ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: ჩემპიონობა კათედრალზე?

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: ჩემპიონობა კათედრალზე?

"ბარსელონამ" ჩემპიონობა ვადამდე რომ იზეიმოს, ორი რამ არის საჭირო: თავად ბილბაოში უნდა მოიგოს, "რეალმა" კი "ვისენტე კალდერონზე" უნდა წააგოს
27 აპრილს, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა შევიტყოთ. უფრო სწორად, ისედაც დიდი ხანია ვიცით, რომ ლა ლიგას "ბარსელონა" მოიგებს, უბრალოდ, საჩემპიონო ტიტულის ოფიციალურად გაფორმება კატალონიელებს ახლავე შეუძლიათ.

ამისთვის ორი რამ არის საჭირო: 1. "ბარსამ" ბილბაოში უნდა მოიგოს და 2. "რეალმა" "ვისენტე კალდერონზე" უნდა წააგოს.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მოვლენების ასეთი განვითარება სავსებით მოსალოდნელია...

შერცხვენილი მომავალი ჩემპიონი

"ბარსელონამ" მიუნხენში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალური მატჩის წინ, ფინალში გასვლის შანსი მინიმუმამდე შეიმცირა.

მხოლოდ ყველაზე ოპტიმისტ ქომაგს თუ სჯერა, რომ კატალონიელებს ორმატჩიანი დუელის სათავისოდ შემოტრიალება შეუძლიათ.

მართალია, ფეხბურთელები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ ეს საერთო სიტუაციას დიდად არ ცვლის.

ახლა, ტიტო ვილანოვას შეგირდები ესპანეთის პირველობაზე ფიქრობენ, სადაც ამ ტურში ჩემპიონობის განაღდება შეუძლიათ.

მოსალოდნელია, რომ "ატლეტიკთან" არ ითამაშებს ლეო მესი, ვინც "ბაიერნთან" ძალიან უფერულად გამოიყურებოდა და ეტყობოდა, რომ ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა. ასევე, ვილანოვამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უნდა დაასვენოს, რადგან პრიორიტეტი მაინც "ბაიერნთან" საპასუხო მატჩია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასწორზე "ბარსელონას" თავმოყვარეობა დევს, რომელიც "ალიანს არენაზე" ძალიან შეილახა.

"ატლეტიკს" ეს სეზონი ჩაუვარდა. გუნდი მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ "მალიორკას" 8 ქულით უსწრებს.

ბოლო წლებში, პრიმერა დივიზიონიდან არაერთი გრანდი გავარდა, ამიტომ მარსელო ბიელსას ამოცანაა, ლა ლიგის საგზური რაც შეიძლება მალე გაინაღდოს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, "ატლეტიკი"-"ბარსელონა" უდიდეს ინტერესს გამოიწვევდა, მაგრამ ახლა ეს ერთი რიგითი მატჩია, თუმცა როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ რიგითი მატჩის მოგებით, "ბარსელონამ" შესაძლოა 22-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ატლეტიკი": ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, სან ხოსე, აურტენეჩე - დე მარკოსი, გურპეგი, ანდერ ერერა - სუსაეტა, მუნიაინი, ადურისი.

"ბარსელონა": ვალდესი - მონტოია, ადრიანო, აბიდალი, ალბა - ტიაგო ალკანტარა, ა. სონგი, ფაბრეგასი - ტელიო, ა. სანჩესი, ვილია.

უმოტივაციო დერბი

ბილბაოში გასამართავი მატჩის არ იყოს, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში, მადრიდული დერბი უდიდეს ინტერესს გამოიწვევდა, მაგრამ ახლა "რეალს" "ატლეტიკოსთვის" და ესპანეთის ჩემპიონატისთვის არ სცხელა.

"სამეფო კლუბი" "ბარსაზე" არანაკლებ შერცხვა, თუმცა, მოსისხლე მტრისგან განსხვავებით, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა გერმანიაში ერთი გოლი მაინც გაიტანეს, რაც მათ შანსებს შედარებით ზრდის.

ზემოთ სიტყვა "უმოტივაციო" ვახსენეთ, თუმცა ეს სიტყვა მხოლოდ "რეალს" ეხება. აი, "ატლეტიკო" ზემოტივირებული იქნება, რადგან გუნდს შესანიშნავი შანსი ეძლევა, ხანგრძლივზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "როხიბლანკომ" თანაქალაქელი 1999 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხა (1:3) და მას შემდეგ, უკვე 24 თამაშია არ მოუგია (6 ფრე და 18 მარცხი), ბოლო 9 შეხვედრა კი ზედიზედ წააგო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ამ სეზონში ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ესპანეთის თასის ფინალში შეხვდებიან, რომელიც 17 მაისს უნდა გაიმართოს.

ტიტო ვილანოვას მსგავსად, როტაცია მიმართავს ჟოზე მოურინიოც და ისიც რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, რაც მასპინძელთა შანსებს კიდევ უფრო გაზრდის.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ატლეტიკო": კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - რაულ გარსია, გაბი, მარიო სუარესი, კოკე - დ. კოშტა - ფალკაო

"რეალი": დიეგო ლოპესი - ნაჩო, ალბიოლი, რ. კარვალიო, ფ. კოენტრაო - პეპე, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა, ბენზემა - იგუაინი.

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის

ამ ტურში, ბასკეთში კიდევ ერთი საინტერესო მატჩია დაგეგმილი, თანაც იმ შეხვედრის ორივე მონაწილეს უდიდესი სატურნირო მოტივაცია აქვს.

სან სებასტიანში, ერთმანეთს მეოთხე ადგილის ორი მაძიებელი, "რეალ სოსიედადი" და "ვალენსია" შეხვდებიან.

"სოსიედადმა" "ვალენსიას" უკანასკნელი სამი მატჩი მოუგო, მათ შორის ამ ჩემპიონატშიც, როდესაც "მესტალიაზე" 5 გოლი გაიტანა და "ღამურები" სახლში შეარცხვინა (5:2). მაშინ "ვალენსიას" მაურისიო პელეგრინო წვრთნიდა, დღეს კი გუნდს სათავეში ერნესტო ვალვერდე უდგას, რომლის მოსვლაც "ლოს ჩეზე" ძალიან კარგად აისახა.

"ვალენსიას" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, უკანასკნელ 12 ტურში კი მხოლოდ ერთი მატჩი (ბილბაოში) წააგო.

გაცილებით შთამბეჭდავია ფილიპ მონტანიეს გუნდის მსვლელობა - "სოსიედადს" უკვე 14 თამაშია არ წაუგია, ბოლო 22 ტურში კი მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა, ისიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" (4:3), თანაც ბასკებს იმ შეხვედრაში მინიმუმ ქულის აღება თავისუფლად შეეძლოთ.

მოკლედ, ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ძნელია რომელიმეს უპირატესობა მიანიჭო. "ვალენსია" უფრო გამოცდილია, სამაგიეროდ "სოსიედადი" უფრო "მშიერი" და მონდომებული, თანაც გუნდი მართლაც საოცარ ფორმაშია.

ფაქტი ერთია - "ანოეტაზე" შესანიშნავი მატჩი გველის.

სხვა საინტერესო მატჩები

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "დეპორტივო", რომელსაც უკვე 5 ტურია არ წაუგია (4 მოგება და 1 ფრე) და ამის გამო გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ამ ტურში სტუმრად "ბეტისს" ხვდება, ვინც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ჯერ კიდევ ოცნებობს.

პეპე მელის შეგირდებმა ბოლო დროს მოუკლეს, თუმცა კარგი საფინიშო სპურტი რომელიმე ევროთასის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი უნდა იყოს.

ე.წ. "6-ქულიანი" მატჩი გაიმართება "ლა რომარედაზე", სადაც ბოლო ადგილზე მყოფი "სარაგოსა", მე-18 პოზიციაზე განლაგებულ "მალიორკას" დაუხვდება.

31-ე ტურში "მალიორკამ" სწორედ "6-ქულიან" მატჩში სძლია "სელტას", "სარაგოსა" კი წინა ტურში იმავე "სელტასთან" დამარცხდა (1:2), რამაც ცხრილის ქვედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. ამ გუნდებს ქულების დაკარგვის უფლება, მით უმეტეს კონკურენთან, აღარ აქვთ, რის გამოც არაგონის დედაქალაქში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტური

26 აპრილი

ვალეკანო-ოსასუნა 2:2

27 აპრილი

ლევანტე-სელტა 18:00

დისკვალიფიკაცია: პაპაკული დიოპი (ლევ)

ტრავმა: სერხიო ალვარესი, უგო მალო, სამუელ ლორკა (სელტა)

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2 =4 -1, (9-9)

ატლეტიკი-ბარსელონა 20:00

დისკვალიფიკაცია: იტურასპე (ატლ)

ტრავმა: ამორებიეტა, ინიგო პერესი, გალარეტა, ლაპორტი - პუიოლი, მასკერანო

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +6 =10 -29, (38-99)

ატლეტიკო-რეალი 22:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტიაგო, არდა თურანი - არბელოა, ესიენი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +2 =9 -26, (33-77)

სარაგოსა-მალიოკრა 00:00

დისკვალიფიკაცია: საპუნარუ (სარ)

ტრავმა: ფ. სუკულინი, ხავი, ობრადოვიჩი - აუატი, ვიქტორი, ტისონე, ნსუე, ანტონიო ლოპესი, ჟოაო ვიტორი.

ბოლო 6 მატჩი

+0 =2 -4 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +8 =5 -14, (32-37)

28 აპრილი

ესპანიოლი-გრანადა 14:00

დისკვალიფიკაცია: კოლოტო, კ. ალვარესი, რაულ როდრიგესი - რესიო

ტრავმა: მატიონი, ლონგო - იებდა, დანი ბენიტესი, ფრან რიკო

ბოლო 6 მატჩი

+3 =3 -0 +0 =3 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +1 =1 -1, (4-2)

მალაგა-ხეტაფე 19:00

დისკვალიფიკაცია: ბორხა, ფ. ფერნანდესი, ალექსისი (ხეტ)

ტრავმა: ტულალანი, პ. მორალესი - ადრიან კოლუნგა, სერხიო ესკუდერო, მოია, მიგელ ტორესი.

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +8 =3 -6, (26-25)

ვალიადოლიდი-სევილია 21:00

დისკვალიფიკაცია: ბოტია, მედელი (სევ)

ტრავმა: სერენო - კამპანია, ტროხოვსკი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +6 =10 -7, (28-37)

სოსიედადი-ვალენსია 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ზურუტუზა - ტინო კოსტა

ბოლო 6 მატჩი

+3 =3 -0 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +7 =11 -15, (38-54)

29 აპრილს

ბეტისი-დეპორტივო 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარიო, ნაჩო, ედერი - მარჩენა, ა. აგილერი, რიკი, ლაურე

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +6 =10 -13, (21-39)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 32 27 3 2 99-33 84

2. რეალი 32 22 5 5 83-30 71

3. ატლეტიკო 32 21 5 6 57-25 68

4. სოსიედადი 32 15 10 7 57-39 55

5. ვალენსია 32 15 8 9 52-46 53

6. მალაგა 32 14 8 10 45-37 50

7. ბეტისი 32 14 6 12 48-49 48

8. რაიო ვალეკანო 33 14 4 15 43-54 46

9. ხეტაფე 32 12 8 12 39-48 44

10. ესპანიოლი 32 11 10 11 42-42 43

11. სევილია 32 12 6 14 48-46 42

12. ლევანტე 32 11 7 14 35-51 40

13. ვალიადოლიდი 32 10 9 13 41-45 39

14. ატლეტიკი 32 10 6 16 35-57 36

15. ოსასუნა 33 8 9 16 28-38 33

16. დეპორტივო 32 7 9 16 43-64 30

17. გრანადა 32 7 8 17 28-51 29

18. მალიორკა 32 7 7 18 34-64 28

19. სელტა 32 7 6 19 31-47 27

20. სარაგოსა 32 7 6 19 29-51 27

ბომბარდირები:

43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - ფალკაო (ატლეტიკო); 18 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - რუბენ კასტრო (ბეტისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ

ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!