დელ პიერო იუვეს რეკორდსმენია

"მილანი'-"იუვენტუსის" თამაშს სილვიო ბერლუსკონი დაესწრო და საკუთარი თვალით იხილა როგორ დამარცხდა მისი გუნდი პრინციპულ მეტოქესთან. ბევრს ეგონა, რომ პრეზიდენტისგან მწვრთნელს და ფეხბურთელებს კრიტიკა არ ასცდებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, დონ სილვიომ შეაქო მასიმილიანო ალეგრი და განაცხადა, რომ მის მიმართ ნდობა კვლავაც დიდია:

"მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია და სამი ქულა მეტოქეს დარჩა. ვფიქრობ, რომ მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით, თუმცა რას ვიზამთ, რაც იყო, ვეღარ შევცვლით. დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტით თამაშია საჭირო, ეს დროის ამბავია - დარწმუნებული ვარ, რომ ეს და სხვა ხარვეზებიც აუცლებლად აღმოიხვფრება. ალეგრი ძალიან კარგი სპეციალისტია, მისი მჯერა და მგონია, რომ დიდ გუნდს გააკეთებს".

აქვე ვთქვათ, რომ "მილანთან" პაექრობაში ალესანდრო დელ პიერომ თავისი 179-ე გოლი გაიტანა "იუვენტუსის" მაისურით და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. რამდენიმე დღის წინ, ალე ჯანპიერო ბონიპერტის შედეგს გაუთანაბრდა, შაბათს კი მორიგი გოლი გაიტანა და გაუსწრო ტურინული გრანდის კიდევ ერთ ლეგენდას. დელ პიერო უზომოდ ბედნიერი იყო:

"საოცარი შეგრძნებაა, რომელსაც ჯერ გაცნობიერება სჭირდება. როცა გოლი გავიტანე, რეკორდზე არ ვფიქრობდი, რადგან იმ მომენტში მთავარი - გუნდური წარმატება იყო - თუმცა შეხვედრის დამთავრების შემდეგ საოცარი შეგრძნება დამეუფლა, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. იყო საუკეთესო ბომბარდირი კლუბის, რომელსაც მთელი ცხოვრება გულშემატკივრობდი, მართლაც რომ შეუდარებელია. რაც შეეხება "მილანის" ძლევას, სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ და დავამტკიცეთ, რომ ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მთავარია, არ მოვდუნდეთ, ასევე გავაგრძელოთ და ნებისმიერი რანგის მეტოქესთან მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას და ამის რესურსი რომ გაგვაჩნია, შაბათის შეხვედრაშიც დამტკიცდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა