კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გაძლიერდება
მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" შესანიშნავად ასპარეზობს და ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ვინჩენცო მონტელას გუნდი "მილანს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და ბუნებრივია, სამეულში შეძრომის საკმაოდ კარგი შანსებიც აქვს.

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ პრესასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გაძლიერდება განურჩევლად იმისა, მოიპოვებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურს:

"დიდი იმედი მაქვს, რომ "მილანს" ჩამოვიტოვებთ და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩვენ დაგვრჩება.

თუმცა, რაც უნდა მოხდეს, ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ და ახალწვეულთა შერჩევას აქედანვე ვცდილობთ.

გვარებს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშეს რომ გადავიბირებთ, წყალი არ გაუვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მიზნები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე არაა დამოკიდებული და გადახედვას არ ექვემდებარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა