გრენ პოლმა „ტოტენჰემის“ კარში ნანის მიერ გატანილი გოლი განიხილა
პრემიერლიგის მიმოხილვაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბის, ნანის მიერ „ტოტენჰემის“ კარში გატანილ გოლზე გავამახვილეთ ყურადღება. კაცმა რომ თქვას, გოლი იმდენად კურიოზული იყო, რომ მასზე ყურადღების გამახვილებას დიდი ჟურნალისტური ალღო არ სჭირდებოდა და არც ის გახლავთ გასაკვირი, მთელმა ინგლისურმა მასმედიამ მეორე დღეს მის გარჩევას დიდი ადგილი რომ დაუთმო. ჩვენ „დეილი მეილს“ მივაშურეთ და წარსულში ფიფას მსაჯის გრემ პოლის შეფასებას გავეცანით.

„ისევე როგორც ყველა „ოლდ ტრეფორდზე“ მომხდარი ამბის შემდეგ თვალებს ვერც მე ვუჯერებდი, - წერს პოლი. - ეს პრემიერლიგის ისტორიაში ერთერთი ყველაზე უცნაური გოლი იყო. ჩემი აზრით, მსაჯი მარკ კლეტენბერგი წეს-კანონის მიხედვით მართალი ბრძანდებოდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დამაჯერებლობა აკლდა და ამიტომაც იმდღევანდელ შეხვედრას იარასავით დააჩნდა".

ქვემოთ ეპიზოდის გრემ პოლისეულ ანალიზს გთავაზობთ:

1. უცნაური ამბების ჯაჭვში პირველი ის ეპიზოდი იყო, როდესაც ნანი „ტოტენჰემის“ საჯარიმოში პენალტს ითხოვდა. ეს მომენტი ყველამ კარგად დაინახა, მათ რიცხვში „სფურზის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა. კერძოდ, როდესაც ნანი ლონდონელი მცველის იონ ქაბულის ჩამოტოვებას ლამობდა, შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ქაბულმა მას უბიძგა. ნანი, როგორც შემტევი ფეხბურთელების წესია, მეტისმეტად იოლად წაიქცა. კლეტენბერგმა ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და ამიტომაც გასაგებ ჟესტს მიმართა – აჩვენა პენალტს არ ვნიშნავო და ხელები ზურგსუკან შემოიწყო.

ამ ეპიზოდში არბიტრი მართალი იყო, რადგან ქაბულმა ნანის ძალიან უმნიშვნელოდ უბიძგა და პენალტი რომ დაენიშნა, შეიძლება წესების წინაშე მართალი ყოფილიყო, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი დარღვევის გამო არავინ უსტვენს.

2. შემდეგი მომენტი, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, გახლავთ ის, როდესაც, „სფურზის“ სასარგებლოდ ჯარიმის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ არ დაინიშნა. დავაზუსტოთ: თუ დაკვირვებიხართ, ფეხბურთელები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წააქციეს, მოედანზე გაგორებულები ბურთს ჩაბღუჯავენ ან უბრალოდ ხელს გაკრავენ ხოლმე. ამით მსაჯზე ზემოქმედებენ, მეტი რაღა გინდა, რატომ არ უსტვენო. ნანიმაც ზუსტად ეს გააკეთა, მაგრამ კლატენბერგმა არ დაუსტვინა, რადგან დიდი შანსია მისი პოზიციიდან ეს არ გამოჩენილიყო. თუმცა, ასე მოხდა თუ ისე, „ტოტენჰემის“ მეკარეს ეურელიო გომეშს ის არ უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა. მას ბურთი ხელში საერთოდ არ უნდა აეღო, რადგან ასეთ დროს – როდესაც პენალტს არ ნიშნავს - მსაჯს შეიძლება თამაშის გაგრძელება ერჩივნოს.

3. თუ გომეშს ეგონა, რომ მსაჯმა ნანი ხელით თამაშისთვის დააჯარიმა და თავისუფალი აქვს შესასრულებელი, რატომ წავიდა ბურთის თამაშში შესატანად წინ თითქმის მთელი 10 მეტრით? გაჩერებულიყო ადგილზე და დალოდებოდა მსაჯის სასტვენს.

დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კლეტენბერგს არც დაუსტვენია და ფეხბურთელებისთვის არც არაფერი უნიშნებია, მაგრამ თუ გომეშს მაინც ჯარიმა ეგონა, ბურთი ხაზგასმით იმ ადგილას უნდა დაედო, სადაც ნანიმ მას ხელი მოკიდა და მაშინ მანჩესტერელი რომც წამომხტარიყო და კარში შეეგდო, კლეტენბერგი გოლს არ ჩათვლიდა.

4. იმ შემთხვევაში თუ კლეტენბერგი ეპიზოდის ჩამთავრებას ელოდებოდა და ამის მიხედვით აპირებდა ხელით თამაშისთვის ნანის დაჯარიმებას ან არ-დაჯარიმებას, მაშინ, როგორც კი გომეშმა ბურთი შეიპყრო ეპიზოდი დასრულებულად უნდა ჩათვლილიყო. შესაბამისად, ხელით თამაშს აღარავინ „გაიხსენებდა“.

5. ყველა მაღალი კლასის მსაჯი ვალდებულია „ნებისმიერ ფასად გამარჯვების“ მენტალიტეტს ებრძოლოს. დღეს, როდესაც ფეხბურთელები სიმულიანტობენ და ვითომ ტკივილისგან იგრიხებიან, რაინდულ სულისკვეთებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნანიმ კარგად იცოდა, რომ გომეშმა ბურთი ჯარიმის დასარტყმელად დადო და ამიტომ შეყოვნდა, თუმცა ის რაც მან გააკეთა წესის დარღვევა არ იყო.

6. კლეტენბერგი თანამსაჯთან სათათბიროდ რომ მივიდა, ეპიზოდი იქ უნდა გარკვეულიყო. ასისტენტმა საიმონ ბეკმა კარგად იცოდა, რომ გავიდა გოლი, რომელიც ყველას უსიამოვნო და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას დაუტოვებდა. შესაბამისად, როგორც კაცს, რომელსაც ნანის მიერ ბურთისთვის ხელის მიკარება ნანახი ჰქონდა, კლეტენბერგისთვის მდგომარეობიდან გამოსვლის და გოლის გაუქმების შანსი უნდა მიეცა.

7. „სფურზის“ ფეხბურთელების პროტესტი გასაგები იყო. კლეტენბერგი, წესებს მშრალად თუ მივყვებით, არ შემცდარა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იმდენად არაბუნებრივი გახლდათ, რომ პროტესტს აუცილებლად გამოიწვევდა. ერთი სიტყვით, იმ მომენტს ორი დასრულება შეიძლებოდა ჰქონოდა - გოლის ჩათლვა და ხელით თამაშისთვის ჯარიმის დანიშვნა. პირადად მე ჯარიმას დავნიშნავდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა