ჩვენი ვარაუდი გამართლდა - ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი)სექტემბრის ბაშოზე კარგი გამოსვლა დაუფასდა და ოფიციალურ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) 23 წლის ქართველ სუმოისტს კომუსუბის ტიტული მიენიჭა.

ჩვენი ვარაუდი გამართლდა - ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი)სექტემბრის ბაშოზე კარგი გამოსვლა დაუფასდა და ოფიციალურ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) 23 წლის ქართველ სუმოისტს კომუსუბის ტიტული მიენიჭა. ეს სუმოს იერარქიაში მეოთხე წოდებაა დიდი ჩემპიონის (იოკოძუნა), ჩემპიონის (ოძეკი) და სეკივაკეს შემდეგ. მართალია, გორგაძე მეორე ქართველი კომუსუბია ლევან ცაგურიას (კოკაი) შემდეგ, მაგრამ პირველი ჩვენებურია, რომელმაც დაკარგული ტიტულის დაბრუნება შეძლო. დღეიდან ტოჩინოშინი ოფიციალურად ატარებს დასავლეთის კომუსუბის ტიტულს, მოქმედ სუმოისტთა შორის ის რეიტინგით მეცხრეა.

191 სმ სიმაღლისა და 158-კილოიან გორგაძეს კარიერაში 186 ორთაბრძოლა მოუგია და 138 წაუგია. უმაღლეს დივიზიონში მისი ბალანსი ჯერჯერობით უარყოფითია: 111-114. ტოჩინოშინმა ორჯერ მოიგო "მებრძოლი სულის" პრიზი. ჩვენებური ივლისის ბაშოზე პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, მაგრამ სუპერტურნირი 6-9 შედეგით დაამთავრა და მე-2 მაეგაშირობამდე ჩამოაქვეითეს, თუმცა სექტემბერში იყოჩაღა, 9-6 ბალანსი აჩვენა და პრესტიჟული წოდებაც დაიბრუნა.

ქართული სუმოს პიონერი კოკაი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა იქნება. მან წინა ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა და 2 საფეხურით წაიწია. კოკაი 29 წლისაა, კარიერაში 392 ორთაბრძოლა მოიგო და 360 წააგო (295-320 უმაღლეს დივიზიონში). "შავი ზღვა" 2006 წლის შემოდგომის ორ ბაშოზე ატარებდა კომუსუბის ტიტულს.

კარიერაში ასე მაღლა არასოდეს ყოფილა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). 24 წლის მძიმეწონოსანმა (199 კგ) უმაღლეს დივიზიონში სულ ორი ბაშო ჩაატარა, სექტემბერში 10-5 ბალანსი აჩვენა და მე-15 მაეგაშირობიდან აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას პოზიციაზე გადაინაცვლა.

პროფესიულ სუმოში კვლავ ერთი დიდი ჩემპიონი რჩება - მონღოლი ჰაკუჰო. ოძეკი ოთხია: კოტოოშუ, ბარუტო, ჰარუმაფუჯი და კაიო, სეკივაკე - ორი: ტოჩიოძანი და კაკურიუ. ტოჩინოშინთან ერთად კომუსუბის ტიტულს არანი ატარებს. გამოდის, რომ 9 ტიტულიანი სუმოისტიდან 3 მონღოლია, 4 ევროპელი (ბულგარელი, ქართველი, ოსი და ესტონელი) და მხოლოდ 2 იაპონელი.

ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, დასავლეთის კომუსუბი ბაშოს პირველ დღეს იოკოძუნას ხვდება. ამიტომაც დიდი შანსია, ლევანი ჰაკუჰოს დაეჭიდოს, დიდ მონღოლს, რომელსაც 62 ორთაბრძოლაა, რაც არ წაუგია.

წლის უკანასკნელი ბაშო კუნძულ კიუშუზე (ადრე რუსულის გავლენით კიუსიუს რომ ვუწოდებდით), "ფუკუოკა კოკუსაი" ცენტრში გაიმართება 14-დან 28 ნოემბრის ჩათვლით.

ნოემბრის ბანძუკე

აღმოსავლეთი ტიტული დასავლეთი

ჰაკუჰო იოკოძუნა -

კოტოოშუ ოძეკი ბარუტო

ჰარუმაფუჯი ოძეკი კაიო

ტოჩიოძანი სეკივაკე კაკურიუ

არანი კომუსუბი ტოჩინოშინი

კისენოსატო მაეგ 1 კოტოშოგიკუ

ამინიშიკი მ 2 ასასეკირიუ

ჰომაშო მ 3 კიტატაიკი

ჰაკუბა მ 4 ტაკეკაძე

იოშიკაძე მ 5 ვაკანოსატო

კოკაი მ 6 ტოკუსეგავა

კოტოკასუგა მ 7 კიმურაიამა

ტამავაში მ 8 შიმოტორი

კიოკუტენჰო მ 9 ტოიონოშიმა

გაგამარუ მ 10 ტოსაიუტაკა

მოკონამი მ 11 ტოკიტენკუ

ტაკამისაკარი მ 12 ბუშუიამა

სოკოკურაი მ 13 ტოჩინონადა

გოეიდო მ 14 მიაბიამა

კორიუ მ 15 კასუგაო

შოტენრო მ 16 ოკინოუმი

ჰოკუტორიკი მ 17 -

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა