ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XXXV ტურის წინ: ფერგიუსონი მოურინიოს რეკორდს უტევს

პრემიერლიგა. XXXV ტურის წინ: ფერგიუსონი მოურინიოს რეკორდს უტევს

"არსენალი" "იუნაიტედისთვის" აღარ არის ძველებურად საძულველი მეტოქე, მაგრამ მანკუნიანელებს მე-20 საჩემპიონო ტიტულის განაღდების შემდეგ სულ სხვა რამ აღელვებთ

გამოწვევა ექსჩემპიონს

ჩემპიონატების ბოლო ტურებში ხშირად ხდება, როცა ესა თუ ის გუნდი კონკრეტულ სატურნირო მოტივაციას კარგავს. ჩემპიონის ვინაობის გარკვევის შემდეგ ინგლისში ასეთი წყვილები უკვე ბევრია.

შეუძლებელია, ტიტულთან ოფიციალურად გამოთხოვებამ "მანჩესტერ სიტის" ხასიათზე უარყოფითად არ იმოქმედოს. "ვესტ ჰემს" კი არსად არ ეჩქარება. არც წინსვლის შანსი აქვს და არც გავარდნა ემუქრება. კლუბის ხელმძღვანელებთან საკუთარი კვალიფიკაცია დასამტკიცებელი მხოლოდ მწვრთნელებს აქვთ.

რობერტო მანჩინის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მოგეხსენებათ, სემ ელერდაისს კი "ჩაქუჩებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს და თუკი ზედიზედ მე-6 თამაშს არ წააგებს, "აპტონ პარკზე" დარჩენის უფრო საფუძვლიანი იმედი მიეცემა.

გარანტირებული მოგება?

უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე "ევერტონისა" და "ფულჰემის" წყვილში. "გუდისონ პარკზე" მასპინძელმა ზედიზედ 19 დაპირისპირება მოუგო ლონდონურ კლუბს. "ფულჰემს" ამ არენაზე უკანასკნელად 1949 წელს აქვს მოგებული.

მარტინ იოლის გუნდს ბოლო 4 ტურში კინკილა ქულა აქვს მოპოვებული და მას არც ახლა უნდა ჰქონდეს წარმატების იმედი. მით უფრო, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, დარჩენილ მატჩებში ის შემადგენლობის სერიოზულ როტაციას გეგმავს.

უკან დახევის უფლების გარეშე

"უიგანისა" და "ტოტენჰემის" წყვილში მოტივაციის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. მასპინძელს ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურს, სტუმარს - ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა.

რობერტო მარტინესმა და მისმა გუნდმა წინა სეზონში სასწაული ჩაიდინეს, როცა ფინიშის სწორს ძირითადად პრემიერლიგის ლიდერებთან ჭიდილში მოახერხეს დარჩენა.

გულშემატკივარი წელსაც ელის ანალოგიურის გამეორებას, მაგრამ ჯერჯერობით "ათლეტები" დუმან.

თუკი "უიგანმა" დღეს ქულა მაინც აიღო, გამოტოვებული თამაშის მოგების შემთხვევაში (7 მაისს "სუონსისთან") მას "ასტონ ვილაზე" მეტი ქულა გაუხდება. სწორედ ამიტომ მასპინძელს დღეს წაგების უფლება არ აქვს.

წყალწაღებულთა ბრძოლა

რისი თქმა შეიძლება "რედინგსა" და "ქუინზ პარკზე"? აუტსაიდერებს ერთმანეთში მხოლოდ იმის გარკვევა შეუძლიათ, რომელი უფრო წყალწაღებულია.

თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში ორივე გუნდი საბოლოოდ გაინაღდებს მომდევნო სეზონში ჩემპიონშიპში ასპარეზობას.

შურისძიება ლიგის თასის გამო

მიმდინარე სეზონში "ჩელსიმ" "სუონსის" "სტემფორდ ბრიჯზე" ერთხელ უკვე უმასპინძლა. ეს 9 იანვარს ლიგის თასის 1/2-ფინალში მოხდა. "გედებმა" მაშინ 2:0 იმარჯვეს.

რაც განმეორებით შეხვედრაში მოხდა, ეს ფეხბურთის გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება. ედენ აზარმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს დროის გაყვანის გამო კარგა გვარიანად უთავაზა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

Video

ედენ აზარმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს დაარტყა!

შურისძიება ერთია და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. კონკურენტების სუნთქვას ის ზურგს უკან გრძნობს.

რაფა ბენიტესმა იცის, რომ ერთი ფეხის გადაბრუნებაც და ლონდონელთა ფანები მას კიდევ უფრო მეტად შეიჯავრებენ. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ მეტოქის დაღლილობის მიუხედავად, "სუონსის" ამ შეხვედრაში წარმატების შანსი არ აქვს.

პრინციპის საკითხი

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ "ნიუკასლსა" და "ლივერპულს" სეზონის დარჩენილ ნაწილში მოტივაცია აკლიათ, "სენტ ჯეიმს პარკზე" გასამართ შეხვედრას ეს არ შეეტყობა. მიზეზი გუნდების სათამაშო სტილი და პრინციპულ მეტოქეებთან საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილია.

"ლივერპულს" ძალიან არ უნდა, რომ ზედიზედ მეორე სეზონი დაასრულოს "ევერტონზე" ქვემოთ. ანალოგიური სურვილი ამოძრავებს "ნიუკასლსაც". "კაჭკაჭები" "სანდერლენდს" უკვე 3 ქულით ჩამორჩებიან.

თუკი ინგლისურ ფეხბურთს დიდი ხანია უყურებთ, მაშინ არ დაგჭირდებათ იმის ახსნა, თუ რამდენად შეურაცხყოფილად შეიძლება გრძნობდნენ თავს ამ გუნდების ფანები.

მერსისაიდელები პირველად ითამაშებენ ლუის სუარესის გარეშე, ვისი მაგივრობაც დენიელ სტარიჯმა უნდა გასწიოს.

წინ, რეკორდისკენ

ბოლო წლების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ შეიძლება "არსენალი" "იუნაიტედისთვის" აღარ არის ძველებურად საძულველი მეტოქე, მაგრამ მანკუნიანელებს მე-20 საჩემპიონო ტიტულის განაღდების შემდეგ სულ სხვა რამ აღელვებთ.

2004/05 წლების სეზონში ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" პრემიერლიგაში დაგროვილი ქულებით (95) რეკორდი დაამყარა. მას მერე ამ შედეგს ახლოსაც კი არავინ გაკარებია.

და აი, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ეშმაკებს" ამის შანსი გაუჩნდათ. ამისთვის ალექს ფერგიუსონის შეგირდებს 12 ქულის აღება მართებთ.

თუმცა გულწრფელად გითხრათ, პირადად ნაკლებად გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია. "არსენალთან" მატჩის შემდგომ ხომ "იუნაიტედს" კიდევ ერთი რთული მეტოქე ელის - "ჩელსი". თუმცა "იუნაიტედს" ყველაზე მიზერული შანსისთვისაც ბოლომდე შეუძლია ბრძოლა. ასე რომ, ვნახოთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXV ტური

27 აპრილი

სიტი-ვესტ ჰემი 15:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაიკონი, მილნერი, დ. სილვა – ჯორჯ მაკარტნი, ჯეიმს ტომკინსი, დანიელ პოტსი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 84 თამაში: +38=15-31 (129-126)

ევერტონი-ფულჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: - სტივ სიდუელი

ტრავმა: ტონი ჰიბერტი, დარონ გიბსონი, ფილ იაგიელკა, ვიქტორ ანიჩებე – მაჰამადუ დიარა, აშკან დეჟაგა, საშა რიტერი, ნილ ეთერიჯი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 46 თამაში: +26=7-13 (79-44)

საუთჰემპ-ვესტ ბრომვ. 18:00

დისკვალიფიკაცია: - იუსუფ მულუმბუ

ტრავმა: ჯეიმს ვორდ-პრაუსი – კრის ბრანტი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა, ბილი ჯონსი, ისაია ბრაუნი

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +12=16-12 (49-46)

სტოკ სიტი-ნორვიჩი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარკ უილსონი, ჩარლი ადამი, მეტიუ ეთერინგტონი – ჯონ რადი, სტივენ უიტეკერი, მაიკლ ტერნერი, ენდრიუ სერმანი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +14=11-12 (46-44)

უიგანი-ტოტენჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანტოლინ ალკარასი, ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ფრეიზერ ფივი, ივან რამისი, რიო მიაიჩი – იუნეს კაბული, ვილიამ გალასი, სანდრო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +3=5-8 (15-35)

ნიუკასლი-ლივერპული 20:30

დისკვალიფიკაცია: - ლუის სუარესი

ტრავმა: ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, რაიან ტეილორი, სილვენ მარვო, ჩეიკ ტიოტე, ჰარის ვუკჩიჩი – ჯო ალენი, ფაბიო ბორინი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 141 თამაში: +40=35-66 (180-243)

28 აპრილი

რედინგი-ქუინზ პარკი 16:30

დისკვალიფიკაცია: - ბობი ზამორა

ტრავმა: ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, ჰალ რობსონ-კანუ, ჰოუპ აკპანი, ჯეისონ რობერტსი – ენდრიუ ჯონსონი, ადელ ტაარაბტი, შონ რაიტ-ფილიპსი, ანდროს ტაუსენდი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +8=6-4 (19-17)

ჩელსი-სუონსი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ეშლი კოული, ორიოლ რომეუ, მარკო მარინი, გარი კეჰილი – დარნელ შიტუ

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +1=3-1 (6-5)

არსენალი-იუნაიტედი 19:00

დისკვალიფიკაცია: ოლივიე ჟირუ -

ტრავმა: ვასირიკი დიაბი, ლუკაშ ფაბიანსკი – ეშლი იანგი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 174 თამაში: +60=29-75 (231-267)

29 აპრილი

ასტონ ვილა-სანდერლენდი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიჩარდ დანი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, ჯო ბენეტი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი – ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, კონორ უიკჰემი, სტივენ ფლეტჩერი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 132 თამაში: +57=33-42 (205-184)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 34 27 3 4 78-35 84

2. სიტი 33 20 8 5 59-30 68

3. არსენალი 34 18 9 7 65-35 63

4. ჩელსი 33 18 8 7 66-35 62

5. ტოტენჰემი 33 18 7 8 58-41 61

6. ევერტონი 34 14 14 6 51-38 56

7. ლივერპული 34 13 12 9 61-42 51

8. ვესტ ბრომვიჩი 33 13 6 14 43-44 45

9. სუონსი 33 10 12 11 43-42 42

10. ვესტ ჰემი 34 11 9 14 40-47 42

11. ფულჰემი 34 10 10 14 44-52 40

12. საუთჰემპტონი 34 9 12 13 47-54 39

13. ნორვიჩი 34 8 14 12 33-53 38

14. სანდერლენდი 34 9 10 15 38-45 37

15. სტოკი 34 8 13 13 30-41 37

16. ნიუკასლი 34 10 7 17 43-60 37

17. ასტონ ვილა 34 8 10 16 36-63 34

18. უიგანი 33 8 7 18 37-60 31

19. ქუინზ პარკი 34 4 12 18 29-56 24

20. რედინგი 34 5 9 20 37-65 24

ბომბარდირები:

24 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 18 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა