ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

0-00000 გელა -000123

0-00000 გელა -000123

0-00000 გელა -000123

000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

პრეს-არქეოლოგია ...წლის წინათ

შხამიანი ბუცები ეცვათ, თუ...

არქეოლოგები ამბობენ: მიწა საინტერესო წიგნია, თითო ფურცელს (ნაიდაგის თითო შრეს) შეუძლია საუკუნეების წინათ მომხდარ ამბებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვცესო.

მოდით, ეს სიტყვები შევაბრუნოთ: წიგნის ან გაზეთის ფურცლები არქეოლოგთა საკვლევი ობიექტებია, რაც მეტს ფურცლავ, მით მეტად ეფლობი ისტორიაში...

ჰოდა, თქვენ წინაშე არსებული გაზეთი, 1934 წლიდან გამოდის და საკუთარ წიაღში უამრავ მნიშვნელოვან მოვლენას ინახავს. თან, რაც მთავარია, რადიოკარბონული დათარიღება საჭირო არ არის - "ლელოს" უძველეს ნიმუშებზეც გარკვევით იკითხება თარიღები.

2014 წლის 13 აპრილს ჩვენი გაზეთი 80 წლისა შესრულდება. იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ახალ რუბრიკას: "...წლის წინათ". ქართული სპორტის გაუხუნარ ფაქტებს იმ იმედით გავიხსენებთ, რომ შიგადაშიგ შეგვხვდება საინტერესო არტეფაქტი, პუბლიკაცია, რომელიც ისეთთა კატეგორიიდანაა, ათწლეულებს რომ უძლებს. კლასიკად რომ იწოდება...

დღეს 25 აპრილია. 32 წლის წინათ სწორედ ამ დღეს, გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "მატჩი, რომელმაც ფინალის საგზური მოგვიტანა". რა შეხვედრაზე, რა შეჯიბრებასა და რა ფინალზეა ლაპარაკი, ქვემოთ წაიკითხავთ.

ვაჟა სიმონიშვილი

მატჩის წინ

"კოტე მახარაძე:

- როგორც იცით, ჩვენი ტურისტული ჯგუფი პოეტებით, მწერლებით, მსახიობებით, მხატვრებით და მომღერლებით დაკომპლექტდა, იმ ვარაუდით, რომ როტერდამში ჩვენს ბიჭებს მხარში ამოდგომოდნენ და გაემხნევებინათ, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ჩვენი ფეხბურთელები როტერდამში დააბინავეს, ჩვენ კი... ამსტერდამში. ფაქტიურად ბიჭები მხოლოდ ერთხელ ვნახეთ, ისიც თამაშის შემდეგ (?).

22 აპრილს როტერდამში ჩავედი. საღამოს კი გუნდთან ერთად ავტობუსით სტადიონისაკენ გავემართე. ქალაქში არ იგრძნობოდა, რომ ორიოდე საათში ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალური გადამწყვეტი მატჩი უნდა დაწყებულიყო. გამაოცა და გამახარა ჩვენი ბიჭების სიმშვიდემ. ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებული საბოლოო გამარჯვებაში. მასპინძლებმა კომენტატორის ჯიხური მიჩვენეს, სადაც რატომღაც ფეხზე უნდა ვმდგარიყავი. თუმცა ორი დაძაბული ტაიმის განმავლობაში დაღლა არც კი მიგრძვნია. სასწრაფოდ დავუკავშირდი მოსკოვს და გადავეცი გუნდების სასტარტო შემადგენლობა."

"ლელო" - 06.05.1981

მატჩი, რომელმაც

ფინალის საგზური

მოგვიტანა!

როტერდამი. "ფეიენოორდის" სტადიონი. 22 აპრილი.

ფეიენოორდი (როტერდამი) 2

დინამო (თბილისი) 0

"დინამო": გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.

მსაჯები : ფ. ვერერი, ი. ლოზერტი, ხ. როხაზკა (ყველა - ავსტრია).

გაფრთხილებულია ხინჩაგაშვილი.

მატჩს ესწრებოდა 35.000 მაყურებელი.

"...ორი შეხვედრის ჯამში თბილისელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2 და პირველად თავიანთი არსებობის ისტორიაში მიაღწიეს ასეთ სერიოზულ წარმატებას დიდ საერთაშორისო ტურნირში - ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში. ისინი ფინალში გავიდნენ.

...არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აღუნიშნავად დავტოვოთ ავსტრიელი არბიტრის ფ. ვერერისა და მისი "ერთგული" თანაშემწეების ყოვლად უპრინციპო, არაობიექტური და მიკერძოებული მსაჯობა. იშვიათად, რომ ერთ მატჩში მსაჯმა ამდენჯერ შეძლოს ასეთი დახმარება გაუწიოს ერთ გუნდს და ხელი შეუშალოს მეორეს. მასპინძლები განუწყვეტლივ უხეშობდნენ, ამას კი ფ. ვერერი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ საკმარისი იყო წესი დაერღვია ხინჩაგაშვილს, რომ არბიტრის გულის ჯიბიდან მაშინვე "ამოცოცდა" ყვითელი ბარათი, ეს კი შ. ხინჩაგაშვილის მეორე გაფრთხილებაა, მიმდინარე ევროპულ გათამაშებაში.

ვერერმა დაუყოვნებლივ დანიშნა პენალტი, როცა დარღვევა შეამჩნია დინამოელთა საჯარიმო მოედანზე, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, დარღვევები ხდებოდა "ფეიენოორდის" საჯარიმო მოედანზე, ერთ-ერთ მომეტში ყოვლად დაუშვებელი, აკრძალული ილეთით გაუმასპინძლდნენ შენგელიას, ავსტრიელმა მსაჯმა კი საჩქაროდ გაასავსავა ხელები - არაფერი მომხდარაო.

...თბილისის "დინამომ" ამ მატჩში 3 ბურთი გაიტანა ჰოლანდიელთა კარში, ვერერი და მისი თანაშემწეები კი საოცარი "სინქრონული" წესით მოქმედებდნენ - ოფსაიდს ოფსაიდზე აღნიშნავდნენ."

"ლელო" - 25.04.1981

ნამატჩევს

ჯანსუღ ჩარკვიანი:

- თამაშის დამთავრების შემდეგ გასახდელში ჩავცვივდით, ცალკე ფინალში გასვლის სიხარულით და ცალკე მსაჯთა უსამართლობით გულგავსებულებს ტირილი გვინდოდა და... გული სიმღერით მოვიოხეთ. "ცისფერმა ტრიომ" და ანსამბლ "ივერიის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასილაიამ გამარჯვების "მრავალჟამიერი" დააგუგუნეს, ყველა ავყვევით. ბიჭები გასაპნულები იყვნენ, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ, ვეხვეოდით, ვულოცავდით, ვკოცნიდით... ამის მოგონება ახლაც ჟრუანტელს მგვრის. ის "მრავალჟამიერი", ალბათ, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო "მრავალჟამიერად" დარჩება.

მერე ყიფიანი მოვიდა და შემოგვჩივლა:

- ნახეთ რა მიქნეს, შხამიანი ბუცები ეცვათ თუ რა იყოო? - დათოს დასერილ და დალურჯებულ ფეხებს რომ დავხედეთ, ელდა გვეცა."

"ლელო" - 06.05.1981

ფინალისტის

დაბრუნება

"გაზაფხულის ნამდვილი სადღესასწაულო დარი დახვდა დინამოელებს თბილისში. ფინალში გასულ ბიჭებს რომ ეკადრებათ, ისეთი...

ჩამოფრინდნენ! - დაიძახა ვიღაცამ და უამრავი ხალხი მიაწყდა საფრენ ბილიკზე გასასვლელ დერეფანს. იგი ვიწროა და ყველას ვერ იტევს. ჟურნალისტები წინ გასვლას ვცდილობთ. დიდი მონდომების შედეგად "ლიდერთა" რიგებში ვხვდებით - ტრანსპარანტებითა და ბაირაღებით ხელდამშვენებულ გულშემატკივრებს წინ მივუძღვებით.

ლაინერი ჯერ კიდევ მოძრაობს.

ხომალდის ეკიპაჟის მეთაური, პირველი კლასის გამოცდილი პილოტი იური ზუიკოვი სიამოვნებით იღიმება: ძვირფასი "ტვირთი" მან ზუსტად დროზე, გრაფიკით ჩამოიყვანა თბილისში. ყოველივეს ვიწერ, ვიცი, რომ ერთობ დააინტერესებს მკითხველებს დღეს და მომავალშიც...

6 აპრილი გამახსენდა. თბილისის აეროპორტის ღამე, მოსაცდელ დარბაზში მოგროვილი ჰოლანდიელი ფეხბურთელები, ჟურნალისტები და "ფეიენოორდის" უამრავი გულშემატკივარი. გამახსენდა პრესკოფერენციაზე მეტოქის მწვრთნელის ვაცლავ იეჟეკის მიერ წარმოთქმული სიტყვები - "დინამო" ტექნიკური, მაგრამ გატეხილი გუნდიაო, - სიტყვები, რომელიც ჰოლანდიელი ჟურნალისტების გასაგონად იყო ნათქვამი.

მეორე დღეს, სასტუმრო "აჭარის" დარბაზში, ჰოლანდიელთა გუნდი თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრის ვიდეოჩანაწერს უცქერდა (ვიდეოჩანაწერი "დინამომ" შესთავაზა "ფეიენოორდს")...

დამთავრდა ჩანაწერის გასინჯვა და დარბაზში შუქი ჩართეს... ახლაც თვალწინ მიდგას იეჟეკის დაბნეული სახე, მას აღარ უთქვამს "დინამო" გატეხილი გუნდიაო, ნიკაპზე ხელი მოისვა და თავისთვის ჩაილაპარაკა - ანო! ტო იე ფანტასტიკა! - (შორიახლო ვიდექი და გარკვევით გავიგონე ეს სიტყვები).

8 აპრილის მატჩის დროს ჰოლანდიელი ჟურნალისტები აღტაცების გამოსახატავად ხშირად ხმარობდნენ სიტყვას - "ფანტასტიკა".

- თბილისი დიდი ფეხბურთის ქალაქია - ეს სიტყვებიც იეჟეკს ეკუთვნის და ამჯერად უკვე თამაშის შემდეგ არის ნათქვამი...

ნნნ

თვითმფრინავი გაჩერდა. ლაინერს ორი კარი აქვს და ორი ქათქათა ტრაპი მოცურავს თვითმფრინავისკენ...

ხალხი მჭიდრო რკალად ეკვრის ერთ-ერთ ტრაპს. ყველაზე წინ ტრაპის კიბეზე, ბლოკნოტებითა და მიკროფონებით ვდგავართ, მარჯვნივ და პირდაპირ ტრანსპარანტები მოჩანს: "სულ გამარჯვებით გევლოთ ჩვენო ოქროს ბიჭებო", თბილისის "დინამოს" ვულოცავთ ფინალში გასვლას", "დიდება ლომკაცებს"!

ნნნ

მგზავრები თვითმფრინავიდან ჩამოდიან, ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ. გონების თვალით სალონში გადავდივარ. დინამოელები კარისკენ იცქირებიან, ყველას სურს დაინახოს რა ხდება იქ, ქვევით, "მიწაზე".

აი ახლა, გვერდზე გაიწევა კარში მდგომი სტიუარდესა და პირველი გამოჩნდება ალექსანდრე ჩივაძე (რატომღაც მგონია, რომ პირველი ჩივაძე უნდა გამოჩნდეს), სტიუარდესა გვერდზე იწევს, ვიღაცას გზას უთმობს და... კარში ნოდარ ახალკაცი გამოჩნდა... სასულე ორკესტრი მარშს უკრავს. გაისმის შეძახილები, ტაში, ახალკაცს მოჰყვებიან კოსტავა, შენგელია, მერე - ხინჩაგაშვილი, ყიფიანი, ჩივაძე. პირდაპირ ტრაპზე ვართმევთ ინტერვიუს შოთა ხინჩაგაშვილს. მას დაღლილი, თითქოს მოწყენილი სახე აქვს... სინანულით ამბობს - ორი გაფრთხილების გამო (ერთი ინგლისში და ერთიც როტერდამში) ფინალურ შეხვედრაზე მაყურებლის როლში გამოვალო - თუმცა ყველას გვწამს, რომ გუნდის ფინალამდე მისვლისათვის ხინჩაგაშვილმა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ახლა დათო ყიფიანს გამოველაპარაკეთ. იგი ნათესავების, გულშემატკივრების, მეგობრების გარემოცვაშია, კითხვებზე ნაწყვეტ-ნაწყვეტად გვპასუხობს:

- ...სტუმართმოყვარეობა? კარგად შეგვხვდნენ, თბილად მიგვიღეს თუმცა ჯობდა ცივად მივეღეთ და "თბილად", ადამიანურად ებრძოლათ და ემსაჯათ მინდორზე... მატჩის კომისარი? არ ვიცი ვინ იყო, კომისარი არ გვაჩვენეს, თვალით არ გვინახავს...

- იქაური პრესა რას წერს თამაშის შესახებ?

- არ ვიცი, არ ვიცი. დღეს იქნებ თავი დამანებოთ, თქვენი ჭირიმე, დაღლილი ვარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ.

დათოს გასასვლელისკენ მიაცილებენ. ახლა სვანაძე მოვიხელთეთ...

- კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?

- არა, არავინაა თავისი თამაშით კმაყოფილი, მსაჯებმა დაგვაშინეს, პირველი გოლი რომ არ ჩაგვითვალეს, უკვე მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით...

თამაშის შემდეგ იეჟეკი შემოვიდა გასახდელში და ფინალში გასვლა მოგვილოცა. ოთარ გაბელიამ ჰკითხა - ალბათ კმაყოფილი ბრძანდებით მსაჯობის "ობიექტურობითო"? - იეჟეკს არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაწითლდა, დიახ, გაწითლდა და სასწრაფოდ დატოვა გასახდელი...

ნნნ

შაბათის სამსაათიანი შესანიშნავი საფეხბურთო ტელეგადაცემა მახსენდება. იმ გადაცემაში ფეხბურთის საბჭოთა სპეციალისტები ერთხმად აღიარებდნენ უცხოელი მსაჯების არაობიექტურობას. კარგი იქნება, ზოგიერთი ჩვენებური მსაჯის არაობიექტურობასაც თუ ასე გულწრფელად ამხელენ ხოლმე ფეხბურთის პატივცემული სპეციალისტები, იმ პრინციპით "მოყვარეს პირში უძრახე"... თორემ მტერს და დუშმანს რამდენიც გინდა უძრახე გნებავთ, პირში და გნებავთ ზურგს უკან, იმისათვის სულ ერთია, იმან თავისი "შავი საქმე" გააკეთა და არის ახლა მშვიდად საკუთარ სახლში. განმკითხავი არავინა ჰყავს.

ახლა გაბელიას მოხელთებას ვცდილობთ...

აუჰ, რამხელა სიხარულია! ფეხბურთელებს ეხვევიან, კოცნიან... როგორ გინდა ახლა ვინმეს მიეკარო ინტერვიუს ასაღებად ამ "სიხარულის ზღვაში".

ნნნ

შაბათს რედაქციაში ვმსჯელობდით, ერთი კაცი წასულიყო თუ ორი აეროპორტში მასალის მოსამზადებლად. ახლა ვნანობ "ლელოს" მთელი შტატი რომ აქ არ არის. განა ერთ საგაზეთო წერილში შეიძლება ამხლა ბედნიერების ჩატევა?..

ფეხბურთელები ნათესავებმა, მეგობრებმა მანქანებში ჩაისვეს, ზოგი "დინამოს" იკარუსში მოთავსდა და ეს მოზეიმე კოლონა ბაირაღებით და ტრანსპარანტებით დაძრა შინისკენ...

ნნნ

ერთხელ რედაქციაში რამდენიმე ანალოგიური ხასიათის წერილი მოვიდა:

"რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ეს ფეხბურთი! ღირს კი ამდენი დავიდარაბის, აჟიოტაჟის, ხმაურის ატეხვად? ბურთი მრგვალია, ხან იქით გადაგორდება და ხან აქეთ გადმოგორდება, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, ამისთანა?!"

ის წერილები რედაქტორმა მე დამეწერა. პასუხი არ გავეცი... ან რა უნდა მეპასუხა. უჯრაში შევინახე... დაე, ამ სტატიის დაბოლოება ყოფილიყოს იმ წერილების პასუხი... და თუ "რა გახდა ეს ფეხბურთი?" მათ გიპასუხონ, აეროპორტში სიხარულის ცრემლით რომ ტიროდნენ, ყველა იმ ქართველმა გიპასუხოთ, ვინც 22 აპრილს შუაღამისას "დინამოს" გამარჯვებას ზეიმობდა...

ჰკითხეთ და ალბათ უსათუოდ გიპასუხებენ..."

თამაზ ჭეიშვილი,

"ლელო" - 28.04.1981

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა