26 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონი "ბარსელონა" ყაზახურ "ყაირატს" დაუპირისპირდება, საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" - მოსკოვის "დინამოს"
26 აპრილს დიდი ფუტსალი იწყება. სპორტის სასახლეში ევროპის საკლუბო ჩემპიონი "ბარსელონა" ყაზახურ "ყაირატს" დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" - რუსეთის საუკეთესო კლუბს, მოსკოვის "დინამოს".

ოთხთა ფინალამდე ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება: დარბაზი უკვე გაფორმებულია, უეფას გამოგზავნილი ახალი შავი ფერის პარკეტი კი 25 აპრილს დააგეს - ასეთი რანგის ტურნირები სხვა ფერის საფარზე არ ტარდება.

პარალელურად, სპორტის სასახლეში აპარატურას ამონტაჟებს "ევროსპორტი", რომელსაც ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს. რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა, საქართველოდან კი ეს უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს.

ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოს დედაქალაქს ბევრი ცნობილი სტუმარი ეწვევა: უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებისა და კლუბების თავკაცები და ა.შ.

ტურნირის პარალელურად, დედაქალაქში გაგრძელდება სპორტული ზეიმი. 26 აპრილს, 15 საათიდან სპორტის სასახლესთან გრეხეტბოლსა და მინი-ფეხბურთში გასართობი თამაშები დაიგეგმა. გამარჯვებულებს პრიზებს ტურნირის სპონსორი კომპანია "ადიდასი" გადასცემს.

ერთი საინტერესო ისტორია, თუ რამდენად სასარგებლოა ფუტსალისა და მისი "ალალი ბიძაშვილის", მინი-ფეხბურთის თამაში კლასიკური ფეხბურთის ასათვისებლად:

"ლივერპულისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკას ლეივა ამბობს, რომ ბრაზილიელი მოზარდების მსგავსად, კარიერა ფუტსალის თამაშით დაიწყო და ეს გატაცება დაეხმარა, დღეისათვის პრემიერლიგაში თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი რომ არის.

"შეზღუდული სივრცის გამო, ფუტსალი ხელს უწყობს ტექნიკის განვითარებას, ბურთის უკეთესი ფლობის უნარს, პასის კულტურისა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას.

წლების განმავლობაში ამ სახეობაში ვარჯიშმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. პირველად 5 წლისამ სწორედ ფუტსალი ვითამაშე და ესტრელა დუ სულის გუნდში ბურთს 12 წლამდე ვაგორებდი, რის შემდეგაც ბალახის საფარზე გადავედი.

შეუძლებელია, პატარა ბურთით ტექნიკა არ გააუმჯობესო. დიდ ფეხბურთში იშვიათად მეგულება ისეთი ტექნიკური მოთამაშე, როგორიც ფუტსალელი ფალკაო არის. ასე რომ, სანამ დიდ ფეხბურთზე ივლის, მიმაჩნია, რომ ბავშვმა ფუტსალის გაკვეთილები აუცილებლად უნდა გაიაროს", - ამბობს ლეივა.

იმავეს ამტკიცებენ კლარენს ზეედორფი, ბებეტო, დანიელ ალვეში.

ფუტსალის ოსტატების თამაშის ხილვა მართლაც დიდი სიამოვნებაა. ქართველ გულშემატკივარს ეს ბედნიერება 26 და 28 აპრილს ელის.

ყველანაირი მოტივაცია არსებობს - მორალური და ემოციური, რომ არ დავიზაროთ და შეხვედრებს დავესწროთ. ასე რომ, 26 აპრილს ყველანი თუ არა, 10 ათასი კაცი მაინც უნდა მივიდეს სპორტის სასახლეში და ჩვენს საყვარელ გუნდს, "იბერია სტარს" უქომაგოს, რომელსაც საქართველოს ღირსება ბევრჯერ დაუცავს.

26 აპრილს იმავეს რუსეთის საუკეთესო კლუბთან, მოსკოვის "დინამოსთან" შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება და დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს. სალაროები ღიაა 11-დან 18 საათამდე.

უეფას ფუტსალის თასი. ოთხთა ფინალი

26 აპრილი

იბერია სტარი-მოსკოვის დინამო 18:00

ბარსელონა-ყაირატი 20:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისში "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი გვესტუმრება!

"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა

"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება

"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა

უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა