ამბები "ლივერპულის" ლაზარეთიდან
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ 22 წლის უნივერსალი მცველი მარტინ კელი გუნდს მხოლოდ 2013/14 წლებისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.

ბედშავმა მარტინმა მუხლის ჯვარედინი მყესები გასული წლის სექტემბერში გაიწყვიტა. ექიმებმა რამდენჯერმე დათქვეს ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღი, მაგრამ მკურნალობა პროგნოზის მიხედვით ვერ წარიმართა.

კელიმ მსუბუქი ინდივიდუალური ვარჯიში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

"მიმდინარე სეზონში მარტინის მოედანზე გაყვანის აზრს ვერ ვხედავ, მანამ ვიდრე ამის უფლებას მივცემთ, ჯობია, ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მას საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის ხარჯზე გარისკვას არ ვაპირებთ," - აცხადებს როჯერსი.

აქვე გეტყვით, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ რაჰემ სტერლინგი და ფაბიო ბორინი. ასე რომ, ისინი შეიძლება 27 აპრილს ვიხილოთ "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა