საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გამოსათხოვარი მატჩის ორგანიზატორი დავით მუჯირია
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს გამართავდა.

კახას ამის სურვილი 2012 წლის 13 სექტემბერსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ "დინამო-არენის" ადმინისტრაციისგან უარი გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღო.

ახლა ცხოვრების გაცილებით თავისუფალი "გრაფიკია" და აწ უკვე საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს სტადიონის იჯარის პრობლემა არ შეექმნება.

კალაძეს თავისი გამოსათხოვარი მატჩის ნოემბრის ბოლოს გამართვაც სურდა, მაგრამ ამ დროისთვის "მილანის" ფეხბურთელებს არ ეცალათ და გაცილება ისევ გადაიდო.

"სექტემბერში ამის უფლება წინა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა არ მომცეს. 31 მაისს მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა.

10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც და ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში" ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ", - განაცხადა კალაძემ.

შევიტყვეთ, რომ კახა კალაძემ მატჩის ორგანიზატორობა საქართველოს ნაკრების ყოფილ მოთამაშესა და "ზესტაფონის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, დავით მუჯირს შესთავაზა.

სწორედ მუჯირს დავუკავშირდით, რადგან გვაინტერესებდა, დაზუსტდა თუ არა შეხვედრის თარიღი, რომელი ფეხბურთელები არიან მოწვეულები და ა.შ.

ერთ-ერთი ცნობის თანახმად, თბილისს ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული თავდამსხმელი რაული ესტუმრება. ცხადია, ამის დაზუსტებაც გვსურდა.

"ყველა კითხვაზე სიამოვნებით გიპასუხებდით, მაგრამ ახლა საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ, ჩამომსვლელთა სიას ვაზუსტებთ და წინასწარ ლაპარაკი, თუ ვინ გვესტუმრება, რაული თუ კიდევ სხვა ვარსკვლავები, არასერიოზული იქნება.

აჯობებს, ყველაფერი დავაზუსტოთ და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ", - გვითხრა მუჯირმა.

სხვათა შორის, მუჯირის თქმით, ჯერ ისიც დასაზუსტებელია, მატჩი 31 მაისს გაიმართება თუ არა. თარიღს იმის მიხედვით შეარჩევენ, რომელ დღესაც ვარსკვლავების მაქსიმალური რაოდენობა შეგროვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახი კალაძე: სფფ-ის ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

კახი კალაძემ გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღი დაასახელა

BOOO
მაგაზე არანაკლები ვარსკვლავები ჩამოვლენ...
ჯ ა ნ ო
რამდენად რეალისტურია?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე