რამდენიმე დღის წინ "ჩელსის" 21 წლის ბელგიელი ვარსკვლავი პრემიერლიგის ორი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის პრეტენდენტად დასახელდა
რამდენიმე დღის წინ "ჩელსის" 21 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პრემიერლიგის ორი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის პრეტენდენტად დასახელდა.

პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე წარადგინა.

პირველ შემთხვევაში მას ხუან მატას (ჩელსი), ლუის სუარესის (ლივერპული), რობინ ვან პერსის, მაიკლ კერიკისა (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) და გარეთ ბეილის (ტოტენჰემი) კონკურენციის გაძლება მოუწევს; მეორე პრიზზე კი მისი კონკურენტები არიან: გარეთ ბეილი, ჯეკ უილშირი (არსენალი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი) და კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა).

აზარმა მსგავსი აღიარება "ლილში" ასპარეზობის დროს 2-2-ჯერ დაიმსახურა. ლიგა 1-ში წლის ფეხბურთელად ის 2011 და 2012 წლებში დაასახელეს, წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად კი 2009 და 2010 წლებში.

აი, რას ამბობს ბელგიელი ვარსკვლავი:

"საფრანგეთში წლის ფეხბურთელად დამასახელეს და შესაბამისად, ვიცი, რამხელა პატივიც არის.

ჩემთვის ნომინანტობაც კი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მიმდინარე სეზონში კარგად ვთამაშობ.

თუკი ევროპალიგაზე ვიმარჯვებთ, ეს კიდევ უფრო დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის. მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ჯილდოები.

პრიზის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი ხუან მატაა. ის ძალიან კარგად თამაშობს, გოლებიც გააქვს და პასებსაც არიგებს.

მე მას პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის კი ჩემი თანამემამულეები ლუკაკუ და ბენტეკე დაასახელეს. რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მისი წარმატება ძალიან გამახარებს", - თქვა აზარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა