ლელოს ფედერაციამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ბავშვთა ფესტივალი ჩაატარეს
ამას წინათ საქართველოში ჩამოყალიბდა ლელოს ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად არჩეულია გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

ფედერაცია აქტიურად შეუდგა მუშაობას. ტარდება შეჯიბრებები; ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ისევე, როგორც ქართული ჭიდაობა აძლიერებს შესაბამის საერთაშორისო სახეობებს, ლელობურთმა ხელი შეუწყოს საქართველოში რაგბის მასობრიობას, ნიჭიერ ახალგაზრდებს გზა გაუკვალოს დიდ რაგბიში.

ერთობლივად სწორედ ამ სულისკვეთებით ჩაატარეს სამტრედიაში ლელოს ფედერაციამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ბავშვთა ფესტივალი ლელოში მარტვილის, საჩხერის, ხობის, სამტრედიის და ქუთაისის გუნდების მონაწილეობით.

მოზარდებმა ცენტრალურ სტადიონზე ითამაშეს როგორც რაგბი, ასევე ლელო. ფესტივალი ჩატარდა მაღალ დონეზე.

თამაშების დამთავრების შემდეგ გუნდები დააჯილდოვა სამტრედიის რაიონში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ყოფილმა მორაგბემ და ამჟამად ლელოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა