღმოჩენა იყო, რომ ჩემპიონობის დაკარგვა ამ მიზეზითაც შესაძლებელი იყო. ჩვენთვის ეს გამოწვევა იყო და ხომ ხედავთ, ბურთების სხვაობა წელს ბევრად უკეთესი გვაქვს.

ხშირად მესმის, რომ "იუნაიტედის" ეს შემადგენლობა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც წლების წინ, მაგრამ ამის თქმა ძალიან იოლია. ნოსტალგია ადამიანების გონებას ყალბ წარმოდგენებს უქმნის. ცხოვრებაშიც ასეა. განა თავად არ მოგჩვენებიათ, რომ ბავშვობაში ყველაფერი მართლა უკეთესი იყო? ახლა კი თქვენი შეკითხვა დღევანდელ კონტექსტში ჩასვით. ჩვენს ანგარიშზე 84 ქულაა, 4 მატჩი კი თადარიგში გვაქვს. აქამდე არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა. მოგებული თამაშების უმრავლესობაში 3 ან 4 ბურთით ვიმარჯვეთ. დღეს შედეგი ერთადერთმა ფეხბურთელმა გამოჭედა - რობინ ვან პერსიმ. ჩემთვის სულ ერთია, ვის გააქვს გოლები - კანტონას, ბექჰემს თუ სულშერს. მთავარი ის არის, რომ სეზონის ბოლოს გამარჯვებულის კვარცხლბეკზე შევდგეთ".

რობინ ვან პერსი:

ჰოლანდიელისთვის ჩემპიონობა განსაკუთრებული შეგრძნებაა. მის ინგლისურ კარიერაში ხომ აქამდე მხოლოდ ორი ტიტული: სუპერთასი (2004 წელი) და ასოციაციის თასი (2005) იყო.

შესანიშნავი გრძნობაა. ძალიან დიდხანს მომიხდა ლოდინი, რომ ეს განმეცადა. ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. რიო ფერდინანდმა კი დამამშვიდა, მითხრა, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ამას შევძლებთო. მივხვდი, რომ ის მართალი იყო.

"იუნაიტედისთვის" ჩემპიონობისთვის ბრძოლა გარკვეულად სტანდარტივით არის. იმან, რაც შარშან მოხდა, ბრძოლის სურვილი გუნდში კიდევ უფრო გაამძაფრა. სეზონის დაწყების პირველივე დღეებიდან ამაზე მეტად არაფერი გვდომებია და როგორც იქნა, ამასაც მივაღწიეთ. მინდა, რომ ეს შეგრძნება მომავალ წელსაც განმეორდეს და ჩემპიონობასთან ერთად, ასოციაციისა და ლიგის თასები, ჩემპიონთა ლიგაც მოვიგოთ.

პრემიერლიგაში გამარჯვება ყველასთვის დიდი საჩუქარია: ფეხბურთელებისთვის, ფიზიოთერაპევტებისთვის, კლუბის რიგითი თანამშრომლებისა და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ერთნაირი თავდადებით გვიჭერდნენ მხარს ყოველ შეხვედრაში, იქნებოდა ეს შინ თუ გარეთ. დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყოველ მათგანს. დღეს საღამოს დებიუტიდანვე ყველანი კარგად ვთამაშობდით. ჩემთვის პირადად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა შეხვედრაში, რომელიც მოვიგეთ. ახლა კი ნება მომეცით, ამ მომენტით დავტკბე, რადგან შემდეგი შეხვედრა "არსენალთან" გვიწევს და ამის დრო აღარ მექნება".

რაიან გიგზი:

რაიან გიგზი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში აქამდეც ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო. იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ მისი მიღწევის დამხობას შეიძლება მომდევნო რამდენიმე თაობაც კი არ ეყოს. სულ უელსელის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით მოგებული 25 ტიტულია.

"ფერგიუსონის სწრაფვას გამარჯვებებისადმი ზღვარი არ უჩანს. დღემდე ასეა, ყოველდღე ბაზაზე ის პირველი მოდის და გარშემო ყველას მაგალითს აძლევს. სერ ალექსი - ეს სწორედ "იუნაიტედია". აქ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული: შემადგენლობის დაყენება, პერსონალის შერჩევა და ბევრი სხვა. მან ყველაფერი დაიმსახურა, რასაც აქამდე მიაღწია. გამიმართლა, რომ ამდენი წელია, ჩემი მწვრთნელია.

გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას, რამდენი გამოუცდელი მოთამაშე გვყავს? ეს ბიჭები "იუნაიტედში" კიდევ დიდხანს ითამაშებენ და ჩვენს ტრადიციებს გააგრძელებენ. ჩემპიონობის ვადამდე მოპოვება განსაკუთრებული გრძნობაა მას მერე, რაც შარშან გადავიტანეთ. თანაც, ტიტული სანახაობრივი ფეხბურთით დავიბრუნეთ.

წარმატების საწინდარი უკანა ხაზის თამაშის გაძლიერება გახდა. სეზონის დასაწყისში ტრავმებმა შეგვაწუხა, მაგრამ მერე ამ პრობლემებმაც იკლო და შობის შემდეგ სტაბილურად მაღალ დონეზე ვთამაშობდით".

უეინ რუნი:

"ტიტული 100%-ით დავიმსახურეთ, რადგან გუნდი ამისთვის მთელი სეზონის განმავლობაში თავაუღებლად მუშაობდა. "ვილასთან" მატჩისა და შესაბამისად, ჩემპიონის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადავწყვიტეთ. ფანტასტიკური ღამე იყო. შარშან რაც მოხდა, ამასთან შეგუება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავეთ და კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ ინგლისურ ფეხბურთში".

XXXIV ტურის სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXXIV ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" - ჩემპიონები მეოცედ! [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა